საზოგადოება კახი კალაძემ და ანუკი არეშიძემ დღეს ჯვარი დაიწერეს (ფოტოები) 2019, 15 ივნისი, 23:32 თბილისის მერმა კახი კალაძემ დიზაინერ ანუკი არეშიძეზე 13 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ჯვარი დღეს დაიწერა.
წყვილის ჯვრისწერა კახეთში, გრემის მონასტერში შედგა. კახი კალაძეს და ანუკი არეშიძეს ოთხი შვილი ჰყავთ, თუმცა წყვილს ჯვარი ამ დრომდე არ ჰქონდა დაწერილი. რამდენიმე დღის წინ მათი შვილები პატრიარქმა მონათლა. ანუკი არეშიძეს ჯვრისწერაზე თეთრი ფერის, მხრებმოშიშვლებული კაბა ეცვა, თავზე კი გრძელი შლეიფი ეკეთა. კახი კი ნაცრისფერსა და შავ ფერში იყო გამოწყობილი. 728 2-ს მოსწონს
|