სხვა იბერთა განსახლების არეალის მნიშვნელობა კაცობრიობის ისტორიაში 2019, 15 ივნისი, 15:36 უძველესი ათასწლეულების პერიოდის შეცნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია გენეტიკა და მისი საშუალებით ადამიანთა წარმომავლობის, მემკვიდრეობითობის და მიგრაციის კვლევა-ძიება. ბოლო დროის გენეტიკურმა კვლევებმა ძირეული ცვლილებები შეიტანეს თანამედროვე ევროპელების წარმომავლობის საკითხში, კერძოდ აქამდე არსებული სამი კომპონენტის გარდა, მათ აღმოაჩნდათ მეოთხე და უმნიშვნელოვანესი კავკასიური კომპონენტი (CHG) ანუ, კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები, რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა ევროპელთა განსახლების და მიგრაციების არეალი და გზები.ამ აღმოჩენის შემდეგ, მსოფლიოს გენეტიკოსთა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო კავკასიამ, რადგან ის გახდა საკვანძო რეგიონი ხალხთა განსახლებისა და მიგრაციის საკითხში. 1 გენეტიკური კვლევები ძირითადად ვითარდება –დნმ–ში (Y-DNA) იგრეკ ქრომოსომის მეშვეობით, ასეთი კვლევა გამოიყენება მამობრივი ხაზის შესასწავლად. ეს არის სასქესო ქრომოსომა, რომელიც პირდაპირი ხაზით გადაიცემა მამისაგან მხოლოდ ვაჟიშვილზე . ასევე არსებობს კვლევები მიტოქონდრიული დნმ (mtDNA) -ის რომელიც მხოლოდ დედიდან გადადის ორივე სქესის შვილში და აუტოსომური დნმ-ის არ ასასქესო 22 ქრომოსომულ ი წყვილის მიხედვით. მიტოქონდრია უჯრედის ენერგეტიკული სადგურია. ის შეიცავს მრგვალ ციკლურ დნმ-ს, რომელსაც პლაზმიდი ეწოდება და შიცავს 37გენს, მაშინ როცა ადამიანის ბირთვული გენომი შეიცავს 30 000 -მდე გენს. მიტოქონდრიული დნმ (mtDNA ) მხოლოდ დედიდან გადადის შვილებზე, ამიტომ მას ევას დნმ- საც უწოდებენ . დედის მხრიდან გენეტიკური შტოს გამოკვლევისას გენეტიკურ ანალიზს უკეთებენ მიტოქონდრიულ დნმ-ს, ხოლო მამის გენეტიკური შტოს გამოკვლევა ხდება Y ქრომოსომაზე.ამ გენეტიკურ „ტესტს“ ჰქვია ჰაპლოტიპები(რადგან მხოლოდ ერთი შტოს გენეტიკაა), ხოლო ამ ჰაპლოტიპების დიდ გაერთიანებას ჰაპლოჯგუფები. მათი ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სხვადასხვა მოდგმის კვალი კონკრეტული ინდივიდის გენომში. ჰაპლოჯგუფის დადგენით ადამიანის ეროვნების იდენტიფიცირება რა თქმა უნდა არ ხდება, მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ამ ერის წარმოშობაზე და მის ეთნოგენეზისზე. თუმცა ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზისთვის ამ ორი ქრომოსომის ანალიზი საკმარისი არაა ამიტომ მესამე ტიპის გამოკვლევა ტარდება ბირთვულ ქრომოსომებზე და იკვლევენ ზოგადად გენომის სიკვენსს (ანუ დნმ–ის შემადგენელი ერთეულების თანმიმდევრობა). 2 ათასწლეულების მანძილზე, ადამიანების პირველადი ჯგუფის გამრავლებასა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში გავრცელებასთან ერთად, როგორც იგრეკ, ასევე მიტოქონდრიულ დნმ–ში ჩნდებოდა ახალი მუტაციები, რომლებიც განასხვავებდნენ ამა თუ იმ ჯგუფს წინამორბედისაგან. დღეისათვის, გამოყოფილია მამობრივი ხაზის 20 და დედობრივი ხაზის 29 ძირითადი ჰაპლოჯგუფი, რომელთა აღსანიშნავად ლათინური ასოები გამოიყნება. 3 ჰაპლოჯგუფები და მიგრაცია C => 66, 000 years ago (in the East Africa) აღმ. აფრიკა E => 62, 500 years ago (in Africa) აფრიკა G => 48, 000 years ago (in the Middle East) ახლო აღმოსავლეთი K => 46, 000 years ago (between the Caucasus and India) კავკასიასა და ინდოეთს შორის I => 43, 000 years ago (around the Black Sea) შავი ზღვის არეალში (კავკასია) J => 43, 000 years ago (in the Middle East or the Caucasus) ახლო აღმ. - კავკასია T => 42, 000 years ago (around the Iranian Plateau) ირანის პლატოს არეალი C1a2 => 41, 500 years ago (in the Middle East) ახლო აღმოსავლეთი E1b1b => 35, 000 years ago (in Northeast Africa) ჩრდ. აფრიკა Q & R => 32, 000 years ago (in the Central Asia or Siberia) ცენტრალური აზია - ციმბირი J1 => 31, 000 years ago (in the Caucasus or Zagros mountains) კავკასია - ზაგროსის მთიანეთი J2 => 31, 000 years ago (in northern Mesopotamia or the Caucasus) ჩრდ. შუამდინარეთი - კავკასია I1 & I2 => 27, 500 years ago (in Europe) ევროპა T1a => 27, 000 years ago (around the Iranian Plateau) ირანის პლატო R1b => 23, 000 years ago (around the Caspian Sea or in Russia) კასპიის ზღვის არეალი - რუსეთი R1a => 23, 000 years ago (in Russia) რუსეთი E-M78 => 20, 000 years ago (in north-eastern Africa) ჩრდ.- აღმ. აფრიკა G2a => 20, 000 years ago (in the Middle East or the Caucasus ) ახლო აღმოსავლეთი-კავკასია I2a1a (M26) & I2a1b (M423) => 18, 500 years ago (in southern Europe) სამხრეთ ევროპა J2a1 => 18, 500 years ago (in northern Mesopotamia or in the Caucasus) ჩრდ.შუამდ. - კავკასია E-M123 => 18, 000 years ago (around the Red Sea or in the Levant) წითელი ზღვა -ლევანტე I2a2a (M223) => 17, 500 years ago (in southern Europe) სამხ. ევროპა J2b1 & J2b2 => 16, 000 years ago (around the Iranian Plateau or the Caucasus) ირანის პლ.- კავკასია N1c1 => 15, 500 years ago (in northern China) ჩრდ. ჩინეთი E-M81 => 14, 000 years ago (in North Africa) ჩრდ. აფრიკა R1b-M269 => 13, 500 years ago (around the Caspian Sea) კასპიის ზღვის არეალი I2a2b (L38) => 12, 500 years ago (in central Europe) ცენტ. ევროპა J1-P58 => 11, 500 years ago (in the Middle East or the Caucasus) ახლო აღმ. - კავკასია I2a2a-L801 => 9, 500 years ago (in central or northern Europe) ცენტ.-ჩრდ. ევროპა R1a1a1 (M417) => 8, 500 years ago (in Northeast Europe) ჩრდ. ევროპა T1a-CTS2214 => 8, 500 years ago (in the Middle East) ახლო აღმოსავლეთი E-V13 => 7, 500 years ago (in Central or Southeast Europe) ცენტ. - სამხ. ევროპა N1c1-L1026 => 6, 500 years ago (in Northeast Europe) ჩრდ. ევროპა Q1b1a-L245 => 6, 500 years ago (in central Asia or in the Middle East) ცენტ. აზია- ახლო აღმ. R1b-L23 => 6, 500 years ago (around the Caucasus) კავკასიის არეალი J1-L858 => 5, 500 years ago (in the Middle East) ახლო აღმოსავლეთი R1b-U106 & R1b-P312 => 5, 000 years ago (in Central Europe) ცენტ. ევროპა I1a (DF29) => 4, 500 years ago (in Scandinavia) სკანდინავია Q1a2-Y4827 => 3, 000 years ago (in Scandinavia) სკანდინავია 4 5 6 7 აქ შეკრებილია წამყვანი ევროპული ინსტიტუტების კვლევები გენეტიკის სფეროში 2017 წლისთვის და ზოგადად ამ ნაშრომში მოყვანილია მხოლოდ დასაბუთებული და უტყუარი ფაქტები როგორც ჩანს უმეტესი ჰაპლოჯგუფების მუტირება ხდება ახლოაღმოსავლეთსა და კავკასიაში, მაგ: G => 48, 000 years ago (in the Middle East) ახლო აღმოსავლეთი G2a => 20, 000 years ago (in the Middle East or the Caucasus) ახლო აღმოსავლეთი-კავკასია J => 43, 000 years ago (in the Middle East or the Caucasus) ახლო აღმ. - კავკასია J1 => 31, 000 years ago (in the Caucasus or Zagros mountains) კავკასია - ზაგროსის მთიანეთი J1-P58 => 11, 500 years ago (in the Middle East or the Caucasus) ახლო აღმ. - კავკასია J2 => 31, 000 years ago (in northern Mesopotamia or the Caucasus) ჩრდ. შუამდინარეთი - კავკასია J2a1 => 18, 500 years ago (in northern Mesopotamia or in the Caucasus) ჩრდ.შუამდ. - კავკასია J2b1 & J2b2 => 16, 000 years ago (around the Iranian Plateau or the Caucasus) ირანის პლ.- კავკასია R1b => 23, 000 years ago (around the Caspian Sea or in Russia) კასპიის ზღვის არეალი - რუსეთი R1b-M269 => 13, 500 years ago (around the Caspian Sea) კასპიის ზღვის არეალი R1b-L23 => 6, 500 years ago (around the Caucasus) კავკასიის არეალი „ გენეტიკა უზუსტესი მეცნიერებაა და ევროპის კვლევითი ცენტრები ამ დარგში გვაწვდიან დეტალურ ინფორმაციას, მაგალითად: ჩემი ჰაპლოჯგუფი (სერტიფიკატი) https://www.eupedia.com/europe/Haplogroup_G2a_Y-DNA.shtml “G2a2b2a1a1a2-L1266, 10, 000 წლის წინანდელია, მოიცავს დასავლეთ კავკასიის ნახევარს: ქართველები, ადიღები, აფხაზები, ჩერქეზები, ყაბარდოელები. 12 განსაკუთრებით გასათვალისწინებელია გენეტიკური კვლევები, რომელიც აწარმოეს ევროპის წამყვანმა კვლევითმა ინსტიტუტებმა. “ 2016 წლის 2 მაისს, სამეცნიერო ჟურნალში “Nature” გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „The genetic history of Ice Age Europe“ “ ყინულის პერიოდის ევროპის გენეტიკური ისტორია“ . სტატიის ავტორებმა – პალეოდნმ-ის კვლევის მსოფლიოში სახელგანთქმულმა სპეციალისტებმა იოანნეს კრაუზემ (იენის კაციობრიობის ისტორიის მეცნიერებათა მაქს პლანკის ინსტიტუტი), სვანტე პეებომ (ლაიფციგის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი) და დევიდ რაიხმა (ბოსტონის ჰარვარდის სამედიცინო სკოლა) პალეოდნმ-ის 51 ნიმუშის ანალიზი ჩაატარეს და ნაწილობრივად აღადგინეს უკანასკნელი ყინულოვანი მაქსიმუმამდელი და მისი შემდგომი პოპულაციების წარმომავლობა, მათი ურთიერთკავშირები და მიგრაციების მიმართულებები. აღსანიშნავია, რომ დღემდე ევროპიდან მხოლოდ 4 ზედა პალეოლითის გენომი იყო გაშიფრული. ახალ კვლევაში ანალიზი 45 – 7 000 წლების წინანდელ 51 ნიმუშს ჩაუტარდა. ახალ ნიმუშებთან ერთად, ავტორებმა კვლევაში რამდენიმე უკვე გამოქვეყნებული პალეოგენომიც გამოიყენეს, მათ შორის ორი ზედა პალეოლითის/მეზოლითის მონადირე-შემგროვებლის გენომი საქართველოდან, რომლებსაც 2015 წლის კვლევა მიეძღვნა. აღმოსავლეთისა და დასავლეთის უძველეს კავშირებზე HERC2 მუტაცია მიუთითებს, რაც ევროპელებში ღია ფერის თვალების ერთ-ერთი განმსაზღვრელია და რომელიც თითქმის ერთდროულად, 14-13 000 წლის წინ ფიქსირდება დასავლეთ ევროპასა და კავკასიაში (საუბარია 14 000 წლის წინანდელ ადამიანზე ვილაბრუნადან, იტალია და 13 000 წლის წინანდელ ადამიანზე საწურბლიას მღვიმიდან, დასავლეთ საქართველო). 13 საწურბლიას კლასტერი – საწურბლიას მღვიმეში (წყალტუბოს რ-ნი) აღმოჩენილი 13 000 და კოტიას კლდის მღვიმეში (ჭიათურის რ-ნი) აღმოჩენილი 9 500 წლის წინანდელი ადამიანი. როგორც ეს სტატიაშია აღნიშნული, ორი უძველესი კავკასიელი ყველაზე მეტად თანამედროვე ქართველებს და აფხაზებს ენათესავება. 14 ავტორები აღნიშნავენ, რომ კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები (CHG) გენეტიკურად განსხვავდებიან ყველა დანარჩენი მეზოლითური და ნეოლითური პალეოგენომებისგან და ქმნიან საკუთარ კლასტერს, CHG კომპონენტის სიხშირეც მაქსიმუმს ჩვენში აღწევს (სხვადასხვა გამოთვლების თანახმად 50-70% ფარგლებში). 15 კვლევის ავტორებმა პალეოგენომების თანამედროვე პოპულაციებთან ნათესაობა გამოიკვლიეს და როგორც აღმოჩნდა, CHG კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები ყველაზე მეტ სიახლოვეს სამხრეთ კავკასიის თანამედროვე პოპულაციებთან იჩენენ, რაც რეგიონში როგორც მინიმუმ გვიანდელი ზედა პალეოლითიდან (13 000 წლის წინ) გენეტიკური უწყვეტობის დასტურია. ამაზე CHG წარმომადგენლების Y და მიტოქოდნრიული დნმ ჰაპლოჯგუფებიც მიანიშნებენ, რომლებიც დღესაც გავრცელებულია საქართველოში (J2a, H13c, K3). კავკასიური კომპონენტის გავრცელების რუქა კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები რაც შეეხება კოტიას კლდის მღვიმის ადამიანს, იგი ჰაპლოჯგუფ J2a-SK1321-ის მატარებელი იყო, რომელიც დღესაც გავრცელებულია საქართველოში, ისევე როგორც ორივე მათგანის მიტოქონდრიული ჰაპლოჯგუფები. ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე ქართველები როგორც მინიმუმ 13 000 წლის წინ, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ადამიანების შთამომავლები არიან, რათქმაუნდა, ისინი არ იყვნენ ჩვენი ერთადერთი წინაპრები. ქართველებში კავკასიური კომპონენტის მაქსიმალური სიხშირის მიუხედავად, იგი მაინც არ შეადგენს 100%. გენეტიკური მონაცემებით ნათლად ჩანს, რომ ქართველებში ორი ჰაპლოჯგუფია დომინანტი –G2a და J2a. ბატონ პროფესორ რამაზ შენგელიას გადმოცემით ვიცით, რომ ქართველი მეცნიერი ვანო ნასიძე, რომელიც მოღვაწეობდა გერმანიაში და ატარებდა საქართველოს მოსახლეობის ნაწილის გენეტიკურ კვლევას მივიდა იგივე დასკვნამდე, რომ ჩვენში ძირითადად ეს ჰაპლოჯგუფია გავრცელებულიG2 და j2. G2a, J1, J2, R1b ჰაპლოჯგუფების ჩამოყალიბება ხდება კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთში და ამ დრომდე მათი მატარებელი ადამიანები დომინირებენ ამ რეგიონში, ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 31 000- 20 000 წლის განმავლობაში კავკასიაში ცხოვრობენ ერთიდაიგივე წარმომავლობის-გენების ადამიანები, მათი აბორიგენობა უდაოა კონკრეტულად ცენტრალურ კავკასიაში. www.eupedia.com - ის მიხედვით (და არამარტო, ამაზე თანხმდება ყველა გენეტიკოსი), ზუსტად G2 და j2 ჰაპლოჯგუფების მქონე ხალხმა-ეთნოსმა შექმნა მიწათმოქმედება და გაავრცელა მთელს მსოფლიოში. 16 მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ ჰაპლოჯგუფი G ირანში, ზაგროსის მთების მიდამოებში, დაახლოებით 30 000 წლის წინ გაჩნდა, ხოლო მისი შვილობილი G2a – 10–12 000 წლის წინ, აღმოსავლეთ ანატოლიში ან კავკასიაში. დღესდღეისობით იგი მაქსიმუმს სწორედ ჩრდილოეთ კავკასიასა და საქართველოში აღწევს. ადიღეურ ხალხებში ყველაზე გავრცელებულია ამ ჰაპლოჯგუფის ერთი შტო – G2a3b1, ოსებში კი ძირითადად, ყველაზე ახალგაზრდა, G2a1a დომინირებს. საქართველოში ამ ორი ტიპის გარდა ასევე გვხვდება G2a*, G2a3c, რაც ამ ჰაპლოჯგუფის G2a-ს ჩვენი ტერიტორიიდან ჩრდილოეთით გავრცელებას უნდა მიანიშნებდეს.საინტერესოა, რომ G2a-ს ქვეჯგუფები აღმოჩენილ იქნა დასავლეთ ევროპის უძველეს სამარხებში. ცნობილი «ყინულის კაცი» ოტციც, რომლის მუმია ალპებში აღმოაჩინეს, ამ ჰაპლოჯგუფის მატარებელი იყო. 17 შესაძლოა, ევროპაში G2a-ს არსებობა ნეოლითურ რევოლუციას უკავშირდება, როდესაც ახლო აღმოსავლეთიდან და კავკასიიდან მიწათმოქმედება ევროპის კონტინენტზე გავრცელდა. 18 მეორე დომინანტი ჰაპლოჯგუფი არის J2a, რომელიც გავრცელებულია მთელს ახლო აღმოსავლეთში და ხმელთაშუაზღვისპირეთში. J2 სავარაუდოდ 18-20 000 წლის წინ გაჩნდა, ხოლო მისი შვილობილი J2a – 12–15 000 წლის წინ. წარმოშობის ადგილად მესაპოტამია ან სამხრეთ ანატოლია მიიჩნევა. მისი ფართო გავრცელება მიგვანიშნებს, რომ ამ ჰაპლოჯგუფის მატარებლები რეგიონის უძველესი ცივილიზაციების წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც თავიანთი ცოდნა და კულტურა მთელს ძველ სამყაროში გაავრცელეს. არსებობს ვარაუდი, რომ თურქეთის სამხრეთით მდებარე გობეკლი–ტეპეს უძველესი რელიგიური კომპლექსის შემქმნელთა უმრავლესობა სწორედ ამ ჰაპლოჯგუფის წარმომადგენელი იყო. კავკასიაში J2a ყველაზე მაღალი სიხშირე ქართველებსა და ნახურ ხალხებშია. ჩვენში გავრცელებული სხვა ჰაპლოჯგუფების და მათი ქვეტიპების უმრავლესობაც (R1b1a1, J1*, J1b, I2c) კავკასიის, ანატოლიისა და ნაყოფიერი ნახევარმთვარის რეგიონს უკავშირდება. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მათი ქართველების გენოფონდში არსებობა სწორედ შემოსევების შედეგად დატოვებული კვალია, თუმცა, როგორც კვლევებიდან ჩანს, ქართველების ჰაპლოტიპების უმეტესობა (ჰაპლოჯგუფის ინდივიდუალური მაჩვენებლები, რომლებიც მათ იგივე ჰაპლოჯგუფის სხვა წარმომადგენლებისგან განასხვავებს) საკმაოდ ძველი და სხვებისგან ცალკე მდგომებია, რაც მათ უძველეს წარმომავლობაზე მიუთითებს. 19 R1b1a1a2 წარმოშობის ადგილია აღმოსავლეთ ანატოლია, ან კავკასია. G ჰაპლოჯგუფისა, როგორც J2b-სი, და R1b -ს გადაკვეთა უნდა მომხდარიყო კავკასიაში 7000 დან 4500 წლის წინ“ ამ პერიოდისათვის მოგეხსენებათ, რომ ეს რეგიონი დასახლებულია იბერიულ-კავკასიური ტომებით, ისინი ქმნიან ცივილიზაციის საწყისებს და აყალიბებენ უმდიდრეს მტკვარ-არაქსისა და ხათების, ასევე თრიალეთის კულტურებს. 20 აღნიშნული ჰაპლოჯგუფების გავრცელების არეალი ზუსტად ემთხვევა იბერიულ-კავკასიური ტომების განსახლებას. ( ხალიბებს, თუბალებს, მოსხებს- მოსინიკებს და ა.შ.) მეტალურგიის გავრცელების ზონები მოიცავს იგივე ტერიტორიებს 21 იგივე სურათი გვაქვს მეღვინეობის გავრცელებაზეც 22 ცნობილია, რომ ადრეული ბრინჯაოს ხანის პერიოდში კავკასია სტეპთან კონტაქტობდა, განსაკუთრებით – მაიკოპის კულტურის მეშვეობით, რომელიც ძვ. წ. IV ათასწლეულის პირველ ნახევარში გაჩნდა. კვლევის ავტორების აზრით, სწორედ მაიკოპის კულტურის წარმომადგენლებმა გადასცეს CHG ანუ კავკასიური კომპონენტი სტეპის ხალხებს, რომლებმაც იგი შემდგომ ევრაზიაში გაავრცელეს. 23 ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი როსტოვის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხი, სადაც ნაპოვნია ქართველური ტიპის ადამიანთა ნეშთები, ისინი იყვნენ მეცხოველე-მიწათმოქმედები, ერთ-ერთი მათგანი იყო 25 წლის ქალბატონი, რომლის აღნაგობაც აღადგინეს ბიუსტის სახით, დაარქვეს თამარი და ინახება როსტოვის მუზეუმში. https://www.youtube.com/watch?v=3Wj007V4JpE&feature=share თამარი-როსტოვი, მესამე ათასწლეული https://www.youtube.com/watch?v=DHne1F0O7nM კოტიას მღვიმე https://www.youtube.com/watch?v=5aGevx7FKFw ევროპის წინაპარი 24 საქართველოში უნდა გაძლიერდეს და მეტი ყურადღება მიექცეს გენეტიკის სფეროს, ეს დარგი საჭიროა არა მარტო ჩვენი წარმომავლობისა გასარკვევად, არამედ სხვა- არამატერიალური კუთხითაც, მაგ: შესასწავლია დნმ-ი ქართულ ენასთან და ანბანთან მიმართებაში, მათ გააჩნიათ ერთნაირი სტრუქტურა, ასევე საინტერესოა გენეტიკისა და ვეფხისტყაოსანის კავშირი და ა.შ. ბატონ რამაზ გახოკიძემ ამინომჟავებს შეუსაბამა ნოტები და გაშიფრული გენის მიხედვით დაწერა მუსიკა. ჩვენ ვცდილობთ დნმ-ს შევუსაბამოთ ქართული ასოები და გაშიფრულ გენში წავიკითხოთ წინადადება. იმედია ეს საკითხი გახდება ფართო კვლევის საგანი .ქართული მეცნიერება უნდა ცდილობდეს ქვეყნის გარეთ და შიგნით, რაც შეიძლება უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს კავკასიის და იბერიული მოდგმის მნიშვნელობის შესახებ მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში. ლიტრევიუ: https://www.eupedia.com/europe/Haplogroup_G2a_Y-DNA.shtml https://www.familytreedna.com/public/Caucasus/default.aspx?section=yresuls http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=45&id=2982 https://www.youtube.com/watch?v=zM1ZDQoX1RU https://www.youtube.com/watch?v=3Wj007V4JpE&feature=share www.euratlas.net www.hist-Europe.fr www.eupedia.com 440 1-ს მოსწონს |
შესაბამისად შეიცვალა განსახლების არეალებიც. ფაქტობრივი მტკიცებულება გახლავთ ის, რომ ქართულად დაერქვა სახელები განსახლების თუ სხვა გეოგრაფიულ ადგილებს. როგორიც არის: კარელი ა, კართ აგენ, ლანდია, ჰო ლანდია, ზე ლანდია.., ბრაზი ლია, მე აქ ის იქა, ყანადა კვებეკე-თურთ, გუათ ემალა, ნეკ არ აგუა, უ რუ გუაი, ტია ვან აქ ო, სური ნამ, ნამ მიბია, ნამ დო, ვიეთ ნამ, იავა(სიავითა), მალა ე ზეა, ინდო, გვიანა, მალი და ასე შემდეგ.