სხვა ხინკალი ცხრამეტნაოჭიანი-მზისა და მთვარის უძველესი ქართული სიმბოლო 2020, 30 იანვარი, 17:02 ხინკალი ცხრამეტნაოჭიანი-მზისა და მთვარის უძველესი ქართული სიმბოლო
ხორცი- ცნობილია, რომ ცხოველთა მოშინაურება მოხდა მცირე აზიასა და კავკასიაში (შუმერი და მტკვარ-არაქსის კულტურა), ისიც დადასტურებულია, რომ მეტალურგიაც საქართველოს ტერიტორიიდან იღებს სათავეს (ხანჯალი). აღსანიშნავია მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი “ძირა“, რომელიც ანეიტრალებს იმ სიმძიმეს რომელსაც იწვევს მოხარშული ცომისა და ხორცის ნაზავი კუჭისთვის, რაც არ გააჩნიათ სხვა ხინკლისმაგვარ კერძებს, შუააზიური “მანტი“ იქნება ეს თუ ჩინურ-მონღოლურ-რუსულ და ა.შ. მიმსგავსებები. მართალია ეს ყველაფერი აქედან იღებს სათავეს, მაგრამ ჩვენთვის მთავარი მაინც ხინკლის ფორმებია, ჩვენს დალოცვილ წინაპარს უბრალოდ კი არ მიუზელ-მოუზელია, არამედ ყველაფერში აზრი ჩაუდია, ხინკლის ზედა მხარე ბორჯღალია-მზის სიმბოლო და უნდა ჰქონდეს ცხრამეტი ნაოჭი, რაც ყველაზე მეტად ადასტურებს მის ქართულობას, რადგან ქართულ ასომთავრულ ანბანში მე-19-ე ასონიშანი არის “რაე“ Ⴐ ბორჯღალისა და მზის ნიშანი, ზუსტად ამიტომ ჩადო ქართველმა თავის მეხსიერებაში “ხინკალი, ხინკალი, ხინკალი-ცხრამეტნაოჭიანი“ და ამაში ვერავინ შეგვედავება! მისი მეორე მხარე კი დისკოა, ანუ სავსე მთვარის სიმბოლო, ბარაქის მომტანი (ხორციელი). ამ ორი მნათობის სიმბოლო თავსდება ქვაბში, რომელიც სამყაროს სიმბოლოა ამ მოცემულ მომენტში, წყალი კი ის პირვანდელი მყარი და ქვაბმა უნდა იბრუნოს, როგორც ცის თაღმა. (პრაქტიკული დანიშნულება: ქვაბის ტრიალი-რომ არ მიიკროს ხინკალი, ნაოჭები -რათა მათში დაგროვდეს ხორცის ქაფი). ეს ყველაფერი მრავალგზის ადასტურებს, რომ ხინკალი არის ქრისტიანობამდელი პერიოდის ქართული კერძი! 638 შეფასება არ არის
|