x
ქართული ანბანი და ადამიანის გენეტიკა (დნმ)
ნათელია, რომ იბერიულ-კავკასიური, იგივე ედემური ცივილიზაცია, რომელიც მოიცავდა კავკასიას, მცირე აზიას, შუამდინარეთს, სამხრეთ აღმოსავლეთ ინდოეთს, ჩრდილოეთ აფრიკას, მთელს ხმელთაშუა ზღვისპირეთს, ევროპისა და ამერიკის ნაწილს, იყო პირველი, რომელმაც ჩაუყარა საფუძველი მიწათმოქმედებას, ვარსკვლავთმრიცხველობას, გეომეტრიას, მესაქონლეობას, მეტალურგიას, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას, ხელოვნების დარგებს... და რაც მთავარია, განათლების სისტემას, რაზეც დგას დღევანდელი კაცობრიობა, – ფიქრობს მკვლევარი კახაბერ ჭიღლაძე: ჩვენი წინაპრები რომ კოსმოსს კარგად იცნობდნენ, ამას მოწმობს მრავალი ფაქტი: მათ შექმნეს ზოდიაქალური სისტემა, მთელი კოსმოსი დაყვეს ხომლებად, იცოდნენ დედამიწის ღერძის დახრილობა და პრეცესიის დრო – 25920 წელი, რომელიც თავისთავად 12 ზოდიაქოდ იყოფა თითო – 2160 წელი (ეს დიდი ზოდიაქალური წრე პატარა წლიური წრის საპირისპიროდ ბრუნავს), შეადგინეს უზუსტესი კალენდარი, ითვლიდნენ ქართულ-შუმერული წელთაღრიცხვით ადამს აქეთ – 5604 წელს ქრისტემდე (ხვამლის მთის გამოქვაბულის კედელზე გამოსახულია თანავარსკვლავედთა ისეთი განლაგება, როგორიც იყო 5604 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე), რაც ყველაზე ძველია. სხვა ხალხის წელთაღრიცხვები, მაგალითად, ბაბილონური 104 წლით ჩამორჩება ქართულს, რადგან ის ითვლის 5500 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, აღრიცხავდნენ ქორონიკონსაც – 532-წლიან ციკლს.
ასევე, იცოდნენ განზომილებები, მაგალითად, საფლავს უწოდეს „სამ-არე“, რადგან ადამიანის ცხედარი სამ განზომილებიან სივრცეში რჩება (სამი არე), სული კი გადადის მეოთხე განზომილებაში, ამიტომაც სულის სასუფეველს დაარქვეს „სამ-ოთხე“, კავშირი 3-4 განზომილებებს შორის. სიტყვა „სა-მყარო“ აღნიშნავს მყარი სხეულების გარემოს, ესე იგი, მათ იცოდნენ არა-მყარიც, ანუ მატერიალურიც და არამატერიალურიც. მხოლოდ გონებაჩამორჩენილი თუ იფიქრებს, რომ ზემოთ მოყვანილი ყველა მტკიცებულება უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ჩვენი კვლევის მიზანი არაა ამის მტკიცება, მთავარი ისაა, რომ კავკასიურ-იბერიულმა მოდგმამ იცოდა ადამიანის ძირითადი დანიშნულება, რომ ის იყო დამაკავშირებელი რგოლი მატერიალურ და არამატერიალურ, ანუ მესამე და მეოთხე განზომილებებს შორის, ასევე იცოდა სამყაროსა და მოლეკულური სტრუქტურა, ადამიანის აგებულება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – დნმ-ის კოდი.
თანამედროვე მეცნიერებისათვის ცნობილია მიკრო და მაკროსამყაროების მსგავსება, ვარსკვლავეთის სტრუქტურა ისეთივეა, როგორც მოლეკულური, მაგალითად: ცენტრში ვარსკვლავი, ირგვლივ პლანეტები და ატომის ცენტრშიც ბირთვი, მის გარშემო ელექტრონები. ვარსკვლავთა სისტემების ერთობლიობა ქმნის გალაქტიკას, ატომთა ერთობლიობა კი მოლეკულას. ჩვენი გალაქტიკა სპირალურია, როგორც ჩვენი დნმ და მასში დაახლოებით ორასი მილიონი ვარსკვლავია, დნმ-ში კი ორასი მილიონი ნუკლეოტიდი. თანამედროვე კაცობრიობამ ეს ცოდნა მაღალი ტექნოლოგიების საშუალებით მიიღო, მაგრამ საიდან იცოდა ეს ყველაფერი ჩვენმა წინაპარმა? უდავოა, რომ მათ ეს ცოდნა მოჰყვებათ ედემიდან და ადამისგან პირდაპირ გადაეცემებოდათ შთამომავლობით, რადგან ადამი იყო სამყაროს შექმნის სათავესთან და ეს არსებობდა მის მეხსიერებაში, ის პირველი ენაც, ანბანთან ერთად, გონებით გადადიოდა თაობიდან-თაობაში და ასე მოაღწია კავკასიელ ქურუმებთან, თანაც მათ ჰქონდათ კონტაქტი ზე-სამყაროსთან.
ახლა განვიხილოთ დნმ-ის სტრუქტურა და ქართული ანბანი.
მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ბიოლოგიური არსებობა ერთი უჯრედიდან იწყება, რომელიც თავისთავად იყოფა ორად, შემდეგ 4-ად, 8-ად, 16-ად, 32-ად, 64-ად და ასე შემდეგ. რის შედეგადაც ყალიბდება სხეული – ტანი. მისი აგებულების პროგრამა, იმ პირველივედან მოყოლებული, ყველა უჯრედშია ჩადებული. კონკრეტულად – თითოეული უჯრედის ბირთვში არის მემკვიდრეობით ინფორმაციის მატარებელი მოლეკულა, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ), რომელიც ქრომოსომების მთავარი შემადგენელია. დნმ-ის სტრუქტურის გაშიფვრა (1953 წელი) ბიოლოგიის ისტორიაში ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი გახდა. აღმოჩნდა, რომ ქიმიური თვალსაზრისით, დნმ არის გრძელი, პოლიმერული მოლეკულა, ორმაგი სპირალი, რომელიც შედგება განმეორებადი ბლოკების – ნუკლეოტიდებისგან. თითოეული ნუკლეოტიდი შედგება აზოტოვანი ფუძისგან, შაქრისა (დეზოქსირიბოზისა) და ფოსფატის ჯგუფისგან. დნმ-ში გვხვდება აზოტოვანი ფუძეების ოთხი სახე (ადენინი, გუანინი, თიმინი და ციტოზინი), თითოეულს პირობითად მიუსადაგეს ლათინური ასოები A< G< T<C და ზუსტად ამ ინფორმაციული ერთეულების კომბინაციით არის დაწერილი ადამიანის ორგანიზმი. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ოთხი ინფორმაციული ერთეულის კონბინაციათა წერილია.
იგივე პრინციპია ქართულ ასომთავრულ ანბანშიც, დნმ-ის ერთ მონაკვეთში ზუსტად ჯდება ქართული ანბანი, ხერხემალში 32 თანხმოვანი და მათ შორის არსებულ აზოტოვან ფუძეებში კი – 4 ხმოვანი: ა-ნი, ე-ნი, ი-ნი, ო-ნი (ადენინი, გუანინი, თიმინი და ციტოზინი), როგორც ადამიანის 32 კბილი და ენა. როგორც მოგეხსენებათ, ანბანის ყოველ ასონიშანს გააჩნია რიგის ნომერი (1-37) და რიცხვითი მნიშვნელობა (1-10000), ანი-დან ინ-ამდე – 1-ეულები, ინი-დან რაე-მდე – 10-ეულები, რაე-დან ჩინ-ამდე – 100-ეულები და ჩინ-იდან ჰოე-მდე – 1000-ეულები. მსგავსად ამისა, დნმ-ში გვაქვს ნუკლეოტიდი, მონოფოსფატური ნუკლეოტიდი, დიფოსფატური ნუკლეოტიდი და ტრიფოსფატური ნუკლეოტიდი.



დნმ-ის სტრუქტურა ჩანს ქართულ სიტყვებში, მაგალითად: “სული“ და “ტანი“, თუ ამ სიტყვებს ჰემატრიულად (ანუ სიტყვაში შემავალი ასო-ნიშნების რიცხვითი მნიშვნელობების მიხედვით) განვიხილავთ ვნახავთ, რომ „, სული“ = 64 ( ს=20, უ=22, ლ=12, ი=10 ჯამში – 64) კოდონების რაოდენობა (კოდონებით იქმნება ამინომჟავები და ვიტამინები) და „ტანი“ = 46 ქრომოსომათა რაოდენობა (46 ქრომოსომა განსაზღვრავს ადამიანის აგებულებას).
ქართული ანბანი უდიდესი ფენომენია, ის მსოფლიოს ყველა საოცრებაზე მაღლა მდგომია. ამის მაგალითად დავწეროთ ეს ორივე სიტყვა სრული ანბანური რიცხვითი სათვალავების გათვალისწინებით:



უფალი გვეუბნება „სასუფეველი თქვენშია!“ ანბანური ცნობიერების საწყისებით მოსაპოვებელი ინფორმაციები ადამიანსა და არსთა სამყაროზე თქვენშიაო. ეს ინფორმაციები თქვენში გენეტიკური წერილით დევსო. გენეტიკამ იცის ეს წერილი, მაგრამ წაკითხვის ენა არ იცის. ჩვენ ყველა წინაპირობა გვაქვს, რომ ვამტკიცოთ: გენეტიკურ წერილს წაიკითხავს ქართული ენა და დამწერლობა. იმიტომ, რომ თავის დროზე ეს დამწერლობა აღებულია ღმერთის მიერ დაკანონებული გენეტიკური წერის მოდელიდან, ანუ ქართული დამწერლობა არსთა სამყაროს ბუნებრივი ინფორმაციული წერიდან გადმოღებული დამწერლობაა. დადგება დრო, როცა ბიოლოგიურ წერილს კაცობრიობა წაიკითხავს ისე, როგორც ვკითხულობთ ახლა წიგნებსა და გაზეთებს. ამ საიდუმლოს გარკვევაში დიდ როლს სწორედ ქართული ენა და დამწერლობა შეასრულებს. ყოველივე ეს ჩვენს ქვეყანას დიდმნიშვნელოვან როლს ანიჭებს, რითაც საქართველო ახალ ფუნქციას შეიძენს. ეს ქვეყანა მთელი მსოფლიოსათვის საჭირო გახდება. როცა მსოფლიო დაინახავს, რომ ქართული ენა და დამწერლობა ამ წერილის წერის მოდელს იცნობს და მიჰყვება, მაშინ მოუწევს ამ უდიდესი ფენომენის აღიარება. ეს ფენომენი ყველაფერს თავის ადგილზე დააბრუნებს და აღასრულებს კიდეც წმიდა წერილისეულ სიტყვებს: იბერიის გაბრწყინების მარცვალი ქართულ ენასა და დამწერლობაში დევს. მსოფლიო მიეჩვია ქართული ენის დამახინჯებული სიტყვით სადიდებელს და იძახის ასე: ამინ! ეს ასე არაა, უნდა ვასწავლოთ ამენ! იყოს ნება ღმრთისა ამენით, ამენ. ადამიანი წარმოადგენს სულისა და სხეულის ერთობას, დღეს არც ბიოლოგიამ და არც სასულიერო სწავლებამ არ იცის ამ ერთობაში სად ზის სული. ქართულმა ენამ კი იცის: პირჯვარის გამოსახვისას (სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა) ორი ღერძის გადაკვეთის ადგილს მხოლოდ ქართული ენა უწოდებს სასულეს. სწორედ აქაა განთავსებული სული, ადამიანის „მე“. სწორედ ამ მეს, თავისი ფუნქციებით, კარგად იცნობს ქართული ანბანური საფუძვლები.
ჩვენმა წინაპრებმა ასევე იცოდნენ ქრომოსომის აგებულებაც და სისხლის შემადგენლობაც, ის რომ, თუ სისხლში რკინის ბირთვაკის მაგივრად სპილენძი ჩაჯდება მისი წითელი ფერი შეიცვლება მოლურჯო-ცისფრით, ასეთი სისხლი იძლევა სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას. მაგალითად, ცისფერსისხლიანი კალმარები და მოლუსკები ძალიან დიდხანს ცოცხლობენ, ამიტომ იბერები იღებდნენ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც შეიცავდა სპილენძს, ამ მხრივ გამორჩეულია ღვინო, ის დიდი ოდენობით სპილენძის შემცველია და უხსოვარი დროიდან დღემდე ქართველთა განუყოფელი ნაწილია. მას საკრალური მნიშვნელობა აქვს ივერიელთა ცხოვრებაში, საეროსა თუ სასულიეროში. იბერთა გამორჩეული დამოკიდებულების გამო ძველმა ირანელებმა ამ ლითონს უწოდეს ისპირ-ლენჯ, ანუ ისპირთა-იბერთა მადანი. ბერძნების გაკვირვებას იწვევდა ის, რომ იბერები სვამდნენ სუფთა, წყალგაურეველ ღვინოს, თანაც ბევრს. ბერძნულ მითოლოგიაში დიონისეს (ღვინის ღვთაების) დედა იბერიელია. ქურუმთათვის ცნობილი იყო მონოატომური ოქროსა და სხვა მეტალების რაობაც. საქართველოს მთიანეთში აკეთებდნენ ტრეპანაციას და უმაღლეს დონეზე მკურნალობდნენ ბუნებრივი საშუალებებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მათთვის ცნობილი იყო სამკურნალო ნივთიერებათა სტრუქტურა და ქიმიური შემადგენლობა.
როგორც ხედავთ, ჩვენი წინაპრები ზედმიწევნით კარგად ერკვეოდნენ ამ საკითხში. გენიალურმა შოთა რუსთაველმა უნივერსალური მატრიცის (იგივე გენეტიკისა და ანბანური პრინციპების) ცოდნა გამოავლინა მის უკვდავ პოემაში „ვეფხისტყაოსანი“, რომლის პროლოგიც შედგება 32 სტროფისაგან და ეპილოგი – 5-სგან (ანბანის 32 თანხმოვანი და 5 ხმოვანი), სათაურების რაოდენობა შეადგენს 64-ს, პლუს ეპილოგი, ასევე 64-ია ყოველი სტროფის მარცვალთა რაოდენობა (64 კოდონი დნმ-ში), მხოლოდ ერთია 20-მარცვლიანი, რაც გამოხატავს ამინომჟავების რაოდენობას, რომლებითაც საზრდოობს ადამიანი, ისინი კი კოდონებისგან შედგებიან. რუსთველი ფლობდა ქურუმთა ცოდნას. მისი შედევრი არ არის მხოლოდ სიყვარულის ბალადა, მასში ჩადებულია საკრალური ცოდნა, ამას თვითონვე გვიმხელს:
„შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი;
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.“ანბანი-დნმ
0
126
1-ს მოსწონს
ავტორი:კახაბერ ჭიღლაძე
კახაბერ ჭიღლაძე
126
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0