x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
მოსინიკები - კოლხური ტომი
მოსინიკები - კოლხური ტომი


მოსინიკები იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი 20-ზე მეტი ანტიკური კოლხური ტომიდან და ცხოვრობდნენ სამხრეთ კოლხეთში, შავი ზღვის სანაპიროზე ტრაპეზუნტისა და კერასუნტის დასავლეთით, მარების მეზობლად. დასავლეთიდან კი მათ ტიბარენები ესაზღვრებოდნენ. ჰეკატე მილეტელის ცნობით კი ისინი ცხოვრობდნენ კერასუნტისა და ფარნაკიის მიდამოებშიც. მათ ერთი პერიოდი ექვემდებარეობდა ისეთი ძლიერი ქართველური ტომი, როგორიც ხალიბები იყვნენ. ძვ.წ. მე-5 საუკუნეში მოსინიკები, იგივე ჰეპტაკომიტები სამხრეთ კოლხეთის სხვა ტომებთან ერთად შედიოდნენ სპარსეთს დაქვემდებარებული ქვეყნების შემადგენლობაში, მე-19 სატრაპიაში, რომლებიც სპარსეთს ხარკს უხდიდნენ ყოველწლიურად. მათ შესახებ მრავალ ცნობას გვაწვდის ძველბერძენი ავტორი ქსენოფონტი (ძვ.წ. 427-355). მან ძვ.წ. 401 წელს გაიარა მოსინიკებით დასახლებული კოლხური ტერიტორიები. ეს მეომარი და მომლხენი ხალხი შავი ზღვის სანაპიროებზე და პონტოს მთიან მხარეში ცხოვრობდა.


მოსინიკი


ამ დროს ძვ.წ. მე-5 საუკუნის დასასრულს აქ არსებობდა მოსინიკების 2 დიდი გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთს ეომებოდნენ მთავარი ქალაქის დასაუფლებლად, სადაც ციტადელი იყო. მოსინიკებს მოჰყავდათ ხორბალი, მისდევდნენ თევზჭერას, საკვებად იყენებდნენ ასევე წაბლს, აშენებდნენ ვენახებს და აყენებდნენ ღვინოს. მოსინიკებს მჭიდრო სავაჭრო კავშირი ჰქონდათ კერასუნტისა და ტრაპეზუნტის ბერძენ მოახალშენეებთან. მოსინიკების მეფეს თავისი რეზიდენცია ხის მაღალ კოშკში ჰქონდა. ამ ხალხში კარგად იყო განვითარებული ლითონების დამუშავება. თავად "თითბრის" (სპილენძის ფუძეზე დამზადებული შენადნობი) სახელწოდება ევროპულ ენებში "მესინგ" (Messing) სწორედ მოსინიკების სახელიდან მომდინარეობს. მოსინიკები გრძელი შუბებით იბრძოდნენ, მათი ლითონი კი განთქმული იყო. კაპრენტერი და პრშევოლსკი ასაბუთებენ, რომ სპილენძ-ბრინჯაოს წარმოების უბადლო ოსტატები იყვნენ. აპოლონიოს როდოსელი კი ყურადღებას ამახვილებს მათს საჯარო სქესობრივ კავშირებზე.






კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. საქართველო

4. ქართული მითოლოგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. მეცნიერება

8. რელიგია



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


2
985
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
985
  
2021, 23 მაისი, 19:07
"მოსინიკების ხორუმი"
მოსინიკები ერთ-ერთი ძლიერი კოლხური ტომი იყო - ტრაპიზონიდან ჯიქეთამდე განსახლებული 25-ზე მეტი დიდი კოლხური ტომიდან. ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ. წ. V-IV სს.) თავის ნაშრომში „ანაბასისი“ საუბრობს დიდებული კოლხების – მოსინიკების ბრძოლაზე: „... მას შემდეგ, რაც ისინი გამწკრივდნენ, ერთმა მათგანმა დაიწყო, ხოლო ყველა დანარჩენი მღერით რიტმულად მიაბიჯებდა“.
2019, 15 ივნისი, 15:49
სრული ჭეშმარიტება მოსინიგ-მოსინგერ ლითონის აღმნიშვნელია ევროპულ ენებში
0 1 2