საზოგადოებრივი მარები - კოლხური ტომი 2019, 14 ივნისი, 13:30 მარები ერთ-ერთი კოლხური ტომი იყო 20-ზე მეტი კოლხური ტომიდან, თუმცა ისინი არ გამოირჩეოდნენ სიმრავლითა და ძლევამოსილებით სხვა კოლხურ ტომებს შორის, თუმცა განვითარების მხრივ მაინც არავის ჩამოუვარდებოდნენ. მათზე ცნობებს გვაწვდის ძველბერძნული წყაროები. მარები ტყავის ფარებით და ხელშუბებით იყვნენ შეიარაღებულნი. ეს ერთგვარ მსგავსებას ამჟღავნებს მათსავე გვერდში მცხოვრებ სხვა უფრო დიდ და ძლევამოსილ კოლხურ ტომთან, მაკრონებთან ანუ მაკრო-კეფალებთან. შემდგომ საუკუნეებში მათ სხვა, უფრო დიდ კოლხურ ტომებში განიცადეს ასიმილაცია. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. ქართული მითოლოგია4. საქართველო5. ჰიტლერი6. ნაციზმი7. რელიგია8. მეცნიერებაავტორი: თორნიკე ფხალაძე1156 3-ს მოსწონს
|