საზოგადოებრივი მაკრონები - კოლხური ტომი 2019, 14 ივნისი, 11:25 მაკრონები იყვნენ ერთ-ერთი კოლხური ტომი, რომელიც ცხოვრობდა სამხრეთ კოლხეთში, ანტიკური ავტორების ცნობით ტრაპეზუნტის რაიონში და მის აღმოსავლეთით. მაგალითად ქსენოფონტი (ძვ.წ. 427-355 წწ.) მათ შეხვდა ტრაპეზუნტის სამხრეთ-აღმოსავლეთით ორი დღის სავალზე. ამ რაიონშივე მაკრონების ყოფნას ადასტურებენ აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. 295-215 წწ.), სტრაბონი (ძვ.წ. 64-24), პლინიუსი (ახ.წ. 23-79), მე-5 საუკუნის ანონიმი მწერალი და სხვები. ძვ.წ. საუკუნეში მაკრონები ზოგიერთ სხვა იბერო-კოლხურ ტომთან ერთად შედიოდნენ სპარსეთის იბერიის მე-19 სატრაპიაში და რომ დარიოსისგან მათ შეწერლი ქონდათ წელიწადში 2.4 კილოგრამი ოქრო. მათ ასევე მონაწილეობა მიიღეს სპარსეთის მეფის - ქსერქსეს ლაშქრობაში ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების წინააღმდეგ. ამ ომში ისინი შეიარაღებულნი იყვნენ ისევე, როგორც მოსხები, ტიბარენები და მოსინიკები. მაკრონებს ეს სახელი ეწოდათ ბერძნების მიერ ვინაიდან თავიდან ბერძნები მათ ეძახდნენ მაკრო-კეფალებს, რაც დიდთავიანს და უფრო სწორად კი გრძელთავიანს აღნიშნავდა. ისინი ასევე მოიხსენიებოდნენ, როგორც მაკრისელები ან მაკრალები. ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 549-476) იცნობს მაკრონებს, თუმცა თუ რას მოგვითხრობდა მათ შესახებ, ჩვენთვის უცნობია. ჰეროდოტე (ძვ.წ. 484-425) წერდა, რომ მაკრონებმა კოლხებისგან ისწავლეს წინდაცვეთა. მაკრონი მეომრები ბეწვის მოსასხამებში იყვნენ გამოწყობილნი, შუბებით და ფარებით. სტრაბონი (ძვ.წ. 64-ახ.წ. 23) წერს: "ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანნები (ე.ი. ჭანები), რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს. კრებულები:1. ქართული სახელმწიფოები2. კავკასიური პროტოცივილიზაციები3. ქართული მითოლოგია4. საქართველო5. ჰიტლერი6. ნაციზმი7. რელიგია8. მეცნიერებაავტორი: თორნიკე ფხალაძე769 2-ს მოსწონს
|