x
ფრიდა კალოს ერთადერთი ხმოვანი ჩანაწერი შესაძლოა უკვე ნაპოვნია

image

მექსიკის ეროვნული ხმოვანი ბიბლიოთეკა ირწმუნება, რომ აიოდიოჩანაწერში მხატვარი თავის ესსე „ დიეგოს პორტრეტზე“ ლაპარაკობს პილოტირებულ რადიო შოუში „ელ ბაჩილერი“ .
ფრიდა კალო შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ცნობილი და გაყიდვადი სახეა მთელ მსოფლიოში, მაგრამ როგორი იყო მისი ხმა? ფრანგმა ფოტოგრაფმა ერთხელ მას „ მელოდიური და თბილი“ უწოდა, ხოლო მექსიკის ეროვნული ხმოვანი ბიბლიოთეკის წყალობით, ახლა უკვე ნამდვილად შეგვიძლია ვიცოდეთ მისი ხმის ტემბრი.
ბიბლიოთეკამ მოიკვლია არქივიდან ის მასალა, რაზეც ირწმუნება, რომ შეიძლება იყოს ფრიდა კალოს პირველი ხმოვანი ჩანაწერი, რომელიც 1955 წელს რადიოშოუ „ელ ბაჩილერის“ პილოტირებულ ეპიზოდიდან იქნა აღებული და რომელიც 1954 წელს გამოვიდა ფრიდას გარდაცვალების შემდეგ.
ეპიზოდი ეძღვნებოდა კალოს მეუღლეს დიეგო რივერას. ეპიზოდში ფრიდა თავის ესსეს კითხულობს „დიეგოს პორტრეტი“, რომელიც წარმოდგენილი იყო 1949 წლის სასახლეში გამართული რივერას 50 წლიანი შემოქმედებისადმი მიძღვნილი მხატვული ხელოვნების გამოფენაზე.
„ ის გიგანტური, უშველებელი ბავშვი იყო, გულითადი სახით და მოწყენილი გამოხედვით“- ჰყვება ფრიდა ფრანს პრესის სააგენტოს თარგმანში. „ მისი მაღალი, მუქი, განსაკუთრებულად ჭკვიანი და დიდი თვალები იშვიათად ჩერდებიან, თითქმის გამოდიან თავისი შესიებული ბუდიდან და ამობურცული ქუთუთოებიდან, როგორც გომბეშოს თვალები და გაცილებით ფართოდ მოავლებინებენ ირგვლივ მზერას, თითქოს ასეთი თვალები მეტის სანახავად სპეციალურად მხატვრებისთვის ყოფილიყოს.“
ივარაუდება, რომ ჩანაწერი გაკეთებული 1953 ან 1954 წელს. მექსიკის კულტურის მინისტრმა ალეხანდრა ფრაუსტომ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ეს ხმა მართლაც კალოს ეკუთვნის, მაშინ ეს ერთადერთი აუდიოჩანაწერი იქნება მისი, რომელიც არსებობს.
„ფრიდა კალოს ხმა ყოველთვის დიდ საიდუმლოდ რჩებოდა, ეძებდნენ დაუსრულებლად“ - განაცხადა ბიბლიოთეკის დირექტორმა პაველ გრანადოსმა პრესკონფერენციაზე - „ აქამდე არასდროს გვქონია ფრიდა კალოს ჩანაწერი“.
რადიოშოუს, რომლიდანაც შეძლეს ხმოვანი ჩანაწერის ამოღება, მისი წამყვანის ალვარო გალვესისა დე ფუენტესის პატივსაცემად „ელ ბაჩილერი“ ეწოდა, რომელიც მექსიკის კულტურის სამინისტრომ ყველა დროის მთავარ დოკუმენტალისტად მიიჩნია.
ბიბლიოთეკის არქივი ელ ბაჩილერის 1300-ზე მეტ ხმოვან ჩანაწერს ინახავს, რომელსაც აუცილებლად გამოიკვლევენ, რომ გაიგონ, არის თუ არა კიდევ ფრიდა კალოს ხმოვანი ჩანაწერი მათ შორის.

0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხაიძე
ნათია ჩხაიძე
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0