x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
კოლხური დამწერლობა
კოლხური დამწერლობა


კოლხურ დამწერლობაზე ცნობებს გვაწვდის დიოდორე სიცილიელი, ბერძენი ისტორიკოსი, რომელიც მოღვაწეობდა ძვ.წ. I საუკუნეში თავის დიდ ნაშრომში "ისტორიული ბიბლიოთეკა", რომელიც 40 წიგნისაგან შედგება. მას ამ ნაშრომში ჩამოთვლილი აქვს ძვ.წ. VI საუკუნეში მოღვაწე ბერძენი პოეტების სახელები, რომლებიც წერდნენ პელასგური ასოებით, თხზავდნენ და ასრულებდნენ სიმღერებს.

ძალიან საინტერესოა ასევე ცნობა, რომელიც შემოგვინახა ბერძენმა ავტორმა - ძეობისმა, რომელიც წერს, რომ ამგვარი სიმღერების შემქმნელი პოეტი, ვინმე ლინოსი, მოკლული იქნა კადმოსის მიერ. კადმოსი კი ითვლება ბერძნული დამწერლობის შემქმნელად. კადმოსი ძალიან უპირისპირდებოდა საბერძნეთში პელასგური დამწერლობის გავრცელებას და ცდილობდა თავისი შექმნილი ბერძნული დამწერლობა დაემკვიდრებინა.


კადმოსი



კუნძულ კრეტაზე კოლხური კულტურის ერთ-ერთ ყველაზე არგუმენტირებულ საბუთად მეცნიერები მიიჩნევენ "კოლხური ოქროდამწერლობის" და ხაზოვანი დამწერლობის ნიმუშების არსებობას. "კოლხური ოქროდამწერლობის" შესახებ ცნობებს გვაწვდის ბერძენი ავტორი ხარაქს პერგამონელი და ამ დამწერლობას "ხრისოგრაფიას" უწოდებს. ხსენებული დამწერლობა სრულდებოდა თიხის გამომწვარ ფირფიტაზე და მასზე თითოეული იეროგლიფის აღბეჭდვისათვის ჩამოისხმებოდა ოქროსაგან დამზადებული ყალიბი. ოქროსგან იმიტომ, რომ თბილი თიხის ფირფიტაში მხოლოდ ოქროსაგან ჩამოსხმული ყალიბი ძლებდა. სწორედ ყაიბად ოქროს გამოყენებამ მისცა ამ დამწერლობას სახელწოდება "ხრისოგრაფია" ანუ "ოქროდამწერლობა". კუნძულ კრეტაზე აღმოჩენილი ოქროს "ფესტოსის დისკო" სწორედ ამ დამწერლობის ნიმუშად ითვლება ზოგიერთი მკვლევარის აზრით. ამ ინფორმაციას გვაწვდის ისტორიკოსი და კულტუროლოგი მარინე ცინცაბაძე.



კრებულები:


1. ქართული სახელმწიფოები

2. კავკასიური პროტოცივილიზაციები

3. ქართული მითოლოგია

4. საქართველო

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. რელიგია

8. მეცნიერება



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1319
3-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1319
  
2019, 28 სექტემბერი, 12:11
1986 წელს ჩხოროწყუს რ-ნში, სოფ. ჯუმითში (ლეჟას უბანი) დურუ ილარიონის ძე კვარაცხელიამ თავის საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს აღმოაჩინა ჯუმითის ქვის ხაზოვანი წარწერა.

ჯუმითის ქვის ხაზოვანი წარწერა (№4391) ინახება ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში. (ჯუმათური დამწერლობა)

კოლხური დამწერლობის უძველესი ნიმუშები,რომლებიც დათარიღებულია დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნით, აღმოჩენილია სამტრედიის რაიონში, სოფელ დაბლაგომში (იხილე ინგოროყვა 1939, 168. კუფტინი 1950, 2,78-82; თოლორდავა1976;62-64; ლიჩელი 2001,11,82; Fahnrch 2013,226,231.).

ამ საკიტხზე საინტერსოა ბატონი გია კვაშილავას ფუნდამენტური ნაშრომი: Kvashilava, Gia, 2017a. საქართველოში აღმოჩენილი დაბლაგომის დოქის წარწერისა და ჯუმითის ქვის უძველესი ხაზოვანი ნიშნის გაშიფრვის შესახებ.
0 1 1