x
image
თორ ნიკე
გურიის რესპუბლიკა
გურიის რესპუბლიკა


გურიის რესპუბლიკა, იგივე გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა იყო სოციალ-დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელიც ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1905 წლის 23 თებერვლიდან და გაუქმდა 1906 წლის 10 იანვარს. ამ რესპუბლიკას მართავდა ბენიამინ ჩკიკვიშვილი, რომელიც იყო გურიის პრეზიდენტი. ამ სახელმწიფომ მოიპოვა დამოუკიდებლობა რუსეთის იმპერიისგან და ვერ მოასწრო საკუთარი ვალუტის შექმნა, ამიტომ ჰქონდა რუსული რუბლი, ხოლო სახელმწიფო ენები იყო ქართული და რუსული ენა. დედაქალაქად კი ოზურგეთი გამოცხადდა.


ბენიამინ ჩხიკვიშვილი - გურიის პრეზიდენტი


გურულმა ხალხმა ძალიან მალე აუღო ალღო იმ დროის მსოფლიოში მიმდინარე მარსქსისტული იდეების გავრცელების გამო დაწყებულ ცვლილებებს, რომელიც სოციალისტური რევოლუციისთვის ამზადებდა ნიადაგს. გურულებმა დაასწრეს მოვლენებს და რუსეთის ოქტომბრის რევოლუციაზე ბევრად უფრო ადრე მოაწყვეს სოციალიტური გადატრიალება, რომელსაც ლენინმა ძალიან მაღალი შეფასება მისცა, თუმცა რუსეთის იმპერიამ დიდხანს არ მისცა უფლება მას რომ ეარსება და მალევე დაასრულა გურიის დამოუკიდებლობა. პრეზიდენტი ბენია ჩხიკვიშვილი რუსეთის იმპერიამ გაასამართლა და აჯანყებისთვის დახვრიტა, მაგრამ გურიის რესპუბლიკამ დიდი გავლენა მოახდინა რევოლუციურ მოძრაობაზე არამარტო საქართველოში, არამედ ზოგადად, მთელ იმპერიაში. სიტყვა გურია და გურული მუშები და გლეხები რუსი რევოლუციონერებისთვის დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ბრწყინვალე სახალხო ბრძოლის სიმბოლოდ.






კრებულები:


1. საქართველო

2. მეცნიერება

3. ქართული მითოლოგია

4. რელიგია

5. ჰიტლერი

6. ნაციზმი

7. კავკასიური პროტოცივილიზაციები

8. ქართული სახელმწიფოები



ავტორი: თორნიკე ფხალაძე


1
1110
4-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
1110
  
2022, 12 ივლისი, 19:22
1905 წელს გურიამ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ეს იყო მსოფლიოში პირველი სოციალისტური რესპუბლიკა. გურულები პირველები არიან მსოფლიოში, ვინც "ციცები" (ქალები) დაუშვეს არჩევნებში. 1917 და 1920 წლებში აშშ-ში და რუსეთში დაუშვეს მხოლოდ არჩევნებში ქალების მონაწილეობა, ხოლო შვეიცარიაში - 1973 წელს, ხოლო გურულებმა 1905 წელს. გურულები პირველები იყვნენ, ვინც ასეთი რამ გააკეთა. სასამართლო სისტემა მათ ჰქონდათ უმაღლეს დონეზე აყვანილი და საინტერესოა, რომ იყო ასეთი დიპლომატი და მოგზაური, ლუიჯი ვილარი, რომელიც მოგზაურობდა საქართველოში 1905 წელს, მას წიგნიც აქვს გამოცემული, სადაც ერთ თავს ასევე ჰქვია - "გურიის რესპუბლიკა", აღწერს, რომ ვორონცოვ-დაშკოვს როდესაც შეხვდა თბილისში, მან უთხრა ასეთი რამ: "გურულების სასამართლო უკეთესად ასრულებს მართლმსაჯულებას, ვიდრე ჩვენი."
0 1 1