x
image
ელენე გუმა
"ყველაფერი ცუდი უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში...ამ, მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა"
image
ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის გოგონას მამა, გიორგი გვარჯალაძე მეგობრებს თანადგომისთვის მადლობას უხდის.მისი თქმით ყველაფერი, რაც წაკითხული ან ფილმში ნანახი ჰქონდა თავს გადახდა, მაგრამ ყოველთვის მეგობრების დახმარეთ შეძლო "გაფრენა".


"ყოველი აფრენა იყო უფრო ზემოთ და ყოველი დაცემა - უფრო ქვემოთ (ლ. ბურდული). ყველაფერი ცუდი, რაც წაკითხული და ფილმში ნანახი მქონდა, უკვე მოხდა ჩემს ცხოვრებაში. ყოველ ჯერზე მეგობრების დიდი მხარდაჭერით გავსწორდი წელში და ისევ გავფრინდი.
ამ, მე-7 სართულიდან დაცემაზე თითქოს დრო დაპაუზდა - უმძიმესად (ჩემსავით) დაკავებული ადამიანები მთელი დღეები ჩემთან იყვნენ, ყოველი თავის აწევისას ვხედავდი მათ სახეებს და უფრო ხშირად მინდებოდა თავის წამოწევა, წამოდგომა...
მეგობრებო - მადლობა x 1 000 000 000!" - წერს გიორგი გვარჯალაძე.


რამდენიმე დღის წინ 123-საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ელენე გვარჯალაძე ტრაგიკულად დაიღუპა.

გოგონა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა.



ლენო ცნობილი ტელეწამყვანის ლულუ კახიანის და გიორგი გვარჯალაძის შვილი იყო.

0
175
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0