მუსიკა "ქარიშხალზე გაბრწყინებულმა ვარსკვლავმა აკრობატული მასტერკლასი მოაწყო სცენაზე" - ჯეი ლო ლაქსში (+ ვიდეო და ბევრი ფოტო ) 2019, 10 ივნისი, 14:25 49 წლის ლათინო - ამერიკელი სუპერ ვარსკვლავი ჯენიფერ ლოპესი ტურნირს იწყებს და მან პირველი კონცერტი ლოს - ანჯელესში ჩაატარა. იმდენად ხმაურიანი და იმდენად საინტერესო პერფორმანსით წარსდგა მსმენელის წინაშე მომღერალი, დღეს ყვითელი პრესა მასზე საუბრობს და აქვეყნებს უსექსუალურეს ფოტოებს კონცერტიდან, რომელსაც წყაროს ინფორმაციით ათეულობით ათასი ადამიანი დაესწრო.მის სექსუალურ პერფორმანს და ჩაცმის სტილს უამრავი კრიტიკოსი გამოუჩნდა და ზოგიერთი მათგანი ხმამაღლა საუბრობს მომღერლის უგემოვნობაზე, სადაც წერენ: – " ის 25 წელია შოუ ბიზნესშია, ლამის დაბერდა სცენაზე და ჩაცმა მაინც ვერ ისწავლა".განსაკუთრებული კრიტიკა კი მისმა თეთრმა შარვალმა გამოიწვია.საინტერესო იყო ვარსკვლავის როგორც წყარო და თვითმხილველი წერს, " ქარიშხალზე გაბრწყინებულმა სუპერ ვარსკვლავმა აკრობატული მასტერკლასი მოაწყო სცენაზე და სასცენო სამოსი არა ერთხელ გამოიცვალა". 178 4-ს მოსწონს
|