ფსიქოლოგია მღვდელმა გზის პირას მიტოვებული ჩვილი იპოვა... რეალური ისტორია საინტერესო დეტალებით! 2019, 20 ივნისი, 10:54 აშშ-ს ოკლაჰომას შტატის მკვიდრს, მღვდელ როჯერ პრატერს უცნაური ამბავი გადახდა თავს, მაგრამ ამ უცნაურობის უკან დიდი ემოციები იმალებოდა. 2017 წელს მღვდელმა გადაწყვიტა ბავშვები გასართობ ცენტრში წაეყვანა, რათა მათი გამხიარულება შეეძლო, მასთან ერთად მისი მეუღლეც იყო. ბედნიერი დღის შემდეგ, უკან დაბრუნებისას გზის პირას შენიშნეს საბავშვო ეტლი, ეჭვებმა გაამართლა და ეტლში ნამდვილად ჩვილი აღმოჩნდა, რომელიც სულ რაღაც 4 თვის იყო. მღვდელი და მისი მეუღლე შემთხვევით ძალიან კმაყოფილები იყვნენ, რადგან რომ არა ისინი, ბავშვი სავარაუდოთ სიცხისგან და შიმშილისგან დაიღუპებოდა. მღვდელმა პირველ რიგში ბავშვი ავტომობილში მოათავსა და კონდიციონერი ჩართო, რაზეც ბავშვის გამომეტყველება შეიცვალა, ამის შემდეგ პოლიციაში დარეკეს და მათ მოსვლას ელოდებოდნენ... პოლიციამ მოსვლიდან რამოდენიმე წუთში საბავშვო ეტლში ბავშვის დაბადების მოწმობა, დაზღვევა და 5500 დოლარის ოდენობის თანხა აღმოაჩინა. გადაიყვანეს საავადმყოფოში, ექიმების ვარაუდით ბავშვი დაახლოებით 1 საათის მიტოვებული იყო ქუჩაში. დაბადების მოწმობის საშუალებით პოლიციამ გამოიძია ბავშვის დედის ვინაობა, მალევე საავდმყოფოშიც დაიბარეს და სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ დედას ბავშვის აღზრდის სურვილი არ გააჩნდა, ამ ცუდი ამბით დამწუხრებულმა მღვდელმა მალევე ბავშვს აღმზრდელი მოუძებნა. გარდა ამისა რამოდენიმე დღეში ჩვილს უამრავი მომთხოვნიც გამოუჩნდა, თუმცა მხოლოდ ერთ იღბლიანს გადაეცა ეს პატარა ანგელოზი. კვლევის თანახმად დადგენილია, რომ აშშ-ში ყოველთვიურად 3000-მდე ბავშვი უპატრონოდ რჩება, რომლებსაც ბავშვთა სახლები მფარველობენ. ამ ცუდი სტატისტიკის მიუხედავად, აშშ-ში ბავშვის აყვანის მსურველებიც მრავლად არიან. მღვდელი როჯერ პრატერი ძალიან ბედნიერია იმ ფაქტით, რომ მან მოახერხა ახალი სიცოცხლის გადარჩენა და პირობას დებს, რომ ამიერიდან ყოველთვის დაეხმარება მიტოვებულ ბავშვებს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი>>>>> თქვენთვის საინტერესო <<<<<ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VIII ნაწილი) რა მოხდება დედამიწაზე, თუ ადამიანები გადაშენდებიან? ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VII ნაწილი) ადამიანები ყველაზე დიდი ორგანოებით!!! 5 ყველაზე უცნაური ქალაქი, სადაც ადამიანები ჩვეულებრივ ცხოვრობენ მუმბაიდან დუბაიში - საოცარი მოგზაურობა მატარებლით და თან წყლის ქვეშ? 1228 4-ს მოსწონს
|