ქვემო ქართლი რუსთავში ქმარმა ორსული ცოლი სცემა 2019, 8 ივნისი, 19:30 ![]() დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა ორსულ მეუღლეზე - 1990 წელს დაბადებულ ს.მ-ზე. ასევე, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. დაშავებული ქალის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ოპიუმის და ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის, წინასწარი შეცნობით ოჯახური ნიშნით ორსული ქალის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სსკ-ის 11'-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 126' მუხლის მე-2 ნაწილის “ა" და “ბ" ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს."-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
170 4-ს მოსწონს
|