x
image
Culture Express
ვარსკვლავები, რომელთა გამოთქმებმაც მსოფლიო ცნობიერება შეცვალეს - ლეგენდების დაუგეგმავი რევოლუცია
image როდესაც ვარსკვლავთან ინტერვიუზე მიდის ჟურნალისტი რესპოდენტი არ ფიქრობს რომ მისი მოსაზრებები შეიძლება წლების შემდეგ საფუძვლად დაედოს საზოგადოების ცნობიერების ცვლილებას. ამას როგორც წესი ჰოლივუდის ვარსკვლავებიც ვერ იაზრებენ ხოლმე წინასწარ, იქ სადაც ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი..


წარმოგიდგენთ მსოფლიო ვარკსვლავების სხვადასხვა სიტუაციაში ნათქვამ იმ გამონათქვამებს, რომლებმაც საზოგადოების ცნობიერებაზე ამა თუ იმ საკითხის მიდგომაზე დიდი წვლილი შეიტანეს..


1. ელიზაბეთ (ლიზ) ტეილორი

" მე პატიოსანი ქალივარ, იმიტომ რომ ცოლად გავყევი ყველა იმ მამაკაცს, რომელთანაც მეძინა და ბევრი ქალი ამით ვერ დაიტრაბახებს.."


მსახიობი ლიზ ტეილორი


ეს სიტყვები ჰოლივუდის დედოფლად აღიარებულ მსახიობ ელიზაბეთ ტეილორს ეკუთვნის რომელიც 8-ჯერ იმყოფებოდა ოფიციალურ ქორწინებაში, ცნობილია რომ მსახიობ რიჩარდ ბარტონზე, რომელიც "კლეოპატრას" გადაღებებისას გაიცნო, ცოლად 2-ჯერ გაყვა.. ერთხელ დაქორწინდნენ, დაშორდნენ და რამდენიმე წლის შემდეგ კვლავ შეუღლდნენ, რაც საბოლოოდ მათი დაშორებით დასრულდა.

ელიზაბეტ ტეილორი სულ 8-ჯერ დაქორწინდა

მსახიობი რეკორდსმენია არამხოლოდ ქორწინებების რაოდენობით მან ჰოლივუდში ფურორი იმითაც მოახდინა რომ პირველი მსახიობი იყო, რომელსაც სტუდიამ ერთი მილიონის ოდენობის ჰონორარი გადაუხადა, აღნიშნული თანხა მან "კლეოპატრას" განსახიერებისთვის მიიღო, ამ მხრივ მან ბევრად გაუსწრო უკვე ცნობილ მერილინ მონროს და ოდრი ჰეპბერნს. თუმცა პრესას უფრო მისი პირადი ამბები აინტერესებდა, ზედმედი კითხვებით მობეზრებულმა კი ის განცხადება გააკეთა, რომ თავს პატიოსან ქალად მიიჩნევს რადგან ქორწინების მიღმა ურატიერთობა არ ჰქონია და ამით ამაყობს..


/ მსახიობი ელიზაბეთ ტეილორი კლეოპატრას როლში /

კლეოპატრას როლში


2. მერილინ მონრო


ქალს, რომელსაც მუდმივად ჩერჩეტი ქერა გოგონების რილებს აძლევდნენ ვერასოდეს წარმოედგინა, რომ მისი ფრაზები უამრავ ადამიანზე მოახდენდა გავლენას, გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის წინ იპოვეს ორი კოლოფი სადაც მისი პირადი დღიური ინახებოდა, სხვადასხვა წიგნებზე მისი მონიშვნების გარდა დღიურში მისი ფრაზებიც ეწერა, რომლებმაც დიდი პოპულარობა მოიპოვეს ინტერვიუებში ნათქვამ ყველასთვის კარგად ცნობილ გამონათქვამებთან ერთად.

image


შესაძლოა მას ტეილორმა აჯობა იმით რომ მასზე ბევრად მეტ ჰონორარს უხდიდნენ თუმცა არც ერთ მისი თაობის მსახიობს არ მოუხდენია კაცობრიობის ცნობიერებაზე რამდენიც მერილინ მონრომ მოახდინა. მისმა ჰაქტორმა სექუალური რევოლუციაც კი დააჩქარა და დღეს კოკა-კოლასთან ერთდ ის მსოფლიო გლობალიზაციის ერთ-ერთი მძლავრი სიმბოლოა.


მონროს საკმაოდ დრამატული ბავშვობა და შემდგომ პირადი ცხოვრება ჰქონდა, პირველი მეუღლე მას ფიზიკურადაც უსწორდებოდა, მეორე ქმარი ბეისბოლის ჩემპიონი ჯო დიმაჯიო იმ სცენის გადაღებების გამო გაშორდა როცა მონროს მეტროს სადგურის წინ ნიავის გამო კაბა უფრიალდება, მესამე ქმარი არტურ მილერი (ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი დრამატურგი) მასზე იმიტომ დაქორწინდა რომ კომუნისტებთან კავშირში იყო ბრალდებული და მას პასპორტის ჩამირთმევას უპირებდნენ, მონროს ცნობადობამ და პოზიტიურმა დამოკიდებულებამ ის იხსნა..

მერილინ მონრო ქმართან,  ერტურ მილერთან ერთადმერილინ მონრო და არტურ მილერი (ლონდონი)

იმედგაცრუებების შემდეგ ჰოლივუდის უპირობო სიმბოლომ ასეთი ფრაზა თქვა:

image


" მე ეგოისტი, მოუთმენელი და ცოტათი სახიფათო ადამიანი ვარ. ვუშვებ შეცდომებს და ხშირად ვკარგავ წონასწორობას. მაგრამ თუ არ შეგიძლია შეიყვარო ჩემი ცუდი თვისებები მერწმუნე, ჩემს საუკეთესო მხარესაც არ იმსახურებ, "

image


3. ბირიჯიტ ბარდო


ამ ლეგენდის შესახებ წარსულ დროში საუბარი არ გვიწევს, 60-იანი წლების ფრანგი სექს სიმბოლო დღესაც ცოცხალია. 80-ს გადასცდა, თუმცა ასაკი არ აშინებს. მას არასოდეს მიუღია არანაირი პრესტიჟული ჯილდო თუ პრემია არც ოსკარისა თუ ოქპოს გლობუსის ნომინანტი ყოფილა, თუმცა სხვადასხვა დაჯილდოებაზე წინა რიგს იკავებდა.

image

კინოლეგენდა 40 წლის ასაკში წავიდა კინოდან იმიტომ რომ არ უნდოდა ეკრანზე უინტერესო როლებით დაბერებულიყო, შემდეგი ცხოვრების წლები კი ცხოველთა დაცვას მიუძღვნა, მრავალი რომანისა და თავგადასავლის მერე განაცხადა " მე მგონი მე თაყვანს მცემდნენ იმის გამო რომ მე მერქვა ბრიჯიტ ბარდო და განსხვავებულ ასოციაციებს ვიწვევდი, თორემ თავად ჩემი პიროვნება სინამდვილეში არამგონია ვინმეს სცნობებოდა და მითუმეტეს ჰყვარებოდა.."


ბრიჯიტ ბარდო 60 იან წლებში


ბარდო ცდილობს არ იცხოვროს საჯარო ცხოვრებით და არც იმ ფოტოებზე ამბობს რამეს რომელსაც პაპარაცები ჩუმად უღებენ და სურათებზე ხალხი გესლიანად ქირქილებს, მის ნაოჭებზე თუ თმის ფერზე, თავადაც ენამწარედ პასუხობს


" სჯობს იყო მოხუცი, ვიდრე მკვდარი.."


ბრიჯიტ ბარდო 2018 წელს

image

0
769
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
769
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0