საზოგადოება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭუბერი კვლავ სტიქიის მოლოდინშია (+ვიდეო) 2019, 7 ივნისი, 22:37 მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭუბერში, წუხელ უხვი ნალექების შედეგად, ნენსკრას ხეობაში არსებული შენაკადი მდინარე "დევრა" ადიდდა, რამაც მდინარე "ნენსკრას" ადიდება გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით მათ ადიდებული მდინარეები ეზოებში შეუვარდათ, დაზიანებულია სოფლები და ინფრასტრუქტურა, წაღებულია სოფლებს შორის დამაკავშირებელი რამდენიმე ხიდი, არიან სტიქიის შედეგად მთაში ჩარჩენილი რამდენიმე ადამიანიც. ამ დროისთვის ტექნიკის საშუალებით მდინარე კალაპოტში დააბრუნეს. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით აღნიშნული მდინარეები პრობლემურია და საჭიროებს სპეციფიურად შერჩეული ხიდების გადებას, რასაც სახელმწიფო არ ითვალისწინებს. აქვე დასძენენ, რომ ადგილობრივების მიერ გადებული ხიდები მეტად გამძლეა, ვიდრე სახელმწიფოს მიერ გადებული ძვირადღირებული ხიდები. აღსანიშნავია, რომ სვანეთის და არამარტო სვანეთის დიდი წინააღმდეგობისა, სოფელ ჭუბერში "ნენსკრა ჰესის" მშენებლობის დაწყების შემდეგ მსგავსი სტიქიური მოვლენა მეორედ განმეორდა. ამ მომენტისთვის მდინარეები შედარებით დაპატარავებულია, თუმცა ადგილობრივები კვლავ საფრთხის მოლოდინში არიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე საათის წინ გადაღებულ ვიდეოსა და ფოტოსურათებს, რომელიც ექსკლიზიურად "intermedia.ge"-ს მოგვაწოდეს ადგილობრივებმა. იხილეთ ვიდეო 27 1-ს მოსწონს
|