საზოგადოება 35 წლის ახალგაზრდა დედა, ორი ბავშვით და პარკინსონის დაავადებით 2019, 24 აპრილი, 16:50 29 წლის ასაკში, ელი ფინჩ ჰალმს დაუსვეს პარკინსონის დიაგნოზი.რომელიც ძალიან იშვიათია ახალგაზრდებში და ძირითადად გვხვდება ხანდაზმულებში.ამ დაავადებას ახასიათებს მეტყველების დარღვევა, მოძრაობის დარღვევა, სახის კუნთების, ხელბის და ფეხების თრთოლვა. მიუხედავად სირთულისა, მან გადაწყვიტა, რომ არ შეგუებოდა დაავადებას და გაეგრძელებინა ცხოვრება. ელი არ შეესაბამება შეიძლება ითქვას იმ სტერეოტიპს, როოგორც ცხოვრობენ პარკინსოის დაავადების მქონე ადამიანები.რის გამოც ძალიან ხშირად მის ირგვლივ მყოფი ადამიანები გაოცებულები რჩებიან. “მე მოხალისე ვარ ადგილობრივ საქველმოქმედო მაღაზიაში, სადაც ძალიან ბევრი ბავშვია.შემოსული ადამიანები, როცა ხედავენ რომ ვთრთოლავ, და მეტყველება მიჭირს ფიქრობენ რომ მე პირველი სამუშაო დღე მაქვს. მე ვამბობ რომ არა, მე პარკინსონის დაავადება მაქვს.'' ელი როგორც ამბობს პირველად შენიშნა თითის კანკალი და შემდეგ ფეხის.ის დაეჭვდა რომ პარკინსონის დაავადება იყო, თუმცა მეგობრებმა გადააფიქრებინეს. ნერვოლოგთან ვიზიტის შედეგად გაირკვა რომ ეს მართლაც რომ პარკინსონი იყო.ელი ამბობს რომ ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ ეს დაავადება მიეღო, ის ამბობს, რომ “მე ვფიქრობ რომ ჩემი ოჯახისთვის და ჩემი მეგობრებისთვის მეტად რთული იყო ეს დიაგნოზი, ვიდრე ჩემთვის. ელის და მის შეყვარებულს დაგეგმილი ჰქონდათ ქორწილი, თუმცა ქორწინებისთვის მის დაავადებას ხელი არ შეუშილია.ელი და ტომი დაქორწინდნენ. “ჩვენ ვიცოდით რომ ადრე თუ გვიან გვინდოდა გვყოლოდა ბავშვები, და რატომ გვიან?არჩევანი ადრეზე გავაკეთეთ.''. ელის და ტომს ჰყავთ ოთხი წლის ბიჭი და ორიწლის გოგონა, რომლებსაც დედა ეუბნება რომ ის იღებს წამლებს, რადგან როცა მისიშვილები გაიზრდებიან იცოდნენ, რომ დედას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს და მას არ კითხავენ:“ დედა რატომ ირხევი? '' ის ძალიან ბედნერია თავის ცხოვრებით და ცდილობს პოზიტიური კუთხით დაინახოს ყველაფერი. და ბოლოს “იმედი მაქვს, რომ ვიცხოვრებ მრავალი წელი ცხოვრების იმ პირობებით რა პირობებშიც მიწევს ცხოვრება.''ამბობს ელი. 55 2-ს მოსწონს
|