x
image
მარიამ პირველი
თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს 220 ახალი ავტობუსი დაემატება

image

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში კომპანია ''ჯითი ჯგუფმა " გაიმარჯვა.

რის შედეგადაც თბილისში წლის ბოლომდე Isuzu-ს მარკის ახალი მოდელის Novociti Life-ის ავტობუსები შემოვა.

Bm.ge-ის "ჯითი ჯგუფის" ხელმძღვანელ _ ლევან გოგსაძის განცხადებით, ავტობუსების მიწოდება აგვისტოდან დაიწყება და 2019 წლის 24 დეკემბრამდე კონტრაქტის პირობები სრულად შესრულდება.

თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის მოთხოვნის თანახმად, ავტომობილები უნდა ყოფილიყო ერთი მარკის და ერთი მოდელის.ამასთან ერთად გამოშვების წელი არ უნდა ყოფილიყო 2018ზე ნაკლები.

კონკურსი 220 ავტობუსის შეძენაზე გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა.თუმცა რამდენჯერმე გასაჩივრდა.ბოლოს სადავო იყო "ჯითი ჯგუფის" მიერ შეთავაზებული მოდელების საექსპორტო გამოცდილება.რადგან საჭირო იყო Novociti Life-ის ავტობუსები ჰყოლოდათ შესყიდული ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.როგორც "ჯითი ჯგუფში" აცხადებენ მათ ეს საჭირო დოკუმენტაცია წარადგინეს და ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდნენ.

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ პირველი
მარიამ პირველი
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0