x
image
გემი დალანდი
როგორი ინტერიერი შეგეფერებათ ზოდიაქოს მიხედვით?
ყოველი ზოდიაქო განსაკუთრებულია. გაგიკვირდებათ და თითოეულ მათგანს თავისი ფერიც კი აქვს, რომელიც ადამიანზე სულ სხვაგვარად მოქმედებს, ამიტომ ფერების შერჩევას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ.


1. ვერძი-ვარდისფერი

ვარდისფერ ფერს ბევრი აღიქვამს არასერიოზულად, მაგრამ ვარსკვლავები ამ შემთხვევაში სხვაგავარად ფიქრობენ. სითბო, სიმყუდროვე, სინათლე-ეს ვარდისფერ ტონებში იგრძნობა. დინამიური ვერძებისთვის ეს ფერი ნამდვილად შვების მომტანია. თუმცა, ვერძი ასევე კარგად იგრძნობს თავს ნარინჯისფერ და ოქროსფერ ტონებში.

image


2.კურო-შავი

ამბობენ, რომ კუროები ჯიუტები არიან, სინამდვილეში კი მათ უბრალოდ თავისი შეხედულებები აქვთ, რომელსაც ბოლომდე იცავენ.

მათთვის იდეალურია შავი ფერის ინტერიერი. ყავისფერი და ბეჟი კი მათი ფეთქებადი ხასიათის გაწონასწორებას შეუწყობს ხელს.

image

3.ტყუპები-ყვითელი

ინტერიერის ფერი განსაკუთრებით ტყუპებისთვისაა მნიშვნელოვანი. ნათელი მზისფერი იდეალურია ტყუპებისთვის. დასაშვებია ცისფერიც. ასეთ სახლში ტყუპები თავს ყოველთვის მყუდროდ იგრძნობენ.

image

4.კიბო-ღია-ლურჯი

კიბოებს შეგვიძლია შინაყუდა ხალხიც კი ვუწოდოთ. დამამშვიდებელი ცისფერი ტონები მათზე დადებითად მოქმედებს. ასევე-ნაზი იასამნისფერი, ლაჟვარდისფერი-ეს ის ფერებია, რომლებიც კიბოს თავს პოზიტიურად აგრძნობინებს.

image

5.ლომი-იისფერი

ლომს შეუძლია თავისი სასიცოცხლო ენერგიით სხვებიც დამუხტოს. იმ ამაღლებული განწყობის შექმნაში კი, რომელიც ლომისთვის ასე მნიშვნელოვანია, მას იისფერი დაეხმარება.

image

6.ქალწული-კრემისფერი

კრემისფერი და ბეჟი ტონები ქალწულს სიმყუდროვის და თავისი მიკრო-სამყაროს შექმნაში დაეხმარება. ღია ფერები ქალწულს სულიერ სიმშვიდეს მოუტანენ და ახალი ენერგიით დამუხტავენ.

image

7.სასწორი-მწვანე

მწვანე-ჰარმონიის ფერია, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სასწორებისთვის. ზურმუხტისფერი, სალათისფერი, მუქი მწვანე...ასეთი ტონის ინტერიერი სასწორების ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ უკეთესობისკენ შეცვლის.

image

8.მორიელი-წითელი

მორიელებს განვითარებული ინტუიცია და გრძნობები აქვთ. მათ ძალიან წაადგებათ წითელი ფერის ინტერიერი. ფორთოხლისფერი და შავი კი მათთვის სასურველ ატმოსფეროს შექმნის.

image

9.მშვილდოსანი-შოკოლადისფერი

ეს ფერი მშვილდოსანს გულგრილას არ დატოვებს. შოკოლადისფერი ტონები მას ფილოსოფიურ განწყობას უქმნიან. ასევე, იმ ოთახისთვის, სადაც მშვილდოსანი დიდ დროს ატარებს, ლურჯი და მწვანე ფერებიც გამოდგება.image

10.თხის რქა-ნაცრისფერი

ნეიტრალური ფერების საშუალებით თხის რქა თავს უფრო ძლიერ და დისციპლინირებულ პიროვნებად მიიჩნევს. სწორედ ამაზე გაამახვილეთ ყურადღება ავეჯის, შპალერის და სხვა აქსესუარების შეძენისას.

image

11.მერწყული-ნარინჯისფერი

ეს ფერი მერწყულის ორიგინალურობას ხაზს უსვამს და სადღესასწაულო განწყობას ქმნის. ნარინჯისფერი გამა ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას და სტრესის მოხსნას. იდეალურია!

image

12.თევზები-ლურჯი

თევზებისთვის იდეალურია ლურჯი, იისფერი და ცისფერი ტონები. თევზების სამფლობელო უფრო მყუდრო გახდება, თუ წყლის და კოსმოსის ფერებში გააფორმებთ. მათი ფაქიზი ნატურა გარშემო სილამაზეს მოითხოვს.

image



0
128
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0