სხვა „თევზის პედიკურის“ გამო გოგონას ფეხზე თითები აღარ აქვს 2019, 7 ივნისი, 8:17 ფიშ-სპა ან ფეხის პილინგი თევზებით, დღეს საკმაოდ პოპულარული პროცედურაა. ამ ტიპის მომსახურების შემომთავაზებელი სალონები ხშირად შეიძლება შეგხვდეთ კურორტებზე, წერს пишет Trendings. კლიენტი ქალების და კაცების ნაკადი, რომლებსაც სურთ პაწაწუნა თევზებმა კანის მკვდარი ფენა რომ მოხსნათ ფეხებზე, არ მცირდება. ერთი შეხედვით სრულიად უწყინარი პროცედურა კი მრავალ საფრთხეს მალავს. ტაილანდში დასასვენებლად ჩასული ავსტრალიელი გოგონასთვის თევზებით პილინგი ნამდვილ ტრაგედიად იქცა.Victoria Curthoys/MDWfeatures/dailymail.co.uk ეს ისტორია დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. უძრავი ქონების 29 წლის მენეჯერმა, ვიქტორია კარტოუზმა ფეხის დიდი თითი დაკარგა მას შემდეგ, რაც შუშაზე დაბიჯებისას დაინფიცირდა.
მისი ტანჯვა ამით არ დასრულებულა. 2010 წელს ვიქტორია დასასვენებლად ტაილანდში გაემგზავრა. იქ მან გადაწყვიტა ესარგებლა პოპულარული ფიშ-სპა-თი.
პროცედურისას გოგონა კიდევ დაინფიცირდა. ინფექციამ ორგანიზმში ამპუტაციის ნაიარევიდან შეაღწია. სახლში დაბრუნებისას ვიქტორია იძულებული გახდა ექიმისთვის მიემართა, რადგან ციება და გულის რევა ჰქონდა. პაციენტის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა, მაგრამ ექიმები მთელი წელი ცდილობდნენ დაავადების დიაგნოსტირებას.
შედეგად, 2012 წლის დეკემბერში გოგონას ფეხის დიდი თითი მთლიანად მოაჭრეს.Victoria Curthoys / MDWfeatures / thesun.co.uk „ტაილანდში ყოფნისას გადვწყვიტე ფიშ-სპა მესინჯა. არ ვფიქრობდი, რომ რამე ცუდი შეიძლება მომხდარიყო, ყველაფერი ძალიან სუფთად გამოიყურებოდა. მაგრამ არ ვიცოდი რამდენად ვცდებოდი. ყველაფერი დასრულდა იმით, რომ ინფექცია ავიკიდე და ერთ წელზე მეტი წავიდა იმაზე, რათა გაერკვიათ თუ რა მჭირდა. იმ დროს, როდესაც ექიმებმა ყველაფერი გაიგეს, ჩემი ძვლის ქსოვილი უკვე „შეჭმული“ იყო და მე კი მუდმივად განვიცდიდი ტკივილს“. მას შემდეგ, რაც თავდაპირველი ინფექციის დადგენა მოხდა, სიარულის დროს ფეხზე დარჩენილ თითებზე ზეწოლამ მაზოლები და სხვა ინფექციები გამოიწვია. „დიდი თითის გარეშე ერთი წელი სიარულისას ზეწოლამ მეორე თითზე წყლული გამოიწვია.Victoria Curthoys / MDWfeatures / mirror.co.uk თითზე ზემოდან უხეში მაზოლი იყო, მაგრამ არ ვიცოდი, რომ მის ქვეშ კიდევ ერთი ინფექცია ჩაისახა. ამჯერად ექიმებმა კიდევ ერთი თითის ამპუტაცია მოახდინეს და სამი თითით დამტოვეს.
კიდევ ორი წელი ვიყავი ჯანმრთელად და ვფიქრობდი, რომ ძალიან გამიმართლა, მქონდა ფეხი და ვაგრძელებდი ცხოვრებას. მაგრამ ისევ დავიწყე ავადმყოფობა. ყოველ დილით მერეოდა გული და მუდმივად მაციებდა. მაგრამ გამოკვლევამ ინფექცია არ აჩვენა და ექიმებმა მითხრეს, რომ ეს ყველაფერი ჩემ თავშია“.Victoria Curthoys / MDWfeatures / mirror.co.uk მოგვიანებით ინფექცია მაინც აღმოჩნდა. 2016 წლის ნოემბერში ექიმებმა ვიქტორიას მესამე და მეოთხე თითიც მოაჭრეს. დაუტოვეს მხოლოდ ნეკა თითი, რომელიც, როგორც ადრე, ზეწოლას განიცდიდა სიარულისას. „გასულ წელს შევამჩნიე, რომ ჩემი ნეკა თითი არც თუ ისე კარგად გამოიყურება, ამასთანავე მუდმივად ვამჩნევდი წინდაზე რაღაც სითხეს, მაგრამ ჭრილობა არ მქონდა. ხანგრძლივი გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა მორიგი ინფექცია აღმოაჩინეს და 2017 წლის ნოემბერში უკანასკნელი თითიც მომაჭრეს“ სანამ შეეგუებოდა, გარკვეული პერიოდი გოგონას ეშინოდა თავისი უთითებო ფეხის გამოჩენის.Victoria Curthoys / MDWfeatures / mirror.co.uk „მე გულახდილად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ფეხი არასოდეს ყოფილა ისეთი ჯანმრთელი, როგორც ახლა“.Victoria Curthoys / MDWfeatures / mirror.co.uk თქვენ რას ფიქრობთ ამ ისტორიაზე?იხილეთ ასევე:
ჩინეთში სატვირთო მანქანის მძღოლმა 5 წლის ბიჭს გადაუარა, ხოლო შემდეგ კიდევ ერთხელ გადაიარა მასზე, რათა დრწმუნებულიყო, რომ ის მოკვდა და აღარ მოუწევდა დაზარალებულის მკურნალობის ფულის გადახდა... ეს საშინელი შემთხვევა დასავლეთ ჩინეთში მოხდა: მძღოლი აო იონგი სატვირთო მანქანით ს... ტუალეტის დილით დალაშქვრა მთელი დღე ჩვენს სიმსუბუქეს უზრუნველყოფს. ამ მიზნით ზოგი სვამს ყავას ან თბილ წყალს. ზოგს კი ამისთვის აბსოლიტურად არაფერი არ ჭირდება. ითმინო დიდხანს და არ შეხვიდე ტუალეტში - ეს ჯანმრთელობისთვის ძლიან საშიშია. გვსურს მოგითხროთ ერთი ბიჭის ისტორია, რომელიც ამ წესს უგულებელყოფდა მთელი 13 წე...
1560 10-ს მოსწონს
|