x
image
ელენე გუმა
"ჰო, გაიცანით, ეს თვითმკვლელი თაობაა..." -პეტრე კოლხის ემოციური წერილი

image
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ემოცირ პოსტს აქვეყნებს და ბოლო პერიოდში ქვეყანაში გახშირებულ თვითმკვლელობებზე საუბრობს.


"თვითმკვლელი თაობა

მეგონა ყველა ეტაპი გამოვიარეთ... ჰიპების, ბიტნიკების, შეშლილების, გიჟების, მაწანწალების, ჯინსების, მაგრამ არა, ყველაზე საშინელება, კოშმარული პერიოდი თურმე წინ გველოდა... ჰო, გაიცანით, ეს თვითმკვლელი თაობაა...


ინტერესს მოკლებული, უპრინციპო, უმიზნო, “სულერთია" თაობა... ბავშვობაში მეგობარს მაღალი სართულიდან მისთვის ძვირფასი ნივთი გადაუვარდა, სანამ მიწას დაენარცხა, ათასჯერ მოვკვდი, რადგან ვიცოდი მეგობარს რა რეაქცია ექნებოდა... ვიგლოვეთ, დაბლა ჩავედით და ყველა დეტალი მოვაგროვეთ... ცხადია, ვერ გავამთელებდით, მაგრამ სკივრში შეინახა...


ახლა პატარა, უმწეო, დაუცველი, ულამაზესი, ანგელოზივით გოგონები, ოღონდ ფრთების გარეშე მოფრინავენ მრავალსართულიანი სახლებიდან... დაბლა ვდგავართ და ვერ ვიჭერთ... გვერდით ვართ და ვერ ვაკავებთ... გონებაში მიჩნდება ათასი “რატომ"?! რა გამოიარეს, რას ვერ უძლებენ, რა ეტკინათ ასეთი?! ფრენა ძალიან კარგია, ოღონდ თვითმფრინავით, ფანჯრიდან რომ გაჰყურებ დათოვლილ მწვერვალებს... არც ზღვაში შესვლაა საშიში, თუ ცურვა იცი... ღმერთზე გაბრაზებული თაობა გარბის დედამიწიდან... მათ არ ესმით განწირული დედის ხავილი, მამის შემზარავი ღრიალი... არ გვესმის რა არის თავისუფლება... არც ის გვესმის, რას ნიშნავს თავის მოკვლა... ეს ჩვენ გამოვიგონეთ დეპრესია... ეს ჩვენ გვინდა ყველამ გაგვიგოს... საერთოდ არ ვცდილობთ სხვის გაგებას... საერთოდ არ გვგონია, რომ ოდესმე ვაშავებთ... არავინ და არაფერი მოგვწონს... მღვდელზე გაბრაზებული, ეკლესიას ვლანძღავთ... ქრისტე ყველაზე მეტად გაგვიგებს... გაუგებს ჩვენს აწეწილ სულს, არეულ გონებას... ის გვეძებს, გვეძახის და მიწაზე დანარცხებულს რომ დაგვინახავს, უკვე ვერ გვშველის... ანგელოზებო, თავი არ მოიკლათ... თქვენ სხვების მფარველობაც შეგიძლიათ... მადლიერება ვისწავლოთ... დილით, ადრიანად მზე რომ ამოვა, სხივს ჩავებღაუჭოთ, ის გაგვიყვანს სამშვიდობოს... რაც არ უნდა გვიჭირდეს, აზრი მაინც აქვს ამ ცხოვრებას... დაველოდოთ, ღმერთი როდის გადაწყვეტს ჩვენს გაყვანას... მანამდე მოვემზადოთ... აი, თქვენ რომ ემზადებით, პაემანზე რომ მიდიხართ ულამაზესები, იმაზე მეტად უნდა მოვემზადოთ ღმერთთან შესახვედრად, რადგან ის ყველაზე ნამდვილი სიყვარულია!.."- წერს პეტრე კოლხი.

5
178
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
178
  
2019, 8 ივნისი, 21:27
გეთანხმებით, რომ თვითმკვლელობა უდიდესი ტრაგედიაა... წინა კომენტარში იმას ვწერდი, რომ ასეთი ტრაგედიები ყოველ დროში იყო და, სამწუხაროდ, იქნება, უბრალოდ, სოცქსელები არ იყო და ამდენი ინფორმაციაც არ გვქონდა, ეს იყო და ეს... პირადად, მე არ მიყვარს ხოლმე იარლიყების მიკერება, ასეთი თაობა, ისეთი ხალხი... ამ თაობის ორი მაგარი შვილი მყავს და სამსახურიდან გამომდინარე, ძალიან კარგად ვიცნობ ჩვენს ახალგაზრდობას, ასე, რომ პეტრე კოლხი დამშვიდდეს, ნამდვილად არ არის ეს
თაობა თვითმკვლელი!
2019, 8 ივნისი, 13:32
მე საუბარი მაქვს თვითმკლელობებზე ამდენი როდისმე გახსოთ? ისე ხელაღებით იკლავენ თავს ვითომც არაფერი არანაირი ბრძოლის უნარი, უცებ აღომოაჩენენ თურმე დეპრესიაში არიან და წავიდი ეგრევე თავისმოკლა არის ყველაზე მარტივი გამოსავალი. ცხოვრების სიყვარული არ იციან დაშტერდნენ ვირტუალური ცხივრებით გამოაღრეთ ფანჯარა ნახე რა ლამაზია ყველაფერი არა ესნი დეპრესიაში არიან და სხვა გამოსავალს ვერ პოულობენ
2019, 7 ივნისი, 18:39
რომელ უბანში? ))) რა ხდებოდა, მერაბ ბატონო და დანაშაულები...
2019, 7 ივნისი, 10:24
რა უბედურება ხდებოდა ამისთანა ხუდადოვის ტყეში ქალბატონო ლალი იმ უბანში გავიზარდე და ათასი უბედურება მე არ გამიგია, ეხლა კიდე ამ ახალგაზრდებს ბრძოლის უნარი აქვთ დაკარგული პატარა წინაღობა და წავიდა თვითმკვლელობა დეპრესია შოკი და ათასი უბედურება
2019, 7 ივნისი, 9:43
კაი, კაცო, რაააა... თაობები რა შუაშია... თვითმკვლელობები, მკვლელობები, ქურდობა-ყაჩაღობა სამყაროსავით ძველია... უბრალოდ,სკანდალებზე ორიენტირებული სოცქსელების ,,დამსახურებაა,, ინფორმაციების გამომზეურება... ჩემს ბავშვობაში, ანუ დიდი ხნის წინათ, ხუდადოვის ტყეში ათასი უბედურება ხდებოდა(( ...გული მიკვდება, ამდენ უბედურებას რომ ვიგებ, მაგრამ ,,თვითმკვლელი,, თაობა ნამეტანია, რააა(
0 1 5