საზოგადოება ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ აღარასოდეს დატოვებთ წყლით სავსე ბოთლს მანქანაში (ვიდეო) 2019, 6 ივნისი, 20:03 დაგავიწყდებათ წყლით სავსე ბოთლი მანქანაში და თქვენ მიხვდებით თუ რა არის ნამდვილი უსიამოვნება. ჯონი არმუდსენმა, Toyota-ს ტექნიკოსმა, ეს ყველაფერი საუთარ თავზე გამოსცადა და ვიდეოც ჩაწერა, რათა ყველასთვის ეჩვენებინა რამხელა საფრთხის შემცველია ეს ყოველივე. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თქვენ აღარასოდეს დატოვებთ წყლით სავსე ბოთლს მანქანაში. ისტორია კი ასე დაიწყო. ჯონიმ გადაწყვიტა სადილისთვის განკუთვნილი შესვენება საკუთარ მანქანაში გაეტარებინა. ძალიან ცხელი დღე იყო. მზის სხივები უმოწყალოდ აჭერდა ჩაწეული ფანჯრიდან. უცბად ბიჭმა თვალის კუთხით ბოლოსმაგვარი რამ შენიშნა და მიიხედა. პლასტმასის ბოთლის ქვეშ, სავარძელი გახურებულიყო და აალებას იწყებდა. როგორც აღმოჩნდა ბოთლი, ასეთი სიცხის პირობებში, ზუსტად ისევე მოქმედებს, როგორც ლუპა და ცეცხლსაც მარტივად აჩენს. როგორც ვიცით ცეცხლი დახურულ მანქანაში მყისიერად ვრცელდება - გამოდის რომ ჯონის ძალიან გაუმართლდა, რადგან ის მანქანაში დარჩა და სადილად სხვაგან არ წავიდა. გარდა ამისა, პლასტმასის ბოთლზე ზემოქმედებისას გამოიყოფა ისეთი მავნე ქიმიური ნივთიერებები, რაც ორგანიზმისთვის მომწამვლელი და ზიანის მომტანია. ამიტომ, არ უნდა გარისკოთ არც თქვენი ჯანმრთელობა და არც საკუთარი ავტომობილი ერთი ბოთლი წყლის გამო და არასოდეს დატოვოთ ის მანქანაში სიცხის დროს. 3777 1-ს მოსწონს
|