სიახლეები თანამედროვე სამყაროს გამოწვევები: სტრესი და მასთან გამკლავების გზები 2019, 6 ივნისი, 0:08
ადამიანის ცხოვრების ყოველი დღე განსხვავებულია. არასდროს ვიცით რა გველის ცხოვრებაში, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის. ზოგჯერ ისეთ სიტუაციში ვართ, რომ ჩვენი იმდროინდელი მდგომარება არ გვაძლევს საშუალებას ვიპოვოთ გამოსავალი. ამ დროს, ადამიანები სტრესს განიცდიან. სტრესი არის ორგანიზმის მიერ განხორციელებული რეაქციათა პატერნი იმ მასტიმულირებელი მომენტის მიმართ, რომელიც ურღვევს წონასწორობას, გამოცდას უწყობს ან აღემატება მისი დაძლევის უნარს. მასტიმულირებელი მოვლენები მოიცავს შინაგან ან გარეგან ვითარებებს, რომელსაც სტრესორი ეწოდება და რომელიც იწვევს სტრესს. ადამიანში სტრესორებმა ორგვარი სტრესი შეიძლება გამოიწვიოს. ეს არის მწვავე სტრესი ( აღგზნების დროებითი მდგომარეობა, რომელიც ნათლად გამოხატული დასაწყისითა და დასასრულით ხასიათდება), ქრონიკული სტრესი ( აღგზნების ხანგრძილივი მდგომარება, სადაც წაყენებული მოთხვნები აღემატება ინდივიდის მიერ არსებულ სტრესთან გასამკლავებელ შინაგან და გარეგან რესურსებს). სტრესულ სიტუაციაში შესაძლებელია აღმოვჩნდეთ, როდესაც გავიგებთ მოსალოდნელი გამოცდის შესახებ, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, საყვარელი ადამიანის, ცხოველის დაკარგვის შესახებ, გამოცდაში ჩაჭრის შესახებ და სხვა. მსგავს სიტუაციებს შეუძლიათ ადამიანის ცხოვრების დანგრევა, ამიტომაც აუცილებელია ვისწვალოთ სტრესის დაძლევის გზები.
დაძლევა ეხება გარეგან და შინაგან მოთხოვნებთან გამკლავების პროცესს, როდესაც ეს მოთხოვნები, ინდივიდის აღქმის თანახმად, ეჭვქვეშ აყენებენ ან აღემატებიან მის რესურსებს. დაძლევა შეიძლება მოიცავდეს ქცევით, ემოციურ ან მოტივაციურ რეაქციებსა და აზრებს. არსებობს სტრესის შემამსუბუქებელი ცვლადები, რომლებიც ცვლიან სტრესორის ზემოქმედებას კონკრეტული ტიპის სტრესულ რეაქციაზე. მაგალითად: დაღლილობის დონე არის შემამსუბუქებელი ცვლადი, რომელიც გავლენას ახდენს თუ როგორი იქნება თქვენი ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური რეაქცია მოცემულ მომენტში. სტრესს შეგვიძლია ვებრძოლოთ ანტიციპატორული დაძლევის ფორმით. იმის მიხედვით, თუ რა არის მიზანი ის იყოფა 2 ნაწილად : 1. პრობლემაზე მიმართული დაძლევა 2. ემოციაზე ფოკუსრებული დაძლევა. პირველ შემთხვევაში, თქვენ კონცენტრირდებით გდასაწყვეტ პრობლემაზე, ან სტრესის გამომწვევ ფაქტორზე. აცნობიერებთ, რომ საჭიროა მოქმედება, აფასებთ სიტუაციას და ახორციელებთ რეაქციას, რომელიც მუქარის განეიტრალებას ან შემცირებას შეუწყობს ხელს. ამგვარი მცდელობები სასარგებლოა კონტროლირებადი სტრესორების სამართავად, რომლის მაგალითიცაა - არადამაკმაყოფილებელი ნიშნები. მეორე შემთხვევა უკეთესია არაკონტროლირებადი სტრესორების ზეგავლენის სამართავად. როდესაც აცნობიერებთ, რომ თქვენ კარგად ყოფნას საფრთხე ემუქრება და ამ საფრთხის შემცირებას ცდილობთ. დაძლევა არის ვითარება, რომელშიც, რაც უფრო მეტი განსახვავებული სტატეგია გაქვთ უკეთესია, რადგან უფორ ადვილად მოახერხებთ სტრესულ მოვლენასთან გამკლავებას. სტრესთან ადაპტაციის ძლიერი საშუალებაა ის, რომ თქვენ სხვაგნარად უნდა გაიაზროთ მოცემული სიტუაცია, თქვენი როლი ამ სიტუაციაში და ის ატრიბუციები, რომლებსაც არასუსრველი შედეგების ასახსენლად აკეთებთ. სტრესის ფსიქიკური დაძლევის ორი გზა არსებობს: 1. სტრესორთა ბუნების გადაფასება 2. სტრესზე საკუთარ რეაქციათა შესახებ ცოდნის რესტრუქტურირება. პირველ შემთხვევაში, იმისათის, რომ სტრესის გავლენა შეამციროთ გარკვეული სტრესორების შესახებ განსახვებულად ფიქრი უნდა ისწვალოთ, მათთვის სახელის შეცვლა ან მათი წარმოდგენა ნაკლებად საშიშ კონტექსტში. მეორე შემთხვევაში, სტრესის მართვა შეგიძლიათ იმით, რომ შეცვალოთ ის, რასაც საკუთარ თავს ეუბნებით მის შესახებ. დონალდ მაიჩენბაუმმა შემოგვთავაზა სამფაზიანი პროცესი, რომელიც ამგვარი სტრესის ინკულაციას (აცრას) ითვალისწინებს. პივველი ფაზა - ადამიანები საკუთარი ქცევის უკეთ გაცნობიერებას ცდილობენ, მეორე ფაზა - ადამიანები ახალი ქცევების იდენტიფიცირებას იწყებენ, მესამე ფაზა - ადაპტური ქცევების განხორციელების შემდეგ ინდივიდები აფასებენ თავიანთი ახალი ქცევის შედეგებს.
ჩემი აზრით, თავისი ცხოვრების მანძილზე ყველა ადამიანს ჰქონია სტრესული გამოცდილება. ხშირად ადამიანის ცხოვრებაში ისეთი მოვლენები ხდება, რომლებიც სამუდამოდ კვალს ტოვებენ მის ფსიქიკასა თუ გარეგნობაზე. ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან სტრესს, თუმცა შესაძლებელია ეს მათთვის შეუმჩნეველი იყოს. სიტუაცია, რომელიც მცირედ მაინც ააფორიაქებს და შფოთვას გამოიწვევს ადამიანში უკვე სტრესზე მიგვითითებს. ჩვენ მუდმივი სტრესის ქვეშ ვიმყოფებით, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად აისახება. მე პირადად, გამოცდების გამო, ვთვლი რომ მუდმივი სტრესის ქვეშ ვარ, რაც მართლაც, რომ უარყოფითად აისახება ჩემს ჯანმთელობაზე. ასე, რომ გზები, რომლებიც სტრესის შესამცირებლად ან გასაქრობად ჩამოვთვალე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ნებისმიერმა ადამიანმა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქართული ფილოლოგია, VI სემესტრი ქრისტინე უგლავა 64 შეფასება არ არის
|