x
image
მანჩო 777
სიცხე თუ სიცივე - რომელი ჰკლავს უფრო სწრაფად ადამიანს?
"ზაფხულია, ცხელა, ცხელა, ბუღი ასდის ქალაქს..." - თავხოტორა გელაზე დაწერილი ბავშვობისდროინდელი სახალისო ლექსის სტრიქონები ძალაუნებურად ამოტივტივდება გონებაში, როგორც კი წელიწადის ყველაზე ცხელი და მზიანი დრო - ზაფხული დგება. დიახ, სულ ერთი კვირაა, რაც ზაფხული ძალაში შევიდა და ცხელი დღეები დაიწყო, თუმცა ადამიანები უკვე აწუწუნდნენ გაუსაძლის სიცხეზე და უჰაერობაზე, არადა სულ ორიოდე კვირის წინ საპირისპიროს ჩიოდნენ - რა ამბავია ამდენი წვიმა, არა და არ გვეღირსა ზაფხულიო... რა თქმა უნდა, ადამიანისთვის ზედმეტი სიცხე ისევე შემაწუხებელია, როგორც სიცივე - ექსტრემალური კლიმატი ორგანიზმს რომ დიდ დისკომფორტს უქმნის, ამას დიდი ფილოსოფია არ სჭირდება.

ალბათ ბევრ თქვენგანს დაჰბადებია კითხვა: მაინც რომელია უფრო საშიში - ექსტრემალური სიცივე თუ სიცხე? ერთი შეხედვით ჩანს, რომ სიცხეს ვერსად გაექცევი და ის უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს ადამიანისთვის, ვიდრე გადაციება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით...



image



მეცნიერები ამ კითხვაზე იძლევიან ერთგვაროვან პასუხს:


ადამიანის ორგანიზმისთვის უფრო საშიში ყოფილა ექსტრემალური სიცივე, ვიდრე სიცხე. ექსტრემალური სიცივით სიკვდილი 17-ჯერ უფრო სწრაფად დგება, ვიდრე სიცხით. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ადამიანთა 0, 90% იღუპება მკვეთრი ტემპერატურული სხვაობით.



image



როგორ დგება სიკვდილი ორგანიზმის გადაციების დროს?


დავუშვათ, ადამიანი აღმოჩნდა ექსტრემალური სიცივის პირობებში. თავშესაფარი და ცეცხლის წყაროს პოვნა შეუძლებელია. ვნახოთ, რა მოხდება ამ დროს ორგანიზმში?



image


36, 6-35 გრადუსი


როცა სხეულის ტემპერატურა 36 გრადუსამდე დაიწევს, კისრის და მხრების გარშემო არსებული კუნთები იწყებს შეკუმშვას. ამას კუნთების ციების ტონუსი ეწოდება. 45 წუთის შემდეგ ტემპერატურა უკვე 35 გრადუსამდე ეცემა-ამ დროს სხეული იწყებს ძლიერ ცახცახს კუნთების ბუნებრივი რეაქციის ხარჯზე.



35-32 გრადუსი


35 გრადუსიდან დაწყებული, სხეულის ტემპერატურის ყოველი ერთი გრადუსით კლება იწვებს მეტაბოლიზმის შესუსტებას 3-5 %-ით, ხოლო 34 გრადუსზე ადამიანი კარგავს მეხსიერებას- ის უკვე ვეღარ აანალიზებს, სად იმყოფება და რას აკეთებს. ყველაზე ხშირად სწორედ ამ გრადუსზე ეცემიან ადამიანები თოვლში და იქ ირინდებიან უმოძრაოდ. 33 გრადუსს ქვემოთ იწყება აპათია, ხოლო 32 გრადუსზე გრძნობის დაკარგვა.


32-30.5 გრადუსი


ეს არის კრიტიკული გადაციების ზონა, როცა სხეული წყვეტს გათბობას ცახცახის ხარჯზე. ხდება სისხლის შედედება, ჟანგბადის მოხმარების შემცირება. მოყინული კიდურების კუნთები იწყებენ ზედმეტი სითხის გამოყოფას, რომელსაც თირკმელები უკვე ვეღარ უმკლავდებიან. ამ დროს ხდება მეხსიერების სრული დაკარგვა-ადამიანი ვერ ცნობს საკუთარ შვილსაც კი.


30.5-29.5 გრადუსი


ამ დროს ელექტრული იმპულსები, რომლებსაც აგზავნიან გადაცივებული ნერვიული დაბოლოებები გულთან, ხდება არითმული, ხოლო გული მუშაობს მხოლოდ მესამედი დატვირთვით, ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს ჰალუცინაციებს. 29.5 გრადუსზე დგება სიკვდილი.


ექსტრემალურ დაბალ ტეპერატურაზე ადამიანის ორგანიზმი თითქოს კონსერვირდება, ძალიან ამცირებს რა შინაგან პროცესებს. ბევრი ადამიანი, რომელიც გაყინულ მდგომარეობაში უნახავთ, ერთი შეხედვით მკვდარი ჩანს. თუმცა ასეთ დროს სხეულმა შესაძლებელია რამოდენიმე საათი იცოცხლოს. ასეთი მდგომარეობიდან სხეულის გამოყვანა ძალიან ფრთხილად, ნელ-ნელა უნდა მოხდეს.


საინტერესო მომენტი-მტანჯველი შეტევის დროს, როცა სხეულის ტემპერატურა 29.5-30 გრადუსია, ადამიანის ორგანიზმში ხდება ფენომენი სახელწოდებით "პარადოქსალური გახდა". ძალიან ხშირად, როცა გაყინული ადამიანის შიშველ სხეულს პოულობენ, კრიმინალისტები ფიქრობენ, რომ ისინი ვინმემ გაძარცვა და დატოვა ტანსაცმლის გარეშე.. საქმე იმაშია, რომ სწორედ ამ კრიტიკული მომენტის დროს ადამიანები თავად იგლეჯენ ტანსაცმელს. ზუსტი ახსნა ამ ფენომენს არა აქვს, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ დროს ორგანიზმი რთავს დაცვის ფუნქციას - ვაზოკონსტრიქციას, რომლის დროს ხდება სისხლძარღვების უნებლიე შეკუმშვა, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმის მიერ სითბოს დაკარგავს. ეს ხელს უწყობს შინაგან ორგანოებში არსებული თბილი სისხლის გადასვლას პერიფერიულ ქსოვილებში, რაც იძლევა ადამიანში თბურ აფეთქებას - სიცხის შეგრძნებას; ადამიანი ვერ აცნობიერებს, თუ რას აკეთებს და ცდილობს ამ სიცხეს ტანსაცმლის გახდით დააღწიოს თავი, რითაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას.



image



კიდევ ერთი ფაქტი სიცივის შესახებ



image


ითვლება, რომ ცივი ჰაერი ძალიან საზიანოა ადამიანისთვის, მაგრამ ეს სინამდვილეს არ შეეფერება. რა თქმა უნდა, გააჩნია იმას, რამდენ ხანს ხართ სიცივეში და რა პირობებში. ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ზამთრის ჰაერი 30%-ით მეტ ჟანგბადს შეიცავს, ვიდრე ზაფხულის. ასე რომ, ის დადებით გავლენას ახდენს ადამიანის კანზე. უფრო მეტიც, ყინვიან ჰაერს შეუძლია შეამსუბუქოს ბრონქიტით ან ფილტვების ანთებით დაავადებული ავადმყოფის მდგომარეობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰაერი მშრალია და არა ნესტიანი. ყინვიანი ჰაერი კარგ ზეგავლენას ახდენს აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე და კიდევ ბევრ სხვა ავადმყოფობაზე.


იცით თუ არა, რომ არსებობს ფიზიოლოგიური შეგუება სიცივესთან?


image


ცივ კლიმატურ პირობებში მცხოვრებ ადამიანებს, მაგალითად, ჩუქჩებსა და ესკიმოსებს, 20-30%-ით ინტენსიური ნივთიერებათა ცვლა აქვთ, ვიდრე ზომიერ სარტყელში მცხოვრებ ადამიანებს.

ავსტრალიის აბორიგენებს და ტიბეტელ ბერებს შეუძლიათ ნულ გრადუსზე სრულიად შიშვლებმა გაატარონ მთელი ღამე და არც კი იკანკალონ სიცივისაგან.

კორეელი და იაპონელი მარგალიტის მომპოვებლები, რომლებიც წყალქვეშ, რომლის ტემპერატურა სულ რაღაც 10 გრადუსია, დღეში რამდენიმე საათს ატარებენ, ასევე ნაკლებად მგრძნობიარენი არიან სიცივის მიმართ.


როგორ დგება სიკვდილი სიცხის ზეგავლენით?



image


43 გრადუსზე მეტი სხეულის ტემპერატურა ადამიანისთვის უკვე სასიკვდილოს წარმოადგენს. ცილების სტრუქტურის ცვლილება და უჯრედების შეუქცევადი დაზიანება 41 გრადუსზე იწყება, ხოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში 50 გრადუსი გარემოს ტემპერატურის ზემოქმედება უკვე ყველა უჯრედის სიკვდილს იწვევს. თერმული დარტყმა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სხეულის ტემპერატურა გადაცდება 41 გრადუსს და დაირღვევა ორგანიზმის თერმორეგულაციის სისტემა. პირველი საგანგაშო ნიშნებია: გავარვარებული სახე, ცხელი კანი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გაღიზიანებულობა და სისუსტე. შემდეგ დგება გონების დაბინდვა და კოორდინაციის დარღვევა.

სხეულის ტემპერატურის კიდევ უფრო მომატებისას, 42 გრადუსს ზევით, ადამიანი კვდება თავის ტვინის დაზიანების გამო. სწორედ ჩვენი ტვინია შინაგანი თერმოსტატი და ის დაყენებულია 37 გრადუსზე. ციებ-ცხელების დროს ხდება მისი გადართვა 2-3 გრადუსით ზევით-ქვევით. კანის სითბოსა და სიცივის გადამცემები იწვევენ ადგილობრივ რეაქციას, აგზავნიან რა ინფორმაციას ტვინში, სადაც ამ ინფორმაციის საფუძველზე ხდება რეგულირება ორგანიზმის საერთო თბოგამომუშავების და თბოდაკარგვისა. ოფლის გამოყოფის წყალობით კანის ზედაპირი გაცილებით გრილია ჰაერის ტემპერატურასთან შედარებით. ოფლის გამოყოფას არეგულირებს ჰორმონი ადრენალინი.

ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 3 მილიონი ოფლის ჯირკვალია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თერმორეგულაციაში. ადამიანის კანი ღებულობს კუნთების და შინაგანი ორგანოების მუშაობის დროს გამოყოფილ სითბოს და მას გადასცემს გარემომცველ გარემოს. შინაგანი ტემპერატურის გაზრდის დროს სისხლძარღვები ფართოვდება, იზრდება რა სითბოს გადაცემა.

ორგანიზმის შინაგანი ტემპერატურის გაზრდისას ძლიერდება ოფლის გამოყოფა, რაც იწვევს კანის და მაშასადამე, კანქვეშ არსებული სისხლძარღვების გაგრილებას.

ოფლის გამოყოფას სითბოს გაცემა შეუძლია 20-ჯერ გაზარდოს, თუმცა ამ დროს ხდება ორგანიზმის მიერ დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვა. რა თქმა უნდა, ასეთი ძლიერი ოფლდენა არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, ამიტომ სიცხეში მყოფი ადამიანი დღეში დაახლოებით 10 ლიტრ სითხეს კარგავს და მასთან ერთად კარგავს მარილებს, რომლის უკმარისობა იწვევს კიდურების მტკივნეულ სპაზმებს. ადამიანი წყვეტს მოძრაობას, სიცხის შემდგომი ზემოქმედების დროს ხდება სითბური დარტყმა-ადამიანს ეწყება გულისრევა, თავბრუსხვევა და სისუსტე. სუსტდება მხედველობა და იწყება კუნთების სპაზმები. თუ ორგანიზმის გადახურება კიდევ გაგრძელდა, ზიანდება შინაგანი ორგანოები, პირველ რიგში ფილტვები-ისინი თითქოს მოხარშეს, ეს კი იწვევს სიკვდილის დადგომას.


რატომ არ კვდებიან საუნაში მაღალ ტემპერატურაზე მყოფი ადამიანები?


image


ადამიანთა უმეტესობა ვერ უძლებს 50° გარემოს ტემპერატურას, განსაკუთრებით ნესტიანი ჰაერის პირობებში, თუმცა მშრალი 90 გრადუსის დროს კაცმა შეიძლება საკმაოდ კომფორტულად იგრძნოს თავი. მხსნელად ამ დროს ოფლის გამოყოფა გვევლინება. საუნის მშრალ ტემპერატურას (რომელიც ხანდახან 127°С -საც კი აღწევს) ადამიანი უძლებს 20 წუთი. აბანოში ტემპერატურა გაცილებით მცირეა, მაგრამ სიცხე ორივეგან ერთნაირად აღიქმება. უნდა გავითვალისწინით, რომ ეს ამტანობა უსაზღვრო არაა. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ტვინის უჯრედები ძალიან მგრძნობიარეა სიცხის მიმართ. მისი ზღვარია 42°С, ამიტომ სხეულის ტემპერატურის სულ რამდენიმე გრადუსით მომატება დიდ ზიანს აყენებს ტვინის მუშაობას.

ასე რომ, ეცადეთ შეძლებისდაგვარად დაიცვათ თავი ჰაერის მაღალი ტემპერატურისას, მით უმეტეს, რომ სინოპტიკოსები წელს განსაკუთრებით ცხელ ზაფხულს გვპირდებიან.


ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!


2
706
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
706
  
2019, 6 ივნისი, 23:32
მაინც სად ნახე რეკლამა?
2019, 6 ივნისი, 21:03
ავერსს რეკლამა რატომ გაუკეთე?
0 1 2