საზოგადოება ძალიან მალე ისევ ჩაგეხუტები, გპირდები - გარდაცვლილი გოგონას წერილი შეყვარებულს 2019, 4 ივნისი, 18:51 თბილისში, მე-9 კლასელი გოგონა კორპუსის მე-7 სართულის ფანჯრიდან გადავარდა და გარდაიცვალა. გარდაცვლილი გოგონა ცნობილი ტელეწამყვანის, ლულუ კახიანის შვილი, ლენო გვარჯალაძეა. გოგონა 123-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. აწ უკვე გარდაცვლილი გოგონა სოციალურ ქსელში იძებნება წერილი, რომელიც 9 მაისსა დაწერილი შეყვარებულისადმი და რომელშიც გოგონა თავის გრძნობებზე საუბრობს. როგორც აღმოჩნდა გოგონას შეყვარებული 15 აპრილს თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. "ვიფიქრე დიდ ხანს დამეწერა თუარა...ემოციებს თავს ვერ ვუყრი...არის რაღაცეები რაც მინდა ბოლო ხმაზე ვიყვირო, ვიკივლო, მაგრამ მირჩევნია დავწერო...7 მაისია...ივას და დათას ვაღვიძებ, “ადექით გიომ დამირეკა რაღაც ხდებაო უნდა წავიდე” ტელეფონი რეკავს...ნიკუშაა...”ივა დამალაპარაკე” ვაწვდი ტელეფონს.სახე ეცვლება.ფერი მისდის.”რა ხდება?” “არაფერი” ვერ მპასუხობს ვერაფერს.აი კიდევ რეკავს ტელეფონი.უცხო ნომერია. “ეი შენ ხო ლენო ხარ ბექას შეყვარებული?” დავიბენი მეთქი ვინაა ან რაუნდა.”რა ხდება” “ჯერ არ უთქვამთ შენთვის?”...მახსოვს გამწარებული როგორ დავეცი ძირს, ვტიროდი, ვკიოდი, ”არა ოღონდ ჩემი ბიჭი არა” ისევ ტელეფონი რეკავს.ისევ.ისევ.არ ჩერდება... ”სიმართლეა” დავნებდი ბოლოს...ყველაფერი ერთად გამახსენდა.როგორ გაგიცანი.სულ ტანსაცმელზე რომ ვჭიდაობდით. როგორ ვიჯექით შენთან სახლში და ღადაობა ფილმებს ვუყურებდით, ვხატავდით, მუსიკას ვუსმენდით, ვჭიდაობდით, მე სახლს გილაგებდი შენ ურევდი... როგორ ჩაგვეძინებოდა ხოლმე ერთად შენს საწოლზე ცხოვრებისგან და უსაქმურობისგან გადაღლილებს. როგორ მოხვიდოდი, თვალიდან ცრემლს მომწმენდდი, მაკოცებდი, ჩამეხუტებოდი და მეტყოდი “ყველაფერი კარგად იქნება ბო არ დაიგრუზო არ მიყვარს ასეთს რომ გიყურებ” “გაიღიმე გაიღიმე, აი ეს უკვე ჩემი გოგოა” “კაი რა სულ იცინი რა გჭირს”. მახსოვს მთხოვე გამოდიო და მე გითხარი შენს მეგობრებს არ მოვწონვარ და ჯობია სხვა დროს გნახო ცალკე თქო.”ფეხებზე მკიდია ვის მოწონხარ და ვის არა მე მინდა რომ აქ იყო, ჩემთან ერთად რო იქნები გარშემო სამყარო სულ დაგავიწყდება”.მახსოვს როგორ შეგვეძლო სახურავზე ასვლა და საათობით ლაპარაკი.გახსოვს კალათბურთის თამაშს რო მასწავლიდი? იმდენად უნიჭო აღმოვჩნდი რო მხრებზე რო შემომისვი აჰა ჩატენე მაინცო იმის მერე მაგ სტადიონზე ეგ ერთი კალათა აღარაა. სულ რო გვშიოდა და სულ რო კვერცხს მიწვავდი. კეტებში ფოსფორი რო ჩამისხი. ლოგინზე რო დამსვი და თვალები დამახუჭინე “ნახე ეჰა რა ვქნა” და წინა სალტოთი დამახტი და გადმოვგორდით ლოგინიდან. შუა პლატოზე რო ბოლო ხმაზე ვრთავდით სიმღერებს დინამიკში ღამის ორზე და დავდიოდით ესე.მახსოვს პირველად რო ამოვედი პლატოზე მარტო, ვიღაც ბიჭი მოვიდა და მითხრა “შენ ის გოგო არ ხარ ბიკი რო სულ გეხუტება?” მოგონებები.მხოლოდ ესღა დამრჩა.არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება.მე შენთან ვარ.ჩემი გული შენ წაიღე. ჰოდა მეც მალე წამიყვანე.რომ ვიკამათოთ თუ ვის ეკუთვნის ის. ეჭვიც არ მეპარება როგორც ადრე. ახლაც შენ იქნები გამარჯვებული. შენი ისევ ნახვის და ჩახუტების სურვილი შიგნიდან მკლავს. იმდენად რომ მზად ვარ ყველაფერი უკან მოვიტოვო რომ კიდევ ერთხელ გავიგონო შენი ნათქვამი “მომენატრე”.რომ ისევ ჩაგეხუტო და ვიგრძნო შენი გულის ცემა.ძალიან მალე ისევ ჩაგეხუტები გპირდები.მენატრები და მიყვარხარ უსაზღვროდ ბო... bae boo s forever" გოგონას გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 263 2-ს მოსწონს
|