ჯანმრთელი კვება როგორ დავიკლოთ 20 კილოგრამი ისე, რომ საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე არ შევუქმნათ 2019, 4 ივნისი, 17:52 ბლოგერმა სტივ სპრინგმა გადაწყვიტა წონაში დაეკლო და ამის შესახებ ყველასთვის მოეყოლა.
მას სურდა სტიმული მიეცა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დაკლება და პირველ ნაბიჯს ვერ დგამს. როგორც ამბობენ ასაკში დაკლბეა ბევრად უფრო რთულია. სტივმა ამ ნაბიჯის გადადგმა 50 წლის შემდეგ გადაწყვიტა. ჩვენ გადავწყვიტეთ მისი რჩევები თქვენც გაგიზიაროთ, ხოლო გამოიყენებთ მას თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია. წესი პირველი - მან რამდენიმე დიეტა გააკეთა მონაცვლეობით, რათა ამოერჩია ის ერთი, რომელიც ზუსტად მასზე იქნებოდა მორგებული, რადგან შეუძლებელია ყველა ორგანიზმს ერთიდაიგივე რაციონი აკლებდეს წონას. სტივმა იდეალურ გზას მიაგნო, სცადა კვება გარკვეული ინტერვალებით. პრინციპში მდგომარეობდა შემდეგში, მიირთმევდა საკვებს გარკვეულ დროს და გარკვეული ინტერვალებით, ამასთან ჭამდა მოხლოდ ჯანსაღ საკვებს და არავითარ ბურგერებს და"ფასტფუდს". წესი მეორე გახდომის პროცესში ეს იყო -მოძრაობა. აუცილებელია კვების დაბალანსებასთან ერთად მოძრაობაც. ამისთვის სტივი ყოველ დღე 10 000 ნაბიჯს გადიოდა, რომელსაც საკუთარი სმარფონის დახმარებით აკონტროლებდა. იმისთვის რომ ცხიმთან ერთად კუნთოვანი მასაც არ დაეკარგა, შეადგინა სპეციალური ვარჯიშის პროგრამა, მარტივი დავალებებით, რომელსაც დღის განმავლობაში, ყოველგვარი ზედმეტი ძალდატანების გარეშე აკეთებდა. ბოლოს სტივი მივიდა იმ დასკვნამდე რომ მკაცრი დიეტის დროს შეიძლება წონის დაკარგვა ხდება სწრაფად, თუმცა მას გრძელვადიანი ეფექტი არ აქვს. ამისთვის მოხლოდ ჯანსაღი და სწორი კვებაა საჭირო. ამიტომ, ნუ შეუქმნით საკუთარ ჯანმრთელობას პრობლემებს და ამოირჩიეთ ისეთი ავრიანტი, რომელიც სწორად და ეფექტიანად დაგაკლებინეთ წონაში. 1471 1-ს მოსწონს
|