x
image
მაია 24
როცა საკუთარ თავზე კარგი არაფერი აქვთ სათქმელი, სხვების ლანძღვას იწყებენ - ფსიქოთერაპევტის 20 საოცარი დასკვნა
image


მიხეილ ლიტვაკი ცნობილი და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექიმი ფსიქოთერაპევტია, რომელიც ამავდროულად 30 წიგნის და უამრავი სტატიის ავტორი გახლავთ. ფსიქოლოგად მუშაობის მრავალწლიანმა სტაჟმა მას საინტერესო დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა მისცა. აი, რამდენიმე მათგანი:


image


1. შეგეძლოს გიყვარდეს და კარგად გადაგქონდეს მარტოობა, ფსიქოლოგიური სიმწიფის მაჩვენებელია.


2. ურთიერთობაზე და სამსახურზე უარის თქმა გამართლებულია, თუკი რთულ სიტუაციებში პიროვნული ზრდისა და განვითარების არავითარი შესაძლებლობა არ გაქვთ.

3. არავინ არავის არ ტოვებს... უბრალოდ ერთს წინსვლა სურს, მეორე - არ მიყვება და რადგან არ ელოდებიან, უკან დარჩენილი ფიქრობს, რომ მიატოვეს.

4. როდესაც ადამიანს სურს, რომ რაღაც კარგი ილაპარაკოს საკუთარ თავზე და არაფერი აქვს სათქმელი, სხვებზე ცუდს ამბობს.

5. დეპრესია იმისთვის არსებობს, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის და დაფიქრების საშუალებას გვაძლევს.


image

6. თუკი მართლაც კარგი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ თავზე, რაში გჭირდებათ ყველა თქვენნაირად ფიქრობდეს?

7. თუ გინდათ იმას აკეთებდეთ, რაც გსურთ, არასოდეს აიღოთ ნებართვა! უარს გეტყვიან!

8. ცარიელ ადამიანებთან ურთიერთობას, კარგი წიგნის წაკითხვა ამჯობინეთ.

9. თუკი მართლა წყურვილის მოკვლა გსურთ, ცოდნას უნდა დაეწაფოთ და არა მოყვასის ყელს, ეს უკანასკნელი ვერ დაგარწყულებთ.

10. მოუმწიფებელმა პიროვნებამ იცის როგორ აკეთოს, მაგრამ არ შეუძლია, მომწიფებულმა იცის კიდეც და გაკეთებაც შეუძლია, ამიტომ მომწიფებული აკეთებს, მოუმწიფებელი კი აკრიტიკებს.

11. მე ზუსტად არ ვიცი წარმატების გზა, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ თუკი სურვილი გაქვთ ყველას მოსწონდეთ, აუცილებლად გელოდებათ კრახი!

12. არ არსებობს კაცური და ქალური ლოგიკა, არსებობს სწორად ფიქრის და არასწორად ფიქრის უნარი.


image


13. გაინტერესებთ თქვენი მთავარი მტერი? სარკეში ჩაიხედეთ, თუკი მას გაუმკლავდებით, დანარჩენები გაიქცევიან.

14. მიაღწიე წარმატებას და წყენა გაგივლის.

15. მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნოა, მტრებთან - სასარგებლო.

16. საქმე მხოლოდ სიყვარულით დაიჭირე როგორც მეგობრებთან, ისე მტრებთან. მეგობრებს გაახარებთ, მტრებს გაანაწყენებთ.

17. ნუ გამოედევნები ბედნიერებას, ეძებე ადგილი, სადაც ის თავად გეწვევა. ეს ადგილი თქვენი თავია და გზა მისკენ - თქვენი შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარება.

18. ბედნიერება - ეს სწორად დეგეგმილი და ორგანიზებული აქტივობების პროდუქტია.


image

19. თუკი ცდილობ ვიღაცას რაღაც დაუმტკიცო, ნიშნავს, რომ ამ ვიღაცისთვის ცხოვრობ და თუკი საკუთარი თავისთვის ცხოვრობ, მაშინ არავისთვის არაფერი გაქვს დასამტკიცებელი.

20. ოცნებები - ეს ჩვენი შესაძლებლობების ყვირილია. აი, მე არასოდეს მიოცნებია ოპერაში მემღერა. არც ხმა მაქვს და არც სმენა. ვიოცნებებდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ამის პოტენციალი მექნებოდა და შევეცდებოდი კიდეც ამ პოტენციალის გამოყენებას. თუკი ოცნებობთ, ე.ი. შეგიძლიათ. უბრალოდ გზაა მოსაფიქრებელი, თუ როგორ აისრულოთ სურვილი. მთავარია არ აჩქარდეთ და ყველაფერი რასაც აკეთებთ, ამ ოცნების ახდენას ემსახურებოდეს.



ასევე დაგაინტერესებთ:


3 ნიშანი, რომ ცხოვრებას უაზროდ ფლანგავთ - როგორ შევცვალოთ ყველაფერი


კაცი, რომელმაც სამყარო შეცვალა - მაჰათმა განდის ცხოვრების 7 წესი


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი


არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით


მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის

ფარული დეპრესიის 5 ნიშანი

სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
227
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0