x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
«ეს რა სხეული შემომაპარეთ?» – თავის გადანერგვა და მედიცინის სხვა სასწაულები ძველ ეგვიპტეში

image

ძველი ეგვიპტის შესახებ უამრავი ლეგენდა და ჭორი დადის. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ეკრანებზე ფილმი – «მუმია» გამოვიდა... და პირველ ადგილზე ამ ტყუილ-მართალ ამბებში, რა თქმა უნდა, პირამიდების მშენებლობის ისტორიებია, მეორეზე – მიცვალებულების ბალზამირება და საერთოდ, ძველი ეგვიპტის სამედიცინო ხელოვნების საკითხები. ძველი მსოფლიოს ავტორიტეტული ისტორიკოსების და გეოგრაფების წყაროებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ამ სფეროში, ეგვიპტელებს ფართო ცოდნა და გამოცდილება გააჩნდათ.

გარდა ამისა, სამედიცინო სახის ცნობებს შეიცავს ტაძრის სვეტებზე და სტელებზე ამოტვიფრული იეროგლიფები და პაპირუსები, ძველი ეგვიპტური ცივილიზაციის შესახებ. ამ ჩანაწერების გაშიფვრის წყალობით, მსოფლიოს წინაში, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გვერდი გაიხსნა – ბევრ სფეროში და მათ შორის, მედიცინაში, უჩვეულოდ მაღალგანვითარებული ძველი ეგვიპტელების ცოდნა.


კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ეგვიპტელებს გაძლიერებული ინტერესი ჰქონდათ მედიცინისადმი: ავადმყოფობისადმი მიზანმიმართული და მეცნიერული მიდგომები, წამლების მომზადების საკმაოდ რთული რეცეპტები — ეს ყოველივე, განცვიფრებას იწვევს არა მხოლოდ მსოფლიო საზოგადოებაში, არამედ, ამ საქმის მცოდნე პროფესიონალებშიც კი.
ჯერ კიდევ პირველი დინასტიის ფარაონის ჰორ აჰას (ძვ. წ. აღ. XXX სს) მმართველობის დროს, შეიქმნა ადამიანის სხეულის ანატომიის ატლასი. ჩვენამდე, ამ ატლასის რამდენიმე ფრაგმენტმა და მედიცინა–ფარმაკოლოგიისადმი მიძღვნილმა, სულ მცირე, 10-მდე სამედიცინო პაპირუსმა მოაღწია. ხოლო, მეცნიერ–ეგვიპტოლოგების დასკვნები, რომლებიც უამრავი მუმიის შესწავლაზეა დაფუძნებული, უბრალოდ განსაცვიფრებელია: გაირკვა, რომ ძველ დროში, ეგვიპტელი ქირურგები წარმატებით აკეთებდნენ გულის და პლასტიკურ ოპერაციებს, ორგანოების გადანერგვას და პაციენტებისთვის სქესის შეცვლაც კი შეეძლოთ (როგორც ჩანს, ერთმანეთთან შეუსაბამო სასქესო ორგანოების და ქრომოსომების პრობლემა, ძველ მსოფლიოშიც არსებობდა).
imageამასთან, მუმიების კვლევამ აჩვენა, რომ ოპერაციების უმრავლესობა წარმატებით და საკმაოდ პროფესიონალურ დონეზე ტარდებოდა, ხოლო ოპერაციების შემდეგ, ადამიანები საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცხოვრობდნენ.

მაგ., «სმიტის პაპირუსი» (XIX ს. II ნახევარში პაპირუსი ამერიკელი ეგვიპტოლოგის ედვინ სმიტის საკუთრებაში იყო), რომელიც ამერიკელმა ეგვიპტოლოგმა ბრესტიდმა თარგმნა და ჩვ. ერამდე 1550 წლით არის დათარიღებული, შეიძლება ითქვას, რომ «ქირურგიის სახელმძღვანელოა». პაპირუსი გაფორმებულია ადამიანის სხეულების შინაგანი ორგანოების და ასევე პოსტ-ოპერაციული პერიოდის ნახატებით. რაც იმაზე მეტყველებს, რომ მასში მოცემული ინფორმაცია, ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფი არ არის და მის საფუძველს, სამედიცინო პრაქტიკის შედეგები წარმოადგენს.


image


უდიდესი შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს ებერსის პაპირუსსაც, რომელიც გერმანელმა ეგვიპტოლოგმა ლაიფციგის მუზეუმისთვის შეიძინა და შემდეგ გამოაქვეყნა კიდეც. ძვ. წ. აღრ. 1500 წლით დათარიღებული პაპირუსი, მედიცინის თემაზე დაწერილი და ჩვენამდე მოსული, უძველესი წერილობითი წყაროა. ფორმის მიხედვით, – გრაგნილია, რომლის სიგრძე, დაახლოებით, 20 მ-ს შეადგენს. ის შეიცავს სხვადასხვა დაავადების მკურნალობის რეცეპტებს, დიაგნოსტირების აღწერას და რჩევებს. პაპირუსში არის კოსმეტიკური განყოფილებაც, რომელშიც მოცემულია ნაოჭების გასწორების, ხალის მოცილების, კანის ფერის შეცვლის, თმის და წარბების შეღებვის, თმის ზრდის დაჩქარების და სიელმის გამოსწორების რჩევები. პაპირუსის 877 პარაგრაფში, რეცეპტების გარდა, მოცემულია მოსაზრებები ცხოვრებისეულ პრობლემებზეც, ჯამრთელობაზე და სიკვდილზე. image

ჩვენამდე მოღწეული პაპირუსები, როგორც პალეოგეოგრაფიულმა კვლევამ და შინაარსმა აჩვენა, უფრო ადრინდელი სამედიცინო ტრაქტატების ასლებია. მაგ., იგივე ებერსის პაპირუსში, პირდაპირ არის მითითებული, რომ მასში მოცემული თმის ზრდის რეცეპტის მიხედვით წამალი, პირველად I დინასტიის ფარაონის დედისთვის მომზადდა (ჩვ. ერამდე, დაახლოებით, 3000 წ. წინ). ამავე პაპირუსში მოცემულია ინფორმაცია, სისხლძარღვების შესახებ, რომელიც ქ. ისნაში, I დინასტიის III ფარაონის მმართველობის დროს, ღმერთი ანუბისის სკულპტურის ქვეშ აღმოაჩინეს. იგივე ინფორმაციას შეიცავს ბერლინის პაპირუსშიც.

ძველ ეგვიპტეში იცოდნენ ძვლების მოტეხილობის შეხორცების მეთოდები. თუმცა, პაპირუსებში მოტეხილობაზე არაფერი წერია და ამის მტკიცების საფუძველს, მუმიების ძვლები წარმოადგენს, რომლებსაც აშკარად ეტყობა მოტეხილობის და ქირურგიული ჩარევის კვალი. მაგ., კარგად შეზრდილი ძვლების კვალი აღმოჩენილია მუმიებზე, რომლებიც ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულის დასაწყისით თარიღდება.


image


როგორც აღვნიშნეთ, ძველი ეგვიპტის მედიცინის შესწავლის წყარო, არქეოლოგიური მასალების გარდა, არქიტექტურული ძეგლებია. ტაძრებში შემორჩენილი ძველი გამოსახულებებით თუ ვიმსჯელებტ, ეგვიპტელი ქირურგებს შეეძლოთ კიდურების ამპუტაცია, ქილებით მკურნალობა. გათხრების დროს ნაპოვნი მისაწვავი ხელსაწყოები კი იმაზე მიუთითებს, რომ სიმსივნის ამოკვეთის შემდეგ, ქირურგები სისხლდენას ამოწვით აჩერებდნენ.

ძველ ეგვიპტეში კარგად იყო განვითარებული სტომატოლოგიაც. ასეთი დასკვნის საფუძველს, არაერთი მუმიის კბილებზე შემრრჩენილი ბჟენები იძლევა.


image
გარდა ამისა, ებერსის პაპირუსში კბილის სამკურნალო 11 რეცეპტია მოცემული, რომლითაც მალამოები მზადდებოდა და კბილის ან ღრძილის ლოკალური მკურნალობისთვის გამოიყენებოდა. რეცეპტის შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს საშუალებები კბილებს ამაგრებდა, ღრძილების ანთებას აქრობდა და პირის ღრუს აჯანსაღებდა.

დღეს, თანამედროვე ეგვიპტელი ფარმაკოლოგები, პაპირუსებში მოცემული რეცეპტებით, კბილის პასტებს ამზადებენ, ხოლო ექიმი-სტომატოლოგები მას პარადონტოზის მკურნალობისას იყენებენ.

XX საუკუნიდან მოყოლებული, თავის ქალის ტრეპანაცია და სხვა რთული ოპერაციები, ყოველთვის გამაყუჩებლებით ტარდება. ძველ ეგვიპტეში იგივე მიზნებისთვის ოპოიდური ყაყაჩოს ექსტრაქტს იყენებდნენ, რომელიც კვიპროსზე მოჰყავდათ. ეს საშუალება მოთავსებული ჰქონდათ კერამიკულ ჭურჭელში, რომელიც ფორმით ყაყაჩოს თესლის კოლოფს ჰგავდა და ტაძრებთან არსებულ საავადმყოფოებში, image
სავალდებულო აღრიცხვას ექვემდებარებოდა.

ეგვიპტეში ფართოდ იყო გავრცელებული პროთეზირების პრაქტიკაც: ამოღებული კბილის ჩანაცვლება სპილოს ძვლის კბილით ხდებოდა, რიმელიც ჯანმრთელ კბილებზე ოქროს მავთულით მაგრდებოდა. ხოლო, უბედური შემთხვევის დროს, დაკარგული კიდურის ან მისი ნაწილის შეცვლა ხისგან გამოთლილი პროთეზით ხდებოდა. ასეთი პროთეზის ნიმუშების ნახვა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმშია შესაძლებელი. მოცემულ სურათზე კი, მუმიის კიდურის ნაწილია, რომელიც ძ. წ. აღრ. XV საუკუნით არის დათარიღებული და დღეს კაოროს მუზეუმის ექსპონატია.

imageძველად ექიმებმა უფრო მეტი იცოდნენ ადამიანის ორგანიზმის შესახებ, ვიდრე დღეს იციან, — ამტკიცებს ფიზიოლოგიის დოკტორი ალ – ჰაფეზი. მან 2 წლის მანძილზე, ძვ. წ. აღრ. 2700-1250 წწ. დათარითებული, 231 მუმია შეისწავლა და არქეოლოგების და ისტორიკოსთა წრეებში ნამდვილი ფურორი გამოიწვია. მის მიერ ჩატარებული კვლევის დასკვნაში ისეთი ოპერაციების ნუსხაა წარმოდგენილი, რომ ზოგიერთი მათგანის დღეს ჩატარება შეუძლებელიც კი არის. მაგ., მეცნიერმა აღმოაჩინა, რომ ერთ მუმიას თავი ჰქონდა გადანერგილი. რაც იმას ნიშნავს, რომ იმ დროს ექიმებმა იცოდნენ, რა და როგორ უნდა გაეკეთებინათ, რომ ორგანიზმის იმუნიტეტის უჯრედებს უცხო ქსოვილების უარყოფა არ მოეხდინა.


image


დოკ. ალ – ჰაფეზი თვლის, რომ ძველ ეგვიპტეში სამედიცინო ტექნოლოგიები და მკურნალობის მეთოდები ძალიან მათალ დონეზე იყო, მაგრამ ალექსანდრე მაკედონელის მიერ ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, ბევრი რამ დავიწყებას მიეცა.

რაც შეეხება ჰიგიენას, ეს საკითხები რელიგიური კანონმდებლობით რეგულირდებოდა, რომლის მიხედვით: მორწმუნე ეგვიპტელს ყოველთვის სუფთა ტილოს ქსოვილის სამოსი უნდა სცმოდა, დღეში რამდენჯერმე უნდა დაებანა და სახლი დაესუფთავებინა. მაგრამ, ამის მიუხედავად, მთელი ეგვიპტე დატილიანებული რომ იყო – ესეც ფაქტია.
imageდროთა განმავლობაში, პარაზიტებთან ბრძოლის ძალზე მარტივ და ეფექტურ საშუალებას მიაგნეს – ეს თავის გადაპარსვა იყო და ეს ყველას ეხებოდა: ქალებს, კაცებს და ბავშვებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მდიდარი და ცნობილი ეგვიპტელები პარიკებს ატარებდნენ. თავსაბურავებით დადიოდნენ ფარაონებიც, რადგან უმაღლესი ხელისუფალის თმა არავის უნდა ენახა (სავარაუდოდ, თმა ფარაონებსაც გადაპარსული ჰქონდათ და კანონის საკუთარ თავზე მორგებას ვიღა დაუშლიდათ?!). რაც შეეხება ქვეყნის ძირითად მოსახლეობას, თავგადაპარსულები დადიოდნენ. ხოლო, თუ ვინმეს თმასთან განშორება არ უნდოდა, – ყველაზე დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლად ითვლებოდა.
უძველესი წიგნები მოწმობენ, რომ ძველ ეგვიპტეში საავადმყოფოების გარდა, სპეციალური სამშობიარო სახლებიც არსებობდა, რომელშიც მშობიარეებს ეხმარებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში, გამოცდილი ბებია ქალის სახლში გამოძახებაც შეიძლებოდა. მართალია, ასეთი ტიპის მომსახურება ხელმისაწვდომი მხოლოდ დიდი ქალაქის მაცხოვრებლებისთვის იყო.

1889 წელს, ქ. კაჰუნას მახლობლად აღმოაჩინეს პაპირუსი, რომელიც ძვ. წ. აღრ. დაახლოებით, 2000 წლით არის დათარიღებული, რომელიც ინფორმაციას შეიცავს იმ პერიოდის მეანეობის და გინეკოლოგიის შესახებ. მასში ინფექციების დიაგნოსტირების 17 მეთოდის და მკურნალობის საშუალებების გარდა, ჯერ კიდევ მუცლად მყოფი ბავშვის სქესის დადგენის ხერხია მოცემული.


image
ძველ ეგვიპტეში, ექიმებს მკვეთრად განსაზღვრული სპეციალობები ჰქონდათ. ჰეროდოტე, რომელმაც ძვ. წ. აღრ. V საუკუნეში ეგვიპტეში იმოგზაურა, წერდა: «ეგვიპტეში უამრავი ექიმია. ამასთან, ამ ქვეყანაში, ძველთაგანვე, სხეულის ცალკეული ნაწილის მკურნალობას იყვნენ: თითოეული ექიმი მხოლოდ ერთი დაავადების მკურნალობით არის დაკავებული და მეტი არა; ადამიანის სხეულის ნაწილები სხვადასხვა ექიმს შორის არის განაწილებული: ერთნი თვალებს კურნავენ, სხვები – თავს, მესამენი – კბილებს, მეოთხენი – კუჭს, მეხუთენი – შინაგან დაავადებებს... და ბოლოს, არიან ექიმები, რომლებიც «განუსაზღვრელი» წარმომავლობის (სავარაუდოდ, ნევროზს გულისხმობდა. რედ.) დაავადებებს მკურნალობენ».

ასე, რომ, თუ საოცრება მოხდა და ძველი ეგვიპტელი ექიმი ან პაციენტი ჩვენს საავადმყოფოში ან პოლიკლინიკაში მოხვდა, ნამდვილად არ დაიბნევა.
imageimageimageimageimageimageimage








0
5362
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5362
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0