x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
ოპერაცია ,,კოდორი-2001’’-ის აქამდე უცნობი დეტალები !

image

2001 წელს კოდორის ხეობაში ჩატარდა მოსკოვში რუსულ-ქართული სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი ოპერაცია. რომელშიც ჩართული იყვნენ პრეზიდენტები, მინისტრები, სარდლები. ჩანაფიქრი, შიდა ოფიციალური ვერსია, პანკისის ხეობაში დაბანაკებული რუსლან გელაევის რაზმის გაყვანა-განადგურება იყო.

შენაერთს კი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა გელაევის რაზმი 400-500 მებრძოლით, შინაგანი ჯარებიდან -30, "მონადირე" -7, "თეთრი ლეგიონი" -5, "ტყის ძმები"-5. (აქედან ერთი იყო უკრაინელი, რომელმაც შვეულმფრენი ჩამოაგდო.) დაევალა სოხუმის აღება.

ფაქტიურად, ეს შენაერთი სრულად ამოსაწყვეტად იყო განწირული. მიუხედავად უამრავი ღალატისა, ხაფანგისა, შენაერთმა მაინც შესძლო სოხუმამდე ბრძოლით მიღწევა და დიდი ზიანი მიაყენა რუსეთის ჯარს. როდესაც მაშველი არ მოუვიდათ, მათ დატოვეს დაკავებული ტერიტორიები და დაბრუნდნენ უკან.

ცხადია, მათმა თავგანწირვამ ყოველგვარი რეზონანსის გარეშე ჩაიარა. ომის ვეტერანობაც კი არ მიუღიათ. 2001-ში ხომ საქართველოში ომი არ იყო! არც 1991-ში! არც 1998-ში! არც 2004-ში! ამ წლებში წარმოებული ბრძოლები, რომ რუსეთ-საქართველოს ჯერაც დაუსრულებელი ომის ფრაგმენტებია, ამის აღიარებას “მოსკოვისგან ველოდებით’’?
(არც 1992 წლის ივლისიდან 2008 წლის აგვისტომდე სამაჩაბლოში სამშვიდობო ძალების ბატალიონში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეები ითვლებიან ომში დაღუპულებად. რატომ, ეს ხომ ერთი უწყვეტი ჯაჭვია! მაგალითად, ერთ-ერთი პირველი მხეცურად ნაწამები კაპიტანი ვეფხია ბიჩინაშვილი და მისი ჯარისკაცები. არც დაიჩოქეს და ისე ამოხდა ვეფხიას სული, ბავშვებს რას ერჩით, მე მესროლეთო იხვეწებოდა...)

2001 წლის კოდორის სპეცოპერაციაში დაიღუპნენ, როგორც გილაევის რაზმიდან, ასევე საქართველოს 15 მოქალაქე. მათ შორის 7 მებრძოლი შინაგანი ჯარიდან, “თეთრი ლეგიონიდან’’- 3 და პანკისის ხეობიდან ხუთი მეომარი - ომარ დუიშვილი, ომარ გაურგაშვილი, მურად ქავთარაშვილი, სოსლან ქუშანაშვილი, მოსე აჭიშვილი. მათ ოჯახებს ცხადია, არანაირი ყურადღება მიუღიათ! ვფიქრობ, შვილებმა არც კი იციან გმირების შთამომავალი რომ არიან!

მარადიული ხსოვნა საქართველოსთვის უცნობ გმირებს!

როგორც მინიმუმ, ოცდაშვიდი წელია წითელი ინტელიგენცია ანადგურებს პატრიოტებს, ჯარისკაცებს, ომის ვეტერანებს და მათ ოჯახებს. როგორც წესი, ამ წნეხში ხვდებიან ყველაზე მამაცები, პატრიოტები და თავიანთი საქმის პროფესიონალები. ზემოთ მოთხრობილი განწირული შენაერთის ისტორია მხოლოდ მონაწილეთა მახსოვრობას შემორჩა სასტიკ კოშმარად. დამგეგმავებმა დაივიწყეს, როგორც უსარგებლო... არც ისტორიამ “დაიმახსოვრა’’, რადგანაც ისტორიასაც ხომ “წითელი ინტელიგენციის’’ წიწილები წერენ...

პრორუსული მთავრობა, ისევ მოსკოვის შეკვეთით, იცილებს “კოდორი-2001’’- ის მონაწილეებს !

16.09.2018 დილის 4 საათზე, პანკისში, საკუთარ სახლში, ოჯახმა იპოვა გარდაცვლილი ბაიალი. მას უეცრად გაუჩერდა გული. ის იყო ჯოხარ დუდაევის ერთგული თანამებრძოლი, ჰამზათ გელაევის რაზმის წევრი. ბაიალი იცავდა საქართველოს ინტერესებს სპეცოპერაცია “კოდორი 2001''-ში. ასევე მსახურობდა შინაგან ჯარებში და აქტიურად მონაწილეობდა 2004 წელს მიმდინარე მოვლენებში.

ვიზიარებ ოჯახის, თანამებრძოლთა და მთლიანად პანკისის ხეობის მწუხარებას!

ჯოხარ დუდაევის პრესსამსახურის უფროსი და მეც მოტივირებულ ეჭვს გამოვთქვამთ მისი უეცარი გარდაცვალების გამო. რადგან ის იყო სპორტსმენი, ჯანმრთელი, ვარჯიშობდა და არასოდეს ავადმყოფობდა.’’

ჯოხარ დუდაევის პრესსამსახურის უფროსი ხაზმან ბაკაევა: "მე ეჭვქვეშ ვაყენებ უეცარ გარდაცვალებას ჯანმრთელი, ძლიერი, ჯანსაღი სპორტსმენისას, რომელმაც ორი ომი გამოიარა...

image


1
1413
6-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
1413
  
2019, 2 ივნისი, 19:15
სოხუმამდე ვე მივიდნენ, გულირიფშის რაიონს ვერ გასცდნენ, "შაქრის მთის" სიახლოვეს ნყოფ შენაერთებს აფხაზურმა არტილერიამ და რუსულმა ავიაციამ მასირებული ცეცხლი გაუხსნა. დანაყოფი იძულებული გახდა უკან დაეხია დანაკარგებით.
ენგურჰესის წყალსაცავის მარცხენა სანაპიროზე, "ოჭაკესთან" მყოფ გელაევს კადიროვის ემისარმა რაციით სთხოვა შეხვედრა, რათა კადიროვის ოდიციალური დოკუმენტი გადაეცა, სადაც გელაევზე და მისი დანაყოფის მებრძოლებზე ამნსისტია იყო გარანტირებული. ჰამზათ გელაევმა გვერდით მდგომ მებრძოლს "სვდ"-ს სნაიპერული შაშხანა გამოართვა და კადიროვის დელეგაციის წინ დიდ ლოდს ტყვია ესროლა, რითაც ამცნო: მე თქვენთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებო.
პირადად ამოვიღე გელაევის რაზმის მიერ გასვლისას დატოვებული კუსტარული ყუმბარმტყორცნები, ეგრეთ წოდებული "შაითან ტრუბები", რომელიც "კრონას" ელემენტით მუშაობდა და "რპგ 7"-ის ყუმბარებს ისროდა.
0 1 1