განათლება წითელი ყელსახვევები და სიმღერა სტალინზე-განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო(ვიდეო) 2019, 2 ივნისი, 15:49 ეს შარჟი იყო თუ ოზურგეთის ერთ-ერთ სკოლაში კვლავ დიად სტალინს და კომუნიზმს მისტირიან? სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო სადაც ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოწაფეები ბავშვთა დღესთან დაკავშირებით წითელ პიონერულ ყელსახვევებში აყვავებულ გურიას და სტალინს უმღერიან: "ყვავის გურია შრომის გმირობით, შემოქმედებით! მიყვარს გურია, განახლებული, ამღერებული, მისი გენებით! ყველა სოფელი ცას ეჭიდება, სულ საოცნებო არის გურია, მაგრამ ხიდისთავს აქვს სხვა დიდება, იქ ჯუღაშვილის ნაფეხურია"-ესეც სიმღერის ტექსტი. ამ ფაქტზე მოკვლვა დაიწყო განათლების სამინისტრომ, როგორც პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, თუ საკითხის შესწავლისას ფაქტი ოფიციალურად დადასტურდება შესაძლებელია საკადრო ცვლილებები გატარდეს. თუმცა „გურია ნიუსთან" საუბარში სამრევლო სკოლის დირექტორის მოადგილემ ნინო გოგეშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო შარჟი: -ნამდვილად არ მომეწონა, მაგრამ თავიდან ბოლომდე თუ ნახავთ, მაშინ მიხვდებით, რომ საბჭოთა კავშირი გააშარჟეს, -განაცხადა გოგეშვილმა. 139 3-ს მოსწონს
|