კახეთი სოფელ ქვემო ქედში „მხიარული სტარტები“ ჩატარდა 2019, 1 ივნისი, 11:26 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქედში საჯარო სკოლის მოედანზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის ცენტრის ორგანიზებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი „მხიარული სტარტების“ შეჯიბრი და ღონისძიება ჩატარდა. „მხიარულ სტარტებში“ მონაწილეობდნენ სოფელ ქვემო ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეები და კულტურის სახლთან არსებული ანსამბლები: "მთის შვილნი", "მზის სხივი", "არწივები"და "თაობა"... დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრმა ღონისძიებაში მონაწილე ყველა ბავშვი 1 ივნისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში შეტანილი წვლილისთვის სამახსოვრო სიგელებით დაააჯილდოვა. „კულტურის ცენტრი ყველანაირად ეცადა, ეს დღე ლამაზი და სიურპრიზებით სავსე ყოფილიყო, რათა დიდხანს დარჩეს თქვენს მეხსიერებაში. გილოცავთ ბავშვთა დაცვის დღეს და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებაში. დღეს წაგებული და მოგებული არ არსებობს, თქვენი დღეა და, ამდენად, არ გამოვყოფთ შეჯიბრებაში გამარჯვებულ პირველ და ბოლო ადგილებს, განურჩევლად ყველას გადაეცემა კულტურის ცენტრის სამახსოვრო სიგელი. გვინდა, რომ ბევრი იკითხოთ და კარგად ისწავლოთ, რათა წარმატებულები იყოთ ცხოვრებაში, “ _ თქვა კულტურის ცენტრის დირექტორმა ილია მარტყოფლიშვილმა. ამავე თემაზე: „მხიარული სტარტები“ და ბავშვთა საერთაშორისო დღის ღონისძიებები დედოფლისწყაროში 24 შეფასება არ არის
|