x
image
Teklamaisuraze
სიმსივნის დიაგნოზით გაგზავნილი კახი, პატრიარქის დალოცვით სრულიად ჯანმრთელი დაბრუნდა
ცუდი დაავადება დამიდგინეს, - სიმსივნე.

ლადო ხომ იცი, კახაძე? ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა რაღაც ეჭვები, რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა :“ ცუდი დაავადება გჭირს კახიო ".

image

ერთი სიტყვით გადაწყდა, ჩემი გერმანიაში გამგზავრება სამკურნალოდ, ... ქალების ამბავი ხომ იცი? ამხელა გზაზე ნუ წახვალ სანამ მამაო არ დაგლოცავსო.


მამაოს დავურეკე, დამლოცე მეთქი. იმან კიდევ, ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა თქვა, კახი უნდა დავლოცოვო... გამიხარდა... დამლოცა პატრიარქმა.

თავზე ხელი დამადო დალოცვილი იყავიო. ახლა წამოდი ზევით ვიტრაპეზოთო. ზემოთ უზარმაზარი სუფრაა გაშლილი და ტორტი დევს.

ამას ხელი არავინ არ მოჰკიდოს, ბატონი კახი გერმანიაში მიბრძანდება სამკურნალოდო. ძლივს წამოვათრიე, ერთი კვირა ჩამდა ჩემი სანათესაო და სამეზობლო.

image

გერმანიის საავადმყოფოს ერთ ერთ კაბინეტში ვზივარ, და ექიმს ველოდები.

კაბინეტში პუნქტუალური გერმანელი ექიმი შემოვიდა, სამედიცინო საწოლზე გამშოტეს, ძალიანუუსიამოვნო პროცედურას მიტარებენ. ორგანიზმში რაღაც ნათურებიან მილებს მიდგამენ და ექიმი დათვალიერებას მიწყებს. სულ 5 წუთიანი პროცედურაა, 5 წუთიანი პროცედურა ჯერ 10 წუთი გაგრძელდა, მერე 20 წუთი. დაფიქრებული ექიმი წამოდგა და მეორე ექიმი მოიყვანა. ახლა იმან დაიწყო 5 წუთი, 10, 15...გერმანელებმა ერთმანეთს შეხედეს. აინ, ცვაინ, დღაინ, დღუნ, დღინ...??? ბოლოს მითხრეს არაფერი არ გჭირსო.

image

ეს იმიტომ რომ წამოსვლისას ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა მეთქი. გაკვირვებულმა შემომხედეს. გამომეტყველებაზე ფიქრობდნენ რომ ეს ცოტა ვერ არისო.

გაიმეორე იმიტომ არ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ პატრიარქმა დამლოცა მეთქი.

- თქვენ სასწაულების გჯერათ? მეკითხება გერმანელი ექიმი.

- მე სიკეთის ძალის მჯერა, ვეუბნევი მას და ვემშვიდობები. ზურგს მათი ეჭვიანი მზერა მიწვავს. თბილისში მოვფრინავ, ისევ ლადოს ექოსკოპიის კაბინეტში ვარ გაშოტილი.

მან გერმანელი ამბებისა არაფერი იცის. გაშტერებული მიყურებს.

სასწაულია, პირდაპირ სასწაული.!! არაფერი გაქვს კახი!! სინამდვილეში არაფერი არ მომხდარა, სიკეთის ძალამ გააქრო და დაშალა ბოროტება "


როგორი სიმთვრალე გაქვთ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით, კირჩხიბი, ლომი, ქალწული

image

ბოლო ზარი, ცხოვრების ყველაზე ბედნიერი წუთები

image

0
141
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
141
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0