საზოგადოება როგორი სიმთვრალე გაქვთ ჰოროსკოპის ნიშნის მიხედვით, კირჩხიბი, ლომი, ქალწული 2019, 31 მაისი, 12:49 კირჩხიბითუ მთვრალ კირჩხიბს გადაეყარეთ, მთელი დრო მის დამშვიდებაში უნდა გაატაროთ, რადგან თითქმის სულ ტირის და იატაკზე დამხობილი მთელი გულით მოთქვამს, წვრილმან თუ მსხვილმან პრობლემებზე. სიმთვრალეში ხშირად ეცვლება განწყობა, ერთ მომენტში უზომოდ ბედნიერია, გავა რამდენიმე წუთი და შეიძლება ისე გაბრაზდეს, რომ ეჩხუბოს ყველას ან ტირილით გავიდეს მეორე ოთახში. ამ მდგომარეობამდე კირჩხიბები სწრაფი სმის გამო მიდიან. პირველი ჭიქიდან მოყოლებული ისე სწრაფად ცლიან მომდევნო ჩიქებს რომ ამოსუნთვასაც ვერ ასწრებენ. შედეგიც არც ისე სახარბიელოა. ქეიფის ბოლოს ზოდიაქოს ეს ნიშანი თითქმის სულ ცუდ ხასიათზეა ან ცუდად გრძნობს თავს.ლომიძალიან გაგიჭირდებათ მთვრალი ლომისთვის იმის დამტკიცება რომ ის ნამდვილად მთვრალია, ზოგადად ლომებს საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვა არ უყვართ. სანამ სასმელი ბოლომდე არ იმოქმედებს მანამდე დიდი ძალისხმევით, ლომები ინარჩუნებენ თავიანთ მედიდურობას, თუმცა სიმთვრალის ბოლო სტადიაზე ყოველგვარი თავშეკავება იხსნება და ლომი თავდავიწყების მორევში გადადის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები სიმთვრალეში ძალიან მხიარული და გართობის მოყვარულები არიან. სჩადიან ათასგვარ სისულელე, რომლებსაც მეორე დღეს ნანობენ. და საკუთარ თავზე ბრაზობენ. ქალწულიქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები ხშირად არ თვრებიან. რადგან სასმელს დიდად არ სწყალობენ. თუ მოხდა და დათვრნენ, ძირითადად აგრესიულები და კრიტიკულები ხდებიან. კრიტიკისადმი სიყვარული ქალწულებს ბუნებით აქვთ მინიჭებული. ყველა დეტალს ეჭვის თვალით უყურებენ. სიმთვრალეში გინებასაც არ ერიდებიან. მოკლედ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქალწულებს ცუდი სიმთვრალე აქვთ. უმეტესწილად ქალწულები სმას მარტო ამჯობინებენ. თუ სადმე ბარში, კუთხეში მჯდომარე ადამიანს შეამჩნევა, რომელიც ნელ - ნელა სცლის ჭიქა ღვინოს, დიდი შანსია, ქალწული აღმოჩნდეს.როგორი ხარ სიმთვრალეში ჰოროსკოპის მიხედვით, ვერძი, კურო ტყუპები
ვინ არიან ბელ სუონოს სოლისტები, როდესაც პოლიტიკა სრულიად უძლურია 101 1-ს არ მოსწონს
|