საზოგადოება "ბაღლინჯოებივით უნდა გაისრისოთ ქრისტეს სახელს ამოფარებულო ფარისეველო ნაგვებო!" 2019, 1 ივნისი, 0:41 ყოფილი პოლიტიკოს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" წევრ ნანა კოსტავაზე წერს. მისი თქმით, არავის! არავის არ უნდა ეპატიოს შვილის, დის, ვისიც არ უნდა იყოს სიკვდილით გაუბედურებული ადამიანების მიმართ ნიშნის მოგება, ღვარძლი, შხამი! მისივე თქმით, ბაღლინჯოებივით უნდა გაისრისოთ ქრისტეს სახელს ამოფარებულო ფარისეველო ნაგვებო! "ქუთაისის საკრებულოს წევრი ნანა კოსტავა – ნაგავი! ქრისტეს სახელს ამოფარებული ნაგავი! ავადმყოფი და ცოდო არა კვახი! როცა თანამდებობის დაკარგვის საფრთხე შეექმნა ამ ნაგავს, მაშინ კარგად ჩართო თავისი მცირე მაგრამ ბოროტი ტვინი სკამის გადასარჩენად! არავის! არავის არ უნდა ეპატიოს შვილის, დის, ვისიც არ უნდა იყოს სიკვდილით გაუბედურებული ადამიანების მიმართ ნიშნის მოგება, ღვარძლი, შხამი! ბაღლინჯოებივით უნდა გაისრისოთ ქრისტეს სახელს ამოფარებულო ფარისეველო ნაგვებო!" საქმე ეხება ნანა კოსტავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს. „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, - ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა. მომხდარის გამო საკრებულოს წევრს ქუთაისში მედიასაშუალებებმა ბოიკოტი გამოუცხადეს. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ ქართული ოცნება- კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. 26 მაისს, ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო. ცუდი ხილვადობის, სწრაფი დინების და რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, 16 წლის გოგონას ძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა, როგორც ზედაპირული - სახმელეთო დათვალიერებით, ისე - წყალში. მაშველებმა ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარეში ჩავარდნილი 16 წლის გოგონას ცხედარი 27 მაისს იპოვეს. 265 1-ს მოსწონს
|