საზოგადოება "გეი-აღლუმის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე შსს-მ უარი განაცხადა 2019, 31 მაისი, 18:58 გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს ე.წ. " ღირსების მარშის" ფარგლებში "გეი-აღლუმის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უარი განუცხადა. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს: "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებმა "შსს"-ს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს, სადაც წარმოადგინეს "თბილისი პრაიდის" ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიების გეგმა. სამინისტროს წარმომადგენლებმა "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით შეუძლებელია. "თბილისი პრაიდს" ჯგუფს შესთავაზა გამოხატვის სხვა შესაძლებლობები და შეკრების ისეთი ალტირნატიული გზები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილეებისთვის." - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ცნობილია, რომ "ღირსების მარშის" სახელით, "გეი-აღლუმის" ჩატარება იგეგმება 18-25 ივნისის ფარგლებში.წყარო: news.avi.ge 228 შეფასება არ არის
|