საქართველო "კაი დღეში ხარ ახლა იცინე"-რა რეაქცია მოჰყვა დეპუტატ ნანა კოსტავას ფეისბუქსტატუსს 2019, 31 მაისი, 11:05 ![]() სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოყვა ქუთაისის საკრებულოს წევრის, “ქართული ოცნება – კონსერვატორების” ფრაქციის თავმჯდომარეს” ნანა კოსტავა ფეიბუქსტატუსს, სადაც წერს""კაი დღეში ხარ ახლა იცინე" და გაზიარებული აქვს "სოციალური მედიის მენეჯერ სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეოშარჟი.როგორც ცნობილია სალომე ბერკერის 16 წლის და 26 მაისს, ნინოსხევის ჩანჩქერთან სკოლის მოწაფეების ექსკურსიაზე მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო. ![]() ![]() მოგვიანებით ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა და ბოდიშიც მოიხადა, განაცხადა, რომ არ იცოდა თუ სალომე ბერკერს და დაეღუპა: “ჩემო მეგობრებო, ნამდვილად არ ვიცოდი სალომე ბარკერის ოჯახზე თავს დამტყდარი უბედურება….ვუსამძიმრებ მის ოჯახს და განვიცდი ნამდვილად, მე ჩემი მენტალობიდან გამომდინარე ვებრძვი ჩემი გვერდიდან ქართული ფასეულობებისა და მართლმადიდებლობის შეურაცხმყოფელ ვიდეოებსა და გამონათქვამებს"-წერს კოსტავა. როგორც გაირკვა ეს პირველი შემთხვევა არ არის, 2017 წელის თებერვალში როდესაც მაია ასათიანს ერთადერთი ქალიშვილი მენინგოკოურ ინფექციისგან დაეღუპა, მაშინ ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ნანა კოსტავამ: ![]() "შვილის დაკარგვა დიდი უბედურებააა… ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად" ![]() "ნუ, ამ ავადმყოფ ***ქალაზე ლაპარაკიც არ ღირს. მე მაინტერესებს, ყოველთვის ჩრდილში მყოფი ბატონი ზვიად ძიძიგური რას გვეტყვის, კონსერვატორების თავმჯდომარე. რაო, საიდან და რატომ მოვიყვანე ეს არარაობაო, საკრებულოს არჩევნებზე სიაში რატომ ჩავსვიო და მერე მთლად კონსერვატორების ფრაქციის თავმჯდომარედ რატომ გავამწესეო?-წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია 294 3-ს მოსწონს
|