საზოგადოება იესო ქრისტე დედამიწაზე კვლავ ჩამოვა და მსოფლიოს აღსასრული 9 ივნისს დადგება- ამერიკელი პასტორი 2019, 30 მაისი, 21:55 პასტორმა ვაინალდმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან თქვა, რომ ღმერთთან ურთიერთობისას მიიღო ინფორმაცია. მისი ვერსიით, იესო ქრისტე შეიძლება დაბრუნდეს ხალხში, მაგრამ მეორედ მოსვლა ცივილიზაციას კარგს არაფერს მოუტანს - მსოფლიოს აღსასრული დადგება. nicstyle.ru-ს ინფორმაციით, პასტორმა თარიღი გამოთვალა საკუთარი კალკულაციის დახმარებით. X დღე - 9 ივნისი, თუმცა პასტორი ამბობს, რომ მას შესაძლოა შეცდომა მოუვიდა წელიწადის გამოთვლაში. სავარაუდოდ, მსოფლიოს დასასრულს უნდა ველოდოთ 10 დღის მერე. მისი ვერსიით, მსოფლიოს აღსასრულს გამოიწვევს ბირთვული ომი. თუმცა, "აღსასრულს" რეგულარულად წინასწარმეტყველებენ. ბევრი ამტკიცებს, რომ ჩვენი პლანეტა დაიღუპება ნიბირუს თავდასხმის გამო. მათი თქმით, პლანეტა X-დან უკვე გამოგზავნილი არიან წარმომადგენლები, რომლებიც დედამიწას გაანადგურებენ. 1196 4-ს მოსწონს 1-ს არა
|