x
image
Teklamaisuraze
იულიუს კეისარის მეგობარი, პომპეუსი, ეს ის მხედართმთავარია რომელმაც მტკვარზე ხიდი ააშენა
რომში დაბრუნებულ კეისარს, ძველი მეგობარი - გნეუს პომპეუს მაგნუსი - ადგილზე დახვდა. როგორც გაირკვა აღმოსავლეთში წარმატებული ომების შემდეგ, ის ქვეყანაში ბევრი რამის შეცვლას გეგმავდა.

image

მათ პირად საუბრებში გამოიკვეთა რომ, მეგობრებს ბევრი საერთო ინტერესები ჰქონდათ.

ვინ იყო და რას წარმოადგენდა გაიუს იულიუსის ეს “ ძველი მეგობარი ".


ეს სწორედ ის ცნობილი მხედართმთავარი იყო, რომელმაც იმოგზაურა იბერიაში ( საქართველოში) ქართლის სანახებიც მოინახულა და როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, მტკვარზე ხიდიც კი ააშენა.

image

ესეც უნდა აღინიშნოს რომ, მიუხედავად არაერთი დამარცხებისა, მითრიდატე VI და მისი მოკავშირე, სომხეთის მეფე ტიგრან მეორე, არ ეგუებოდნენ რომის ძლიერებას. და წინააღმდეგობას აგრძელებდნენ. მათ მოახერხეს რომ რომის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართლის (იბერიის) მეფე არტაგის ჩართვაც, რითაც საქართველოს სერიოზული პრობლემები შეექმნა.

image

ამ დროისთვის მითრიდატეს ძალები ფაქტიურად აღარ გააჩნდა და სასტიკად დამარცხდა პომპეუსთან შეტაკებაში. მითრიდატემ სასწრაფოდ მიატოვა პონტო და მცირერიცხოვანი ლაშქრით კოლხეთში გაიქცა. მაგრამ რომის წინააღმდეგ ბრძოლის განახლებაზე ოცნებობდა. მაგრამ თავისივე შვილის მიერ მოწყობილი აჯანყების შედეგად ძალაუფლება დაკარგა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მიუხედავად ამისა გნეუს პომპეუსმა საომარი მოქმედება პონტოს ამიერკავკასიის მოკავშირეების - სომხეთის, ალბანეთის და იბერიის წინააღმდეგ მაინც გააჩაღა . სომხეთი მალე გატეხა და ტიგრან II დანებდა პომპეუსს. ზავი დადეს რითიც სომხეთს დიდი ტერიტორიების დათმობა მოუწია.

ამის შემდეგ პომპეუსისათვის დღის წესრიგში ალბანეთის, იბერიის და კოლხეთის დალაშქვრა იყო.

რომაელების ლაშქრობა იბერიაში დაწვრილებით აღწერა ბერძენ-რომელმა ისტორიკოსმა დიონ კასიუსმა.

ამაზე უფრო დაწვრილებით შემდეგ ვისაუბროთ.

ასევე დააინტერესებთ :

რა საერთო აქვს ძველი რომის პოლიტიკას ქართულ რეალობასთან

image

ედუარდ შევარდნაძე დეტალურად ყვება რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის სისასტიკეზე

image
ძველ რომში თანამდებობის პირს ეკრძალებოდა ცხენზე ჯდომა, თხასთან შეხება... როგორ ირჩევდნენ თანამდებობაზე

image

1
925
1-ს მოსწონს
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
925
  
2019, 31 მაისი, 12:11
ერთი დიდი შენიშვნა! მეორე სურათი (კავკასიის რუკა) ეს რუკა თავის დროზე რუსულად გავრცელდა და კარგახანს ვიკიპედიის მთავარ სურათად აგდებდა კავკასიის იმდროინდელ სახელმწიფოების მოძიებაზე. მერე ვიღაც უვიცმა (ან დიდი ალბათობით „სომეხმა“) ქართული წარწერებით „შეამკო“ და ესე გავრცელდა, მოგვიანებით კი ვიკიპედიამაც შეცვალა დღეს მხოლოდ „სომხეთის ისტორიას“ დაერთვის. ეს რუკა არის სული დეზიმფორმაცია და მიზანმიმართული ანტიქართული პრპაგანდა რომელიც თავის დროზე „პატკანოვმა (პატკანიანმა)“ დაიწყო და სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. ასე რომ ეს რუკა არ შეიძლება გავრცელებული იყოს, ამ რდოს „სომხეთი“ და მისი ეგრეთწოდებული მეფე არის მითრიდატე დიდის ვასალი და შემდგომში სიძე – რომელიც მითრიდატეს სიკვდილის მერე რომის ვასალი გახდა და რომმა შეუნარჩუნა ტერიტორიები როგორც კარგ მსახურს. ამ დროს არმენია რომის აღმოსავლეთის პროვინციაა და არა სახელმწიფო. რაც შეეხება კოლხეთს, იბერიას და ალვანეთს აქ ილაშქრეს რომაელებმა, ბევრგან გაიმარჯვეს მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდეს და პროვინციებად ვერ აქციეს. მეგობრობა არჩიეს. მოგვიანებით კი ისტორიის ასპარეზზე ჩნდება ფარსმან II ქველი – ეს ცალკე თემაა.
0 1 1