პროფილაქტიკა კომპიუტერის სათვალის შერჩევა და გადაღლილი თვალის გამაჯანსაღებელი 8 რჩევა ოფთამოლოგისგან 2019, 29 მაისი, 7:16 კომპიუტერთან სამუშაო სათვალის შერჩევასა და თვალების განმაჯანსაღებელ აქტივობებზე ექიმი-ოფთალმოლოგი ნათია კობახიძე საუბრობს.
როგორ უნდა იყოს კომპიუტერთან სამუშაო სათვალე?„კომპიუტერთან სამუშაო სათვალის მთავარი მახასიათებელია ლინზის ანტირეფლექსური ფენა, რომელიც იცავს თვალს გამოსხივებისგან. მისი შერჩევისას ოფთალმოლოგის კონსულტაცია საჭირო არ არის. სათვალეების დიდ არჩევანს გვთავაზობენ ოპტიკური მაღაზიები, ამიტომ მისი შეძენისას მთავარია მიუთითოთ, რომ გესაჭიროებათ კომპიუტერთან მუშაობისთვის. ფასი დამოკიდებულია სათვალის ხარისხზე, ამიტომ განსხვავებულია (ვარიაბელობს)“. სათვალე ანტირეფლექსური ფენით ახანგრძლივებს მონიტორთან ჩვენს ურთიერთობას, გვანიჭებს კომფორტს კომპიუტერთან მუშაობის დროს, თუმცა მისგან სრული დაცვა არ ხდება. უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია სათვალის ლინზის ხარისხი, სწორედ მასზეა დამოკიდებული კომფორტული ხედვა. თუკი კომპიუტერის ხშირი გამოყენება გიწევთ, გაითვალისწინეთ შემდეგ რჩევები:კომპიუტრეთან ხანგრძლივად მუშაობისას მნიშვნელოვნია პერიოდული შესვენებები 10 წუთით ყოველ 2 საათში ერთხელ, თვალის ვარჯიში და მასაჟი: ა) იყურეთ მარჯვნივ-მარცხნივ, ზემოთ – ქვემოთ 5-10 -ჯერ. ბ) მზერით მოხაზეთ წრე, ანუ თვალით გააკეთეთ წრიული მოძრაობები 5-10- ჯერ. გ) უყურეთ ჯერ თქვენი ცხვირის წვერს, შემდეგ გაიხედეთ შორს. გაიმეორეთ 5-10 – ჯერ. დ) 30 სმ-ის მანძილზე ამოარჩიეთ ობიექტი ან დახატეთ მცირე ზომის წრე და უყურეთ 10 წამის განმავლობაში, შემდეგ იყურეთ შორს (სასურველია ფანჯარაში) 1 წუთი. გაიმეორეთ 5-10-ჯერ. ე) დახუჭეთ თვალები, დაიდეთ საჩვენებელი თითი ზედა ქუთუთოზე და გაიკეთეთ თვალის მასაჟი წრიული მოძრაობებით ჯერ საათის ისრის მიმართულებით, შემდეგ – პირიქით. გაიმეორეთ 5-10- ჯერ. ვ) ასეთივე წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ მასაჟი საფეთქლის მიდამოში. 70 შეფასება არ არის
|