x
image
მაია 24
10 მიზეზი, თუ რატომ უნდა გიყვარდეს ტყუპები
image


გავიცნოთ ზოდიაქოს რიგით მესამე ნიშნის - ტყუპების დადებითი მხარეები:


1. ტყუპები ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე კომუნიკაბელური ნიშანია




მასთან ურთიერთობა ძალიან ადვილია. ამქვეყნად ყველაზე უჟმური ადამიანიც რომ იყოთ, მისი შეკითხვები აუცილებლად აგიშლით ლაპარაკის საღერღელს და ტვინსაც კარგად დაგიმასაჟებთ.



2. მასთან მოწყენა შეუძლებელია



იმიტომ, რომ თავადაც ვერ ძლებს დიდხანს ერთ როლში. ნახევარ საათში ერთხელ იცვლება. იცვლის სტილს, ხასიათს თუ მოსაზრებებს. საოცრად მრავალფეროვანია, რაც მასთან ურთიერთობას ძალიან საინტერესოს ხდის.



3. საოცრად ინფორმაციულია




აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსშია. ყველა ჭორი იცის. ყველა ახალი ამბავი. იცის დღევანდელი ვალუტის კურსი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება ამ კურსთან დაკავშირებით. შეუძლია გირჩიოთ, რომელი წიგნის წაკითხვა ღირს ან არ ღირს, რომელი ფილმის ყურება, თუნდაც მას არ ჰქონდეს ნანახი და წაკითხული და მაინც შეგიძლიათ ენდოთ.



4. სიცოცხლით სავსეა



ძალიან ენერგიული, აქტიური, ცნობისმოყვარეობით სავსე, უამრავი ნაცნობი ჰყავს, კარგი კონტაქტები. ყველაფერი აინტერესებს, სულ რაღაც გასართობს დაეძებს. ყველაფერში აგყვებათ და ყველგან წაგყვებათ. არც წყენას ჩაიდებს გულში - ძალიან მალე ავიწყდება.



5. მარტივად უყურებს ცხოვრებას



ძალიან მსუბუქი ადამიანია. ზედმეტად არ უღრმავდება, არ ადრამატულებს. დიდი დიდი ნერვები აეშალოს, ახტეს დახტეს… მაგრამ ძალიან მალე მოდის ხასიათზე. დეპრესიაში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ემოციებს იუმორით უყურებს, რადგან უფრო თავით ცხოვრობს, ვიდრე გულით. დიდხანს განცდებში ყოფნა, ან გრძნობებზე საუბარი მისი სტილი არ არის. თუნდაც ყველაზე მძიმე ტყუპიც კი უფრო ნევროზულია, ვიდრე დეპრესიული.



6. ადვილად უღებს ალღოს ყველაფერს



მათ შორის თქვენც. იცის, რა მოგწონთ, რა გიყვართ, რა გაგეხარდებათ დაბადების დღეზე საჩუქრად. სხვებისთვის საჩუქრის მოფიქრებაშიც დაგეხმარებათ. ერთნაირად ერკვევა მოდის უკანასკნელ ტენდენციებში, მობილურებსა თუ პოლიტიკაში, რაც საუკეთესო მრჩევლად აქცევს.



7. შეუძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება


შეუძლია ბავშვს აჭამოს, ტელევიზორს უყუროს და ტელეფონზე ილაპარაკოს იმავდროულად. იგი მულტიტასკერია. ერთი ტყუპი მეგობარი ერთ სამეგობრო წრეს უდრის.



8. ძალიან ლიბერალურია



რაც არ უნდა სისულელე ჩაიდინოთ, თქვენზე წარმოდგენა არ დაეკარგება. გაძლევთ სრულ თავისუფლებას - იყოთ ისეთი, როგორიც ხართ. არ გაგინაწყენდებათ, თუნდაც პურზე ჩასული რამდენიმე კვირით დაიკარგოთ და თუ ამ რამდენიმე კვირის შემდეგ პურით გამოცხადდით, ხომ საერთოდ, კიდევ უფრო აღფრთოვანდება თქვენი კრეატიულობით. შესაძლოა სტატუსიც კი მოგიძღვნათ სოციალურ ქსელში.


image


9. ძალიან მოხერხებულია



თუ თვითონ არ ეძებს შარს (ასეც ერთობა ხოლმე), ნებისმიერი სიტუაციიდან დაიძვრენს თავს და სუფთად გამოვა. გამოგიყვანეთ თქვენც. თუნდაც არც ისე პატიოსანი გზებით – ტყუილით და ვინმეს გაბრიყვებით. თან ბევრს იცინებს. ტყუპების საუკეთესო მოგონება – როგორ გაასულელა ვიღაც.





10. ყოველთვის ახერხებს თქვენს გაღიმებას



იგი ენამახვილია, კარგი იუმორი აქვს, შესანიშნავი მიმიკები. ეხერხება გამოჯავრება, რაც ძალიან სახალისოა. ძალიან მხიარულია. მუდამ აქვს ახალი ანეგდოტი თქვენთვის და არ გაუშვებს შანსს, რომ რამე არ გემაწაკოთ. სიცილი კი ამ მძიმე ყოფაში საუკეთესო საჩუქარია. იგი სიცოცხლეს ახანგრძლივებს და არსებობას გვიფერადებს. ასე რომ, არ დაკარგოთ ტყუპები!







ასევე დაგაინტერესებთ:


10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კუროს დაკარგვა ცხოვრებაში


10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვა


გაიცანით წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები - კირჩხიბის, მორიელისა და თევზების ზუსტი დახასიათება


მიწაზე ყველაზე მყარად მდგომი ზოდიაქოს ნიშნები - როგორები არიან კურო, ქალწული და თხის რქა


ზოდიაქოს სამი ყველაზე "ჰაეროვანი" ნიშანი - ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ყველაზე ზუსტი დახასიათება



ზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათება



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები.

0
590
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0