სხვა ამერიკელმა საყვარელი ძაღლის სიკვდილის გამო თავი მოიკლა 2019, 28 მაისი, 15:34 აშშ-ში, ფლორიდის შტატში 36 წლის ენდრიუ ეპმა(Andrew Epp)-მა მას შემდეგ მოიკლა თავი, როდესაც ალიგატორმა მისი ძაღლი მოკლა. ენდრიუ ეპი გასულ შაბათს აღმოაჩინეს გარდაცვლილი, მისი ძაღლის მოკვლიდან 24 საათის შემდეგ. ალიგატორი მის შოკოლადისფერ ლაბრადორს პალმეტოს ლეგ პარკში დაესხა თავს, როგორც ერთ-ერთი მოწმე იხსენებს, ლაბრადორი ჭაობიან ადგილისკენ გაიქცა, სადაც ალგატორები ბინადრობენ. როგორც ცნობილი გახდა ენდრიუ ეპს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, თვითმხილველების თქმით, მომხდარის შემდეგ, ენდრიუ ეპმა გონება დაკარგა. ახალგაზრდა კაცის მშობლების განცხადებით, თვითმკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მათ მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას თხოვნით, რომ ენდრიუ სამკურნალოდ დაეწვინათ, თუმცა უარი მიიღეს.ამ ტრაგედიის შემდეგ პარკში დაიდგა გამაფრთხილებელი ნიშანი იმის შესახებ, რომ იმ ადგილზე ბინადრობენ ალიგატორები.
143 4-ს მოსწონს
|