x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
რა მოხდა სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის დროს, ეს იყო МИ 24 რუსული ვერტმფრენი
მუქარა? შეშინების მცდელობა? არა მარტო. ჩვენ გვაიძულებდნენ ზღვისკენ შორს გავსულიყავით.

image

ვიცოდით, რომ აფხაზებს უკვე ჰქონდათ საზენიტო სარაკეტო დანადგარები. სწორედ მათი რაკეტებისკენ გვერეკებოდნენ ჩვენი მეზობლები.

მერე ბოლოს და ბოლოს გამცილებელი ვერტმფრენები მოგვიახლოვდნენ და ჩვენც ავფრინდით.


... მკვეთრი დარტყმა ვიგრძენი, მერე დაიწყო ვარდნა. ვერტმფრენი სიმაღლეს კარგავდა.ზოგი ჩემი თანამგზავრი იატაკზე აღმოჩნდა. ფეხზე მდგომმა ტელეკომპანია “ იბერვიზიის " ოპერატორმა ამირან მურვანიძემ კამერა ილუმინატორის მინას მიაყრდნო და ასე იღებდა.

image

უცხო ვერტმფრენის მუქი სილუეტი გაგრის მხრიდან უახლოვდებოდა, ეს იყო MИ - 24. რუსეთის სამხედრო - საჰაერო ძალების საცეცხლე მხარდაჭერის ძირითადი მანქანა. რომელიც ამოსაცნობი ნიშნების გარეშე დაფრინავდა. მხოლოდ შუქურის სიგნალები ენთო წინა ნაწილსა და კუდზე.

როცა ჩვენს ვერტმფრენს 50 მეტრზე მოუახლოვდა, პილოტმა შუქები ჩააქრო და ისე გაგვიარა კორპუსის ქვეშ.

image

რას ნიშნავდა ეს?

მერე ავიატორებმა ამიხსნეს, ჩვენი ვერტმფრენის ქვეშ უნდა წარმოქმნილიყო უჰაერო სივრცე და წყალში ჩავცვივდებოდით.

მაგრამ სანამ მოწინააღმდეგის ვერტმფრენის ეკიპაჟი ამ მანევრის შესრულებას შეუდგებოდა, ჩვენი გამცილებელი ვერტმფრენის ეკიპაჟმა, ვინმე მაისურაძემ, უბრძანა ჩვენს ეკიპაჟს, რაც შეიძლება ჩქარა და სასწრაფოდ ზევით აფრენილიყო. ყველაფერს წამები წყვეტდა და სწორედ ამ წამებმა გადაგვარჩინა.

ვირეშმაკული და ცივი გონებით გამოთვლილი მკვლელობის მცდელობა იყო.

თანაც ისეთი მკვლელობისა, რომელიც კვალსაც არ დატოვებდა. მხოლოდ ზღვის ფსკერზე თუ აღმოაჩენდენ ჩაძირულ ვერტმფრენსა და ჩვენს ცხედრებს.

ამ გადარჩენას ჩვენს მფრინავებს უნდა ვუმადლოდეთ. მოგვიანებით ჩვენმა ავიატორებმა მითხრეს, რა თქმა უნდა, ის ფრენის ოსტატი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებდა ამ მანევრის შესრულებას.

აფხაზებს ნამდვილად არ ჰყავთ ასეთი პილოტი და არ ჰქონდათ ასეთი ვერტმფრენი.

რა მოხდა იმ დღეს აფხაზეთის ცაზე?

ისინი თვითონვე ხსნიან ამას, როცა ამბობენ :“ შევარდნაძემ დაანგრია საბჭოთა კავშირი დაე, ეხლა დაინგრეს მისი საქართველო. "

ასევე დააინტერესებთ

რა საერთო აქვს ძველი რომის პოლიტიკას ქართულ რეალობასთან

image

ედუარდ შევარდნაძე დეტალურად ყვება რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის სისასტიკეზე

image

ამ უცნაური საოჯახო ნივთებიდან თუ გაგჩენიათ სურვილი, რომელიმე გქონოდათ სახლში?

image

ძველ რომში თანამდებობის პირს ეკრძალებოდა ცხენზე ჯდომა, თხასთან შეხება... როგორ ირჩევდნენ თანამდებობაზე

image

11
4164
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Teklamaisuraze
Teklamaisuraze
4164
  
2021, 4 ივნისი, 6:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 4 ივნისი, 23:06
http://www.intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/114448-%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%94%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%A2/61
2019, 4 ივნისი, 17:06
ჯიმი მაისურაძე,, შავი პოლკოვნიკი"
2019, 4 ივნისი, 17:02
მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ ამ ყველაფერს. ასეთები ვართ მაისურაძეები არ მიკვირს. როგორც ყოველ დილას ამოდის მზე ისევე ცხადია, რომ უკან არ დაიხევდა საფრთხის მიუხედავად
2019, 4 ივნისი, 16:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Teklamaisuraze-ის კომენტარზე
2019, 4 ივნისი, 16:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Teklamaisuraze-ის კომენტარზე
2019, 4 ივნისი, 15:13
ეს თავად შევარდნაძის მემუარებიდან არის ამოღებული. სტატია. ზუსტად ასე უწერია ვინმე მაისურაძე. მე თვითონ არაფერი მსმენია.
2019, 4 ივნისი, 13:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Teklamaisuraze-ის კომენტარზე
2019, 29 მაისი, 10:14
ცდება თეკლა, ვერტმფრენის ხრახნები ზევიდან ქვევით "ერეკება" ჰაერს, რუსული ვერტმფრენს ქართული ვერტმფრენის ქვეშ, რომ ჩაეფრინა თავად აღმოჩნდებოდა სავალალო მდგომარეობაში. ფიზიკის კანონებიდან გამომდინარე ასეა.
2019, 29 მაისი, 0:26
რავი თვითონ ყვება ქვემოდანო და
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10