კონფლიქტები რა მოხდა სინამდვილეში ედუარდ შევარდნაძის ტერაქტის დროს, ეს იყო МИ 24 რუსული ვერტმფრენი 2019, 28 მაისი, 13:52 მუქარა? შეშინების მცდელობა? არა მარტო. ჩვენ გვაიძულებდნენ ზღვისკენ შორს გავსულიყავით.
ვიცოდით, რომ აფხაზებს უკვე ჰქონდათ საზენიტო სარაკეტო დანადგარები. სწორედ მათი რაკეტებისკენ გვერეკებოდნენ ჩვენი მეზობლები.
მერე ბოლოს და ბოლოს გამცილებელი ვერტმფრენები მოგვიახლოვდნენ და ჩვენც ავფრინდით.
... მკვეთრი დარტყმა ვიგრძენი, მერე დაიწყო ვარდნა. ვერტმფრენი სიმაღლეს კარგავდა.ზოგი ჩემი თანამგზავრი იატაკზე აღმოჩნდა. ფეხზე მდგომმა ტელეკომპანია “ იბერვიზიის " ოპერატორმა ამირან მურვანიძემ კამერა ილუმინატორის მინას მიაყრდნო და ასე იღებდა. უცხო ვერტმფრენის მუქი სილუეტი გაგრის მხრიდან უახლოვდებოდა, ეს იყო MИ - 24. რუსეთის სამხედრო - საჰაერო ძალების საცეცხლე მხარდაჭერის ძირითადი მანქანა. რომელიც ამოსაცნობი ნიშნების გარეშე დაფრინავდა. მხოლოდ შუქურის სიგნალები ენთო წინა ნაწილსა და კუდზე. როცა ჩვენს ვერტმფრენს 50 მეტრზე მოუახლოვდა, პილოტმა შუქები ჩააქრო და ისე გაგვიარა კორპუსის ქვეშ. რას ნიშნავდა ეს? მერე ავიატორებმა ამიხსნეს, ჩვენი ვერტმფრენის ქვეშ უნდა წარმოქმნილიყო უჰაერო სივრცე და წყალში ჩავცვივდებოდით. მაგრამ სანამ მოწინააღმდეგის ვერტმფრენის ეკიპაჟი ამ მანევრის შესრულებას შეუდგებოდა, ჩვენი გამცილებელი ვერტმფრენის ეკიპაჟმა, ვინმე მაისურაძემ, უბრძანა ჩვენს ეკიპაჟს, რაც შეიძლება ჩქარა და სასწრაფოდ ზევით აფრენილიყო. ყველაფერს წამები წყვეტდა და სწორედ ამ წამებმა გადაგვარჩინა. ვირეშმაკული და ცივი გონებით გამოთვლილი მკვლელობის მცდელობა იყო. თანაც ისეთი მკვლელობისა, რომელიც კვალსაც არ დატოვებდა. მხოლოდ ზღვის ფსკერზე თუ აღმოაჩენდენ ჩაძირულ ვერტმფრენსა და ჩვენს ცხედრებს. ამ გადარჩენას ჩვენს მფრინავებს უნდა ვუმადლოდეთ. მოგვიანებით ჩვენმა ავიატორებმა მითხრეს, რა თქმა უნდა, ის ფრენის ოსტატი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ შეძლებდა ამ მანევრის შესრულებას. აფხაზებს ნამდვილად არ ჰყავთ ასეთი პილოტი და არ ჰქონდათ ასეთი ვერტმფრენი. რა მოხდა იმ დღეს აფხაზეთის ცაზე? ისინი თვითონვე ხსნიან ამას, როცა ამბობენ :“ შევარდნაძემ დაანგრია საბჭოთა კავშირი დაე, ეხლა დაინგრეს მისი საქართველო. " ასევე დააინტერესებთ რა საერთო აქვს ძველი რომის პოლიტიკას ქართულ რეალობასთან ედუარდ შევარდნაძე დეტალურად ყვება რუსეთის მიერ ეთნიკური წმენდის სისასტიკეზე ამ უცნაური საოჯახო ნივთებიდან თუ გაგჩენიათ სურვილი, რომელიმე გქონოდათ სახლში? 4164 2-ს მოსწონს 1-ს არა
|