სიახლეები "მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი" - მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ ლაივი 2019, 28 მაისი, 13:30 "მე მზად ვარ განვახორციელო დიპლომატიური მისია და შუამავალი ვიყო საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე რათა საბოლოოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი". Mikheil Saakashvili transmitió en vivo. მე მზად ვარ განვახორციელო დიპლომატიური მისია და შუამავალი ვიყო საქართველოს და აზერბაიჯანელებს შორის მოლაპარაკებებში გარეჯის საკითხზე რათა საბოლოოდ მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი.- საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოსახლეობას და მთავრობას ახალი ინიციატივით მიმართავს დავით გარეჯის გარშემო გართულებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მისი თქმით, უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკებები და აუცილებლებელია ორივე მხარემ გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები. როგორც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, დავით გარეჯის საკითხიც და ბევრი სხვა საკითხებიც ძალიან სწრაფად მოგვარებადია ნორმალური ხელისუფლების პირობებში.მან ყურადღება გაამახვილა 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი არაფორმალურ მმართველთან ერთად აზერბაიჯანის მხარეს გამუდმებით თხოვს ატკატებს: - " საქართველოს ჰყავს არაფორმალური მმართველი, რომელიც ცდილობს ფეხები შეიწმინდოს საკუთარ ხალხზე და ხშირ შემთხვევაში ამას ახერხებს. როდესაც გყავს მთავრობა, რომელიც პატივს არ სცემს საკუთარ ხალხს, როგორ შეიძლება მოსთხოვო სხვას პატივი გცენ შენ? ეს ერთი. მეორე - ძალიან სპეციფიური ქვეყანაა ჩვენი მეზობელი. როდესაც მე ვიყავი საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ გვქონდა აზერბაიჯანთან ძმური, ახლო ურთიერთთანამშრომლობა. იცით რატომ? - არასდროს არაფერს ვთხოვდით საკუთარი ჯიბისთვის და ყველაფერს ვითხოვდით ჩვენი ხალხისთვის. ივანიშვილს ისინი პატივს არ სცემენ, საქართველოს მთავრობას ისინი არაფრად აგდებენ, რადგან ივანიშვილი არაფრად აგდებს თვითონ საქართველოს ინსტიტუტებს. სრულიად უკანონოდ დაასახელა პრეზიდენტად ადამიანი, რომელიც არავინ არ არის, ყველამ იცით რას წარმოადგენს „მადამ გაუგებრობა“. საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მილიონდოლარიანი მოგებიდან „საქართველოს რკინიგზა“ 300 მილიონ ზარალამდე მიიყვანა და ეს აზერბაიჯანელებმა ძალიან კარგად იციან, რადგან აქვთ ურთიერთობა რკინიგზასთან და ისინი იხდიან ფულს. რაც მთავარია, უჩა მამაცაშვილი და ივანიშვილი თვითონ ყველაფერზე სთხოვენ ფულს აზერბაიჯანლებს, ყველაფერზე სთხოვენ ე.წ. ატკატს, მე ეს ჭორების დონეზე კი არ ვიცი, ეს ვიცი ზუსტად და კარგად ინფორმირებული ჩართული წყაროებიდან. როდესაც შენს მეზობელს ფულს სთხოვ ჯიბეში, მერე არ უნდა გაგიკვირდეს, ის მეზობელი აკეთებს ყველაფერ იმას, რაც მოეხასიათება და არაფრად აგდებს შენს ინტერესებს". ის მზად არის ჩაერთოს მოლაპარაკებებში: - "ახლა ერთადერთი გამოსავალი არის სწრაფი მოლაპარაკებები. მე მზად ვარ ჩავერთო ამ მოლაპარაკებებში, ამ მთავრობის პირობებშიც მზად ვარ. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტნი არ არიან." 67 4-ს მოსწონს
|