x
image
ტორნადო07
16 ფაქტი ბარაკ ობამას შესახებ
image1)2006 წელს აიღო გრემი ნომინაციაში "სალაპარაკო ჟანრის საუკეთესო ალბომი".


2)2005 წელს ობამამ მეუღლესთან ერთად შეიძინა სახლი ჩიკაგოში, რომელიც 1.5 მილიონ დოლარზე მეტი ღირს.


3)მიშელ ობამას სიტყვებით ბარაკი ძალიან რომანტიულია და ხშირად ჩუქნის მას ყვავილებს.


4)ობამას არ უყვარს ნაყინი, რადგან ახალგაზრდობაში მუშაობდა Baskin-Robbins-ში.



5)უყვარს პოკერის და Scrabble-ის თამაში.


6)ობამას მამა კენიელია, დედა ინგლისური, შოტლანდიური, ირლანდიური და გერმანული წარმოშობისაა.


7)ახალგაზრდობაში გასინჯული აქვს ნარკოტიკები, მარიხუანა და კოკაინი. თუმცა მისი სიტყვებით ეს ახალგაზრდობის შეცდომა იყო და ის ამით ნამდვილად არ ამაყობს.


8)ის დაიბადა ჰონოლულუში, მაგრამ როდესაც მისი მშობლები გაშორდნენ დედასთან ერთად ინდონეზიაში გადასახლდა, სადაც მან პირველად გასინჯა ძაღლის და გველის ხორცი, ასევე შემწვარი კალიები.


9)ობამა პირველი პრეზიდენტია ეიზენჰაუერის შემდეგ, რომელიც სიგარეტს ეწეოდა. სიგარეტს თავი დაანება 2010 წელს.


10)სახლში ყოველ საღამოს ის "ჰარი პოტერს" უკითხავს თავის უფროს ქალიშვილს.


11)მისი სიმაღლე 187 სანტიმეტრია.


12)კუნძულოვანი სახელმწიფო ანტიგუა და ბარბუდას ხელისუფლებამ ობამას გამარჯვების შემდეგ მისი სახელი უწოდა ქვეყნის ყველაზე მაღალ მთას.


13)ობამა ცაციაა.


14)ობამას საპატივცემულოდ სახელი დაარქვეს მცენარეს. (Caloplaca obamae).


15)ტელეკანალ CNBC-თან ინტერვიუს დროს ობამამ მოკლა ბუზი, რომელიც მას უშლიდა და გააკეთა კომენტარი "ცუდი არ იყო ხომ?".


16)ბარაკ ობამა გადაიღეს შოუში "ლეგენდების დამამსხვრევლები", რომელიც გადის ტელეკომპანია Discovery. გამომცემლობას ერქვა "არქიმედეს მზის სხივები", ის პირადად ავალებს ადამ სევიჯსა და ჯეიმი ჰაინემანუს გადაამოწმონ ლეგენდა თითქოს არქიმედემ დაწვა რომაელების ხომალდები მზის სხივების გამოყენებით.

0
85
1-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0