ასტროლოგია 10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს კუროს დაკარგვა ცხოვრებაში 2019, 27 მაისი, 19:07 ცოტა ძნელი გასაგებია, რატომ შეიძლება უნდოდეს კუროს - ამ ბუნჩულა და საყვარელი ადამიანის დაკარგვა ვინმეს. ნაკლი ყველას აქვს, მათ შორის კუროებსაც, ისინი ხომ ძალიან ჯიუტები არიან, ცოტა მოუქნელები, ხანდახან ზარმაცებადაც კი გვეჩვენებიან, "შენელებულ კადრად", თუ პირად რუკაში სხვა ნიშნების გავლენა არ აქვთ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ ურთიერთობებში იმდენი დადებითი თვისება აქვთ, უნდა ხვდებოდეთ, როგორ გაგიმართლათ კუროსთან რომ დაიჭირეთ საქმე. 1. იგი ყველაზე მშვიდი ნიშანია ნიშნებს შორის კურო უკონფლიქტო ადამიანია, იცის მშვიდი ცხოვრების ფასი და ზედმეტ აურზაურს არაფრის გამო არასოდეს შექმნის. სიმშვიდეს პირდაპირ თვალებიდან ასხივებს. მის კომპანიაში ყოფნა ძალიან სასიამოვნოა. 2. ძალიან საიმედო ადამიანია იშვიათად რისკავს, უფრო სწორად თითქმის არასდროს, მისი რისკი, კარგად გათვლილი და გააზრებული რისკია ყოველთვის. სანამ ნაბიჯს გადადგამს, მანამდე ბევრს ფიქრობს, ამიტომ იშვიათად ცდება. მას შეგიძლიათ დაეყრდნოთ. 3. მისთვის ღირებული ხართ მისთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია, ამიტომ ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა ვერ ექნება. თუკი საქმეს თქვენთან იჭერს, მნიშვნელობა არ აქვს საქმიანი პარტნიორი იქნებით, მეუღლე, თუ მეგობარი, ესე იგი, ძალიან ღირებული ხართ მისთვის. ზოგადად, უსარგებლო, არაფრისმომცემ, ერთჯერად კავშირებში არ იხარჯება. თქვენთან თუა, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სათანადოდ გაფასებთ. 4. ბევრს გპატიობთ კურო ყველა სხვა ნიშანზე მეტად მომთმენია. ყველაფერს ხედავს, მაგრამ მოთმინების ფიალა ძალიან ნელა ევსება. შეუძლია გაგიგოთ შეცდომები, შევიდეს თქვენს მდგომარეობაში, სანამ ყველა ზღვარს არ გადახვალთ. ეს ყველას არ შეუძლია. 5. მზრუნველია საშინლად მესაკუთრეა და კუროს შემთხვევაში ეს თვისება დადებით თვისებად მოიაზრება, რადგან ყველაფერს უფრთხილდება, რაც მისია. თქვენ თუ მისიანად მოგიაზრებთ, ძალიან გაგიმართლათ. ყველანაირად შეეცდება ცხოვრება გაგიმარტივოთ. იზრუნებს თქვენზე. ყოველთვის გაგიმართავთ ხელს, როცა დაგჭირდებათ და თქვენ გვერდით იდგება ჭირსა თუ ლხინში. 6. კომფორტულია იგი თბილია, ღუნღულა და მოსიყვარულე. სასიამოვნო აურას ქმნის უზარმაზარი შინაგანი ჰარმონიის წყალობით. ეს ჰარმონია გადამდებია. უბრალოება, სიმარტივე და სიმყუდროვე. არასოდეს არაფერს ართულებს. თითქოს სახლში ხართ. 7. გასწავლით, როგორ დატკბეთ ცხოვრებით კურომ ყველაზე კარგად იცის კარგი ცხოვრების ფასი და ცდილობს საყვარელი ადამიანებიც კარგად აცხოვროს. გემრიელი საჭმელები, ლამაზი ჭურჭელი, კომფორტული ავეჯი... და ფული. მას ეს ყველაფერი ძალიან უყვარს და რაც უყვარს, ყოველთვის აქვს. იგი საუკეთესო რესტორანში წაგიყვანთ, საუკეთესო კერძებს გაგასინჯებთ… ტაილანდურ მასაჟებზე დაგპატიჟებთ… მის გვერდით, ვერ მოახერხებთ ცუდად იცხოვროთ. 8. უბოროტოა არაფერი ცუდი გულში არ უდევს, თავშიც არ მოსდის. არასოდეს ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას. თუკი უყვარხართ, ძალიან კეთილგანწყობილია. ზემოთაც ვახსენეთ, იგი მესაკუთრეა და როგორ შეიძლება, შენი საკუთრების ან გშურდეს, ან ცუდს უსურვებდე რამეს… ისე უხარია თქვენი წარმატება, როგორც საკუთარი გაეხარდებოდა. ეს კი დღეს ძალიან იშვიათი თვისებაა. 9. შეუპოვარია სიჯიუტე უარყოფით თვისებად მიიჩნევა, მაგრამ სწორედ მისი მეშვეობით ახერხებს კურო იყოს შეუპოვარი. შესაძლოა დიდხანს ფიქრობდეს, უნდა თუ არა რამე, მაგრამ როცა საბოლოოდ გადაწყვეტს, შემდეგ ისეთი დაჟინებით შეეცდება მის მოპოვებას და შემდეგ შენარჩუნებას, თითქოს მართლაც ხარის ძალა ჰქონდეს. ასეთივე დაჟინებით იბრძოლებს თქვენთვისაც. 10. სტაბილურია კურო არ მიეკუთვნება იმ ადამიანების კატეგორიას, დღეს რომ თავზე გადაგყვებიან და ხვალ რომ აღარ ახსოვხართ. იგი ძალიან სტაბილურია, თუ თქვენია, სულ თქვენია. უსიამოვნო სიურპრიზების არ შეგეშინდებათ. ეგ კი არა, სასიამოვნო სიურპრიზებიც შეიძლება შეგითანხმოთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ და მისი დაკარგვის არ გეშინოდეთ. ბოლომდე ერთგულია თქვენი და საკუთარი თავის. მთელი ცხოვრება. ეს კი ძალიან იშვიათი და ძალიან დასაფასებელი თვისება გახდა თანამედროვე სამყაროში. ასევე დაგაინტერესებთ:10 მიზეზი, თუ რატომ არ ღირს ვერძის დაკარგვაროგორ გამოიყურებიან ზოდიაქოს ნიშნის გოგონები სექსის შემდეგ - GIF-გალერეაგაიცანით წყლის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები - კირჩხიბის, მორიელისა და თევზების ზუსტი დახასიათებამიწაზე ყველაზე მყარად მდგომი ზოდიაქოს ნიშნები - როგორები არიან კურო, ქალწული და თხის რქაზოდიაქოს სამი ყველაზე "ჰაეროვანი" ნიშანი - ტყუპების, სასწორისა და მერწყულის ყველაზე ზუსტი დახასიათებაზოდიაქოს 3 ყველაზე "ცეცხლოვანი" ნიშანი - ვერძების, ლომებისა და მშვილდოსნების ზუსტი ასტროლოგიური დახასიათებასტატიის მომზადებისას გამოყენებულია mental.ge-ს მასალები 901 შეფასება არ არის
|