x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512550
3 ნიშანი, რომ ცხოვრებას უაზროდ ფლანგავთ - როგორ შევცვალოთ ყველაფერი

image


ჩვენ ყველას გვქონია მომენტები, როცა ძალიან უაზროდ მოგვჩვენებია საკუთარი ცხოვრება და ეს სირცხვილი სულაც არ გახლავთ. ეს შეგრძნება გამოღვიძების პროცესის თანმდევია. განვითარების უფრო დაბალ საფეხურზე მდგომ სულებს, ეს საერთოდ არ აწუხებთ.


ცხოვრებისეული მიზნის ქონა, პირადი ბედნიერების აუცილებელი პირობაა. გვჭირდება განცდა, რომ წვლილი შეგვაქვს რაღაც ძალიან დიდ საქმეში, გვჭირდება ისეთი რამის კეთება, რითიც ვიამაყებთ, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე მარტივია. ვალდებულებები, ყოველდღიური წვრილმანები, ლუკმა პურისთვის ბრძოლა… ბავშვებს ჭამა უნდათ, ჩაცმა, განათლების მიცემა, გადასახადებს გადახდა… პროდუქტების ფასი ყოველდღე იზრდება. ჩვენც 9-დან 6-ამდე მუშაობის გარდა არჩევანი აღარ გვრჩება.



image




არიან ადამიანები, რომლებიც ოჯახურ ვალდებულებებს ჯერ არ შესჭიდებიან, ჯერაც სწავლობენ, სტუდენტები არიან, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ თავისუფალი და ბედნიერი წუთებით დატკბნენ, ცხოვრების ამაოებისა და უაზრობის შეგრძნების გამო, დეპრესიით იტანჯებიან. მოკლედ, ეს ყველაფერი გარემოებებზე სულაც არ არის დამოკიდებული. ეს შინაგანი მდგომარეობაა, რომელსაც გაცნობიერება სჭირდება და მერე მუშაობა იმაზე, რომ რაღაც შეცვალო. თქვენ ცხოვრებას ფლანგავთ და ეს გაწუხებთ. დროა რაღაც შეცვალო, თუ:


1. ყველაფერი მოგბეზრდათ, ყელში ამოგივიდათ


არაფერი გხიბლავთ, არაფერი გიხარიათ. ის ყველაფერი, რაც ადრე სიხარულს განიჭებდათ, სულერთი ხდება. ყველაფერი უაზრობად გეჩვენებათ. მობეზრების საშინელი შეგრძნება ყველგან თან გდევთ და საკუთარ თავს გაურბიხართ ზედაპირული ურთიერთობებით, ტელეფონზე, კომპიუტერზე დამოკიდებულებებით, მუდმივად თავს ირთობთ, რომ არ იფიქროთ. ფულს ხარჯავთ ისეთ საგნებზე, რომლებიც არაფერში გჭირდებათ. დრო ისეთი რამის კეთებაში გაგყავთ, რომლის კეთება არც გიხარიათ და არც გჭირდებათ. თქვენ ცხოვრობთ შეგრძნებით, რომ ყველაფერი სულერთია და ერთი სული გაქვთ, როდის დამთავრდება ეს უაზრობა.


image


მოეშვით გარეთ რაიმეს ძიებას. "ნუ აკაკუნებთ ყველა სხვა კარზე, დააკაკუნეთ საკუთარი გულის კარებზე". ნუ ელოდებით შემთხვევებს, გარემოებებს, ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას შეცვლიან, შეგავსებენ. ნუ ანდობთ საკუთარ ბედნიერებას სხვას. ურთიერთობები და კავშირები კარგია, მაგრამ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან კავშირია, სულთან კავშირი, უზენაესთან კავშირი. თუკი სულიერებას დაივიწყებთ, ყოველთვის გექნებათ შეგრძნება, რომ უაზროდ ცხოვრობთ, თუნდაც ისეთი ცხოვრებით ცხოვრობდეთ, რომელიც ყოველთვის მოგწონდათ.

სრულყოფა შიგნიდან მოდის, აზრიც და ბედნიერებაც თავად ხართ, ყველაფერი თქვენშია. ეცადეთ, ბუნებასთან კავშირი აღიდგინოთ - დაიწყეთ მედიტაცია, იოგა. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენის, სულში ჩახედვის, მისი გაცნობის. სიცარიელეს იმიტომ გრძნობთ, რომ შინაგან სამყაროსთან კავშირი გაქვთ დაკარგული. დაუბრუნდით მას, გაეცანით, უამრავ საინტერესო რამეს იპოვით.


image


2. საკუთარ თავს არ აფასებთ

თქვენ ფიქრობთ, რომ არაფერი განსაკუთრებული თქვენში არ არის. თქვენ საკუთარი თავის ფასი არ იცით, იმიტომ რომ საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახდენთ. გაქვთ შეგრძნება, რომ არაფერს ღირებულს არ ქმნით, უბრალოდ ცხოვრება გაგყავთ. კი არ ცხოვრობთ, არსებობთ.


დროა გათავისუფლდეთ საკუთარი თავის სიბრალულისგან, გაბედოთ, რომ იყოთ ბედნიერი და ხელი გაუწოდოთ მათ, ვისაც თქვენზე მეტად უჭირს. იმისთვის, რომ მიზანი გქონდეთ, მილიონობით ადამიანზე გასვლა საჭირო არ არის, იმ ადამიანებისთვის ხელშეწყობაც საკმარისია, ვისაც ყოველდღე ხვდებით. თუკი ვინმეს საუბარი სურს, მოუსმინეთ; იმეგობრეთ მარტოსულ ადამიანებთან; როცა იცით, რომ ვიღაცას უჭირს და მარტოა, დაურეკეთ, გასეირნება შესთავაზეთ; გაუნაწილეთ თქვენი სადილი ქუჩის მაწანწალას; ცოტა ხნით დაიტოვეთ მეგობრის ან ოჯახის წევრის პატარა; გამორთეთ ტელევიზორი და სახლი დაულაგეთ მშობლებს; ეთამაშეთ ბავშვებს; ადგილი დაუთმეთ ტრანსპორტში ადამიანებს; როცა კარში გადიხართ, კარი დაუჭირეთ თქვენს უკან მყოფ ადამიანს… ამ წვრილმანებით თქვენ თვითშეფასების ამაღლებასთან ერთად ვიღაცის ცხოვრებას შეცვლით უკეთესობისკენ და როცა ვიღაცისთვის ცხოვრების შემსუბუქება შეგიძლია, ესე იგი ტყუილად არ ხარჯავთ ცხოვრებას.


image


თვითშეფასების ამაღლება კარიერული წინსვლით არ ხდება. ჩვენ გვგონია, თითქოს საკუთარი ღირსების გრძნობა საბანკო ანგარიშებზე, საზოგადოებრივი სტატუსზე, სახლის ან მანქანის ზომაზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს ასე არ არის. საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნება გარემომცველ სამყაროსთან თქვენი ყოველდღიური ურთიერთობებით ყალიბდება. "მნიშვნელობა არ აქვს ვიქნები, თუ არა ყველაზე მდიდარი კაცი მთელს სასაფლაოზე, ჩემთვის მთავარი ის არის, რომ ყოველ ღამე ვწვები შეგრძნებით, რომ რაღაც სასარგებლო გავაკეთე", - სტივ ჯობსი.


3. წუწუნებთ, ვიღაცის ცხოვრებას განიხილავთ და ძალიან ნეგატიური აზრები გაქვთ


უამრავ დროს ხარჯავთ იმაზე ფიქრში, რა გჭირთ თქვენ და თქვენს გარშემომყოფებს. წუწუნითა და ჭორაობით თქვენ თავის მართლებას ცდილობთ საკუთარი ცხოვრების გამო. თქვენ საკუთარ თავსაც კი ატყუებთ, რომ თუკი ისე არ ცხოვრობთ, როგორც გინდათ, რომ ცხოვრობდეთ, ამაში ვიღაც სხვაა დამნაშავე. სხვების ცხოვრების განხილვაზე თქვენ საკუთარი ცხოვრების წუთებს ფლანგავთ.



image


დაანებეთ სხვების ქმედებებზე წუხილს თავი და იმაზე იწუხეთ, სხვების ქმედებების გამო რომ წუხართ. იფიქრეთ საკუთარ ცხოვრებაზე. აპატიეთ საკუთარ თავს თქვენი წარსული. გაუგეთ და აპატიეთ, რომ არ ცდილობდა მაქსიმალური გაეკეთებინა. ცოტა დრო დაგჭირდებათ ამ ყველაფრის გადასახარშად, მაგრამ ნუ დაგენანებათ ეს დრო. თვალი გაუსწორეთ დანაშაულის გრძნობას, საკუთარ შეცდომებს და საკუთარ თავს.

მოკლედ, ეცადეთ შეიყვაროთ თქვენი თავი, მიიღოთ, აპატიოთ. შეუმსუბუქეთ ცხოვრება გარშემომყოფებს, მოეფერეთ საყვარელ ადამიანებს. ზოგჯერ ერთი ჩახუტებით ვიღაცა შეიძლება გადაარჩინოთ. ნუ განსჯით სხვებს, მოძებნეთ დრო სულიერებისთვის და ნუ დახარჯავთ ცხოვრებას, დატოვეთ ადგილი მასში საკუთარი თავისთვის.


სტივენ ბანკარცი


ასევე დაგაინტერესებთ:


კაცი, რომელმაც სამყარო შეცვალა - მაჰათმა განდის ცხოვრების 7 წესი


მიეცი ადამიანებს უფლება, იყვნენ შენით იმედგაცრუებულნი - ჯეფ ფოსტერის გენიალური წერილი


არ ეწყობა თქვენი ცხოვრება? - თქვენ არღვევთ სამყაროს ამ 7 კანონს


"ყველაფერი, რაც გინდა იყო, უკვე ხარ" - რუმის 25 ცხოვრებისეული გაკვეთილი, რომლითაც ცხოვრებას შეცვლით



სტატიის მომზადებისას, შესაბამისი ნებართვით, გამოყენებულია mental.ge-ს მასალები

0
5240
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
5240
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0