x
image
ზოგადი განათლება
რუსთავი 2 საფრთხეშია! - ნიკა გვარამიას ბრიფინგი
“რუსთავი2″-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ტელეარხი აცილებას უცხადებს სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელს, რადგან ის ” “რუსთავი2”-სთვის სათანადოდ მიუკერძოებლად არ გამოიყურება. ამის შესახებ მან დღეს, 25 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


image


გვარამიას თქმით, ტელეკომპანიას აქვს ინფორმაცია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ლადო ჭანტურია “რუსთავი2”-ის საქმესთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. გვარამიას განცხადებით, მან ეს ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში არსებული “წყაროებიდან” მიიღო.



“ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს “რუსთავი2″-ის საქმეზე. მიმდინარეობს ორკესტრირებული დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალებისა.




…რამდენიმე დღის წინ ხელისუფლებაში გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, შედგა რუსთავი2-თან დაკავშირებული გადწყვეტილების პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამართლო კოლეგიის მიერ. პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს, გარკვეული შენიშვნებით. ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან.



საკუთრივ იუსტიციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მიიღო ბატონი ჭანტურიას მხრიდან, რაც არის სამოსამართლო ეთიკის უხეში დარღვევა, რაც წარმოადგენს სტრასბურგის განაწესების უხეშ დარღვევას და ამ საფუძვლით, ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ბატონ ლადო ჭანტურიას. მიგვაჩნია, რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს”, – აღნიშნა მან.


სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის 3 მარტს რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მეირ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ერთი დღით ადრე, 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.


სტრასბურგის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მხოლოდ დროებითი ღონისძიება იყო. რუსთავი 2-ის იურისტი თამთა მურადაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას 2018 წლის აპორილში ამბობდა, რომ სახელმწიფო სტრასბურგის სასამართლოში ტელეკომპანიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოხსნას მოითხოვდა და აცხადებდა, რომ ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება ირღვევა.





0
420
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
420
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0