x
image
ელენე გუმა
"ორსული გოგო წამალს ითხოვდა და არ მისცეს, კინაღამ მუცელი მოეშალა, ეს იყო ჯოჯოხეთი ისრაელში..."
image


სქემ-მღვდელმონაზონი ნექტარიოს მჭედლიძე ისრაელში თავს გადამხადარ ამბავზე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, რაც იქ ხდება არის ჯოჯოხეთი და ისრაელში საქართველოს საკონსულოს არათუ რეაგრიება აღნისნულ ფაქტზე, არამედ ტელეფონზე პასუხიც კი არ შეუძლია.


"ეს წუთია დავბრუნდი ისრაელიდან, საიდან დავიწყო და რავთქვა, ცხოველს არ მოექცევიან როგორც ქართველებს ექცეოდნენ, ისრაელში საქართველოს საკონსულო არის უნამუსო უსინდისო და არა ადამიანები 3 დღე გაგვაჩერეს არა წყალი არა საჭმელი არა ადამიანური მოპყრობა .ქართველი ქალები რომლებიც ციხეებში სხედან პატრონი არ ყავთ, ორსული ქალბატონი იყო ჩვენთანერთად წამალს ითხოვდა კინაღამ მუცელი მოეშალა წამალი და წყალი არ მისცეს, მათი მხრიდან ყვირილი შეურაწყოფა არადამიანური დამოკიდებულება, უკავშირდებოდი საქართველოს საკონსულოს და არანაირი რეაგირება უყურადღებობა მათი მხრიდან, იქ დარჩენ ციხებში და საბაჟოზე ქართველი ქალები რომლებიც 1 თვეა და მეტიაელოდებიან გამოფრენას და ყურადღებას არ აქცევენ შველას ითხოვენ და პატრონი არ ყავთ, ამ ქვეყანაში არის ვინმე ვინც თავის მოქალაქეების ბედი ადარდებთ?15 ქართველი ვიყავით და ერთი სკამი მოგვცეს მორიგეობით რომ დავმჯდარიყავით, ესა ისრაელი და მათი დამოკიდებულება ქართველების მიმართ .საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თქვენ ხართ უყურადღებო და უპასუხისმგებლო ადამიანების თავშეყრის ადგილი, იმათ მაინც დაეხმარეთ იქ ვინც დარჩნენ"- წერს ნექტარიოს მჭედლიძე.



"სამი დღე იყო ჯოჯოხეთი ისრაელში, იმიტომ კიარა მე მომექცენ ცუდათ იმიტომ რომ ქართველ დედებს ექცეოდნენ არა ადამიანურად, 3 დღე ისრაელში საქართველოს საკონსულოს ვთხოვდით დახმარებას და ტელეფონზე არ გვპასუხობდნენ, ჯოჯოხეთი იყო როდესაც უყურე 6 თვის ორსული გოგო ითხოვს წამალს და წყალს და არძლევენ ებრაელი მებაჟების მხრიდან ყვირილი ლაძღვა საცინათ გდება, იქ დავტოვე გაუბედურებული ქალბატონები რომლებსაც პატრონი არ ყავთ 15 ადამიანს ოთახში ერთი სკამი მოგვცეს მორიგეობით დაგვესვენა, რას აკეთებს ისრაელში საკონსულო რა საჭიროა როდესაც შველას და დახმარებას თხოვ და ტელეფონზე არ გპასუხობენ .ეს არის ჩვენი ქვეყანა არავის არ ადარდებს ხალხი"- საძენს იქვე.



0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0