სხვა "მე ძალიან გამიმართლდა.... რომ გეი ვარ და ვქორწინდები" - ტაივანი ერთსქესიანთა ქორწინებას ზეიმობს 2019, 25 მაისი, 13:58 2019 წლის 24 მაისი ტაივანელი სექსუალური უმცირესობისთვის მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს, ტაივანში საკუთარი ურთიერთობა 160 - ზე მეტმა ერთსქესიანმა წყვილმა ოფიციალურად დააკანონა.აქტივისტები და უფლებადამცველები ამ მოვლენას რეგიონალური მასშტაბის სოციალურ რევოლუციად მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ ტაივანის პარლამენტმა გასულ კვირას კუნძულის ტერიტორიაზე ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ამასთან დაკავშირებით, ქორწინების რეგისტრაციისთვის საგანგებოდ ცისარტყელის გამოსახულებიანი სახელმწიფო ანკეტები დაიბეჭდა, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ლგბტ - მოძრაობის სიმბოლოს წარმოადგენს.
"მე ძალიან გამიმართლდა, რომ შემიძლია ყველას ხმამაღლა ვუთხრა რომ გეი ვარ და ვქორწინდები", - ამბობს ბედნიერი 31 წლის მცხობელი, შეინ ლინი, რომელმაც თავის პარტნიორთან ერთად, ტაიბეის რეგისტრაციის ბიუროში პირველმა, საკუთარი ურთიერთობა დაარეგისტრირა.აზიაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება სოციალური ქსელის ერთ - ერთ მთავარ თემად იქცა. მრავალმა ინტერნეტ - მომხმარებელმა სოლიდარობის მიზნით საკუთარ გვერდზე ცისარტყელას "ფერები" ააფრიალა. თუმცა, ობიექტურობისთვის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ აზიურ "დღესასწაულს" წინ მრავალწლიანი ბრძოლა უძღვოდა. 2017 წელს საკონსტიტუციო სასამრთლომ ერთსქესიანი წყვილების სასარგებლოდ გადაწყვეტილება გამოიტანა და მთავრობას შესაბამისი კანონმდებლობის მიღების ბოლო ვადად - 2019 წლის 24 მაისი განუსაზღვრა.შეგახსენებთ, რომ მეზობელ ჩინეთსა და ჰონკონგში ერთსქესიანთა ქორწინება კანონით იკრძალება. ტაივანი, კი როგორც ყველაზე ლიბერალური რეგიონი აზიაში, საკუთარი პოზიციების გამტკიცებას კვლავაც წარმატებით განაგრძობს.
275 შეფასება არ არის |